განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 01.10.2019
საქმის ნომერი
330310018002574412
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
01.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002574412

საქმე N3ბ/1794-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 ოქტომბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

თავმჯდომარე: ილონა თოდუა

მოსამართლეები: გიორგი გოგიაშვილი

შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ფ------- ც-----

წარმომადგენელი - ს---–--- კ------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

წარმომადგენელი - გ---------------ე

 

მესამე პირი - სსიპ შემოსავლების სამსახური

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა:

 

1. აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით ფ------- ც-----ს სარჩელი №--------- საჩივარზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–---------–--ის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოსთვის ფ------- ც-----ს 2----–-–--------–--ის საჩივრის განხილვის დავალების და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

3.1 დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. ფ------- ც-----ს წარმომადგენელს 2----–-–--------------ის №-------------- წერილით გაეგზავნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–---------------–ის №------ და 2----–-–------------ის №------ საგადასახადო მოთხოვნები.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2-----–-–----------------–ის №------ საგადასახადო მოთხოვნით ი/მ „------– ც-----ს“ დაერიცხა საბაჟო გადასახდელები სულ 44054.04 ლარი, მათ შორის, მოსაკრებელი 114.14 ლარი, საბაჟო გადასახადი 6848.2 ლარი, დღგ 12806.13 ლარი, ჯარიმა 9884.24 ლარი, საურავი 14401.33 ლარი.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–------------ის №------ საგადასახადო მოთხოვნით ი/მ „------– ც-----ს“ დაერიცხა საბაჟო გადასახდელები სულ 416876.62 ლარი, მათ შორის, მოსაკრებელი 1065.25 ლარი, საბაჟო გადასახადი 69403.27 ლარი, დღგ 129784.14, ჯარიმა 122480.7 ლარი, საურავი 94143.26 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–--------------ის №-------------- წერილი (ს.ფ.17);

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–------------ის №------ საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ.99-100);

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–---------------–ის №------ საგადასახადო მოთხოვნა (ს.ფ.101).

 

3.1.2. 2----–-–----------------- ფ------- ც-----ს წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–---------------–ის №------ და 2----–-–------------ის №------ საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობა.

 

საჩივრის თანახმად, ფ------- ც-----ს მეუღლე ა-----– ც----- ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას და დარეგისტრირებული იყო ინდივიდუალურ მეწარმედ. ა-----– ც----- გარდაიცვალა 2----–--–ს. ი/მ „------– ც-----ს“ 2----–-–-- შედარების აქტით ერიცხებოდა ზედმეტობა 45813.87 ლარი. 2----–--–- ფ------- ც-----მ სსიპ შემოსავლების სამსახურს მიმართა განცხადებით და მოითხოვა გარდაცვლილი ა-----– ც-----ს და ი/მ „ფ------- ც-----ს“ ბარათების გაერთიანება. ბარათების გაერთიანების შემდეგ ფ------- ც-----ს დაერიცხა დამატებით გადასახდელად 460930.66 ლარი, რომლის წარმოშობის საფუძველი, სსიპ შემოსავლების სამსახურის წერილის თანახმად, გახდა ა-----– ც-----ს ბარათზე 2----–-–---------------–ის №------ საგადასახადო მოთხოვნა და კამერალური შემოწმების აქტი (შეტყობინება №------- 0---------წ.. საჩივრის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–---------------–ის №------ და 2----–-–------------ის №------ საგადასახადო მოთხოვნები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, საგადასახადო მოთხოვნებში არასწორადაა დაანგარიშებული თანხები და აღნიშნული მოთხოვნები არის ხანდაზმული, ვინაიდან ა-----– ც-----ს ისინი არ ჩაბარებია კანონით გათვალისწინებული წესით. საჩივარში მითითებულია, ასევე, რომ 2-----–-–-------------–-–----- პერიოდში ი/მ „------– ც-----ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ არ გააჩნდა დავალიანება.

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------–ის №----- ბრძანებით ფ------- ც-----ს წარმომადგენლის საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით.

 

ბრძანების თანახმად, ი/მ „------– ც-----ს“ მიმართ გამოცემული საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–---------------–ის №------ და 2----–-–------------ის №------ საგადასახადო მოთხოვნები კანონით დადგენილი წესით გადასახადი გადამხდელს ჩაბარდა იმავე დღეს, რაც დასტურდება საგადასახადო მოთხოვნებზე არსებული ხელმოწერით, შესაბამისად, სადავო აქტებს მომჩივანი გაეცნო იმავე დღეს. აღნიშნულის გათვალისწინებით საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2----–-–------------ი და 2----–-–------------–ი (2--------–----–-----ი), საჩივარი კი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია გასაჩვრებისათვის კანონით დადგენილი ვადის (30 დღე) ამოწურვის შემდეგ 2----–-–-----------------, შესაბამისად, დარღვეულია საჩივრის წარდგენის ვადა. ბრძანების მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია დოკუმენტები და მასალები, რაც ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობას დაადასტურებდა. შესაბამისად, სადავო აქტის გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის გაშვების საპატიო მიზეზი სახეზე არ არის. შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის დადგენილი 30-დღიანი ვადის დარღვევით, ხოლო გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია პოზიცია, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ პუნქტით გათვალისიწნებული საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ფ------- ც-----ს წარმომადგენლის 2----–-–---------------ის საჩივარი (ს.ფ.20-22);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------–ის №----- ბრძანება (ს.ფ.25-26).

 

3.1.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2-----–-–--------------–ის №----- ბრძანება ფ------- ც-----ს გაეგზავნა ელექტრონულად 2----–-–------------–ს და გადამხდელი მას გაეცნო 2----–-–----------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–-----------ის №----------- წერილი (ს.ფ.24);

- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–--------–--ის №----------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.95);

- ამონაწერი სსიპ შემოვლების სამსახურის ელექტრონული ბაზიდან (ს.ფ.96).

 

3.1.4. 2----–-–--------–--ს ფ------- ც-----ს წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------–ის №----- ბრძანების გაუქმება.

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–---------–--ის გადაწყვეტილებით ფ------- ც-----ს საჩივარი განუხილველი დარჩა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

გადაწყვეტილების თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–--------–--ის №----------- წერილის მიხედვით სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------–ის №----- ბრძანება გაგზავნილია გადამხდელის ელექტრონულ პორტალზე 2----–-–------------–ს, რომელსაც გადამხდელი გაეცნო 2----–-–----------ს. საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------–ის №----- ბრძანების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილია შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 20-დღიანი ვადის დარღვევით 2----–-–--------–--ს. გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში საჩივრის ვადის დარღვევით წარმოდგენასთან დაკავშირებით. ვინაიდან საჩივარი წარდგენილია საგადასახადო კოდექსით დადგენილი გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ფ------- ც-----ს წარმომადგენლის 2----–-–--------–--ის საჩივარი (ს.ფ.27-30);

- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–---------–--ის გადაწყვეტილება (ს.ფ.31-33).

 

3.2. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

3.2.1 პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.

 

სასამართლომ განმარტა, რომ სადავო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–---------–--ის გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. სასამართლომ მიუთითა მოსარჩელის მოთხოვნაზე - დაევალოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს განიხილოს ფ------- ც-----ს 2----–-–--------–--ის საჩივარი და გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი.

 

3.2.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განმარტებული იქნა, რომ გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს ქმედება ან გადაწყვეტილება. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ნ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დადგენილი წესით განიხილონ გადასახადის გადამხდელის წერილები, საჩივრები და შეკითხვები, საჭიროების შემთხვევაში უსასყიდლოდ მიაწოდონ მას ინფორმაცია მოქმედი გადასახადების, მათი გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, აგრეთვე გადასახადის გადამხდელის უფლებებისა და ვალდებულებების თაობაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 296-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო დავა შესაძლებელია განხილულ იქნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემასა და სასამართლოში. ამავე კოდექსის 297-ე მუხის პირველი ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოები არიან შემოსავლების სამსახური და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო (შემდგომში – დავის განმხილველი ორგანოები).

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 მაისის განჩინებაზე ადმინისტრაციულ საქმეზე №ბს-122-115(2კ-13), სადაც „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირის უფლება - მიმართოს სახელმწიფოს ნებისმიერ საჯარო დაწესებულებას მისი ინტერესების დასაცავად, განეკუთვნება კონსტიტუციურ უფლებათა სისტემას. ადამიანის უფლებები იყოფა ორ ჯგუფად: მატერიალური და პროცედურული უფლებები. პირის პროცედურულ უფლებათა რიგს მიეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, შუამდგომლობათა აღძვრის უფლება, მტკიცებულებათა წარდგენის უფლება, სხდომაზე დასწრების და მონაწილეობის უფლება, მოსაზრებათა წარდგენის უფლება, გასაჩივრების უფლება და ა.შ. სწორედ, პროცედურული უფლებების კანონით დადგენილი ფორმებით რეალიზაცია აძლევს პირს შესაძლებლობას, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირების პრინციპი გულისხმობს პროცედურული უფლებების შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად განხორციელებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფრთხე ექმნება მატერიალური უფლებების ჯეროვან რეალიზაციასა და დაცვას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობების მონაწილეთა პროცედურული უფლება-მოვალეობების საზოგადო წესებს დეტალურად განსაზღვრავს, მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ ორგანოთა მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, საჯარო ინტერესებისა და კანონის უზენაესობის დაცვის უზრუნველყოფას. ზემოთ მითითებულ კონსტიტუციურ პრინციპს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის სპეციალური მუხლი ეძღვნება, კერძოდ, მე-12 მუხლი - ადმინისტრაციული ორგანოსათვის მიმართვის უფლება, რომლის მიხედვით გარანტირებულია: 1. ნებისმიერი პირის უფლება - მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს; 2. ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება - განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. აღნიშნული ნორმის სტრუქტურული შინაარსი გულისხმობს, რომ პირის უფლების დადგენა მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას - განახორციელოს რეალიზებული საპროცესო უფლების კანონით რეგლამენტირებული, ადეკვატური პროცედურული ხასიათის მოქმედება.“

 

სასამართლომ განმარტა, რომ საგადასახადო ორგანოებში დავის განხილვა იწყება საჩივრის წარდგენის გზით. ამასთან, გასაჩივრების უფლება არის პირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესუალური უფლება, რომელიც უზრუნველყოფს მისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების, კანონის უზენაესობის დაცვას, რამეთუ საჩივრის თუ სარჩელის წარდგენისას დავის განმხილველი ორგანო ამოწმებს გადაწყვეტილების კანონიერებას და მისი კანონშეუსაბამისობისას აუქმებს მას, რაც გარანტირებულს ხდის, ერთი მხრივ, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და აღსრულებას და, მეორე მხრივ, ხელს უშლის პირის უფლებათა დაუსაბუთებელ და უკანონო შეზღუდვას. ამასთან, პირის მიერ საჩივრის წარდგენას უკავშირდება ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, რომ კანონით დადგენილი წესითა და ვადაში განიხილოს და გადაწყვიტოს წარდგენილი საჩივარი. საჩივრის წარდგენის უფლებას სწორედ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული ვალდებულების შესრულება ხდის ქმედითს, ხოლო პირის უფლებების დაცვას - გარანტირებულს, რამეთუ რომ არა ადმინისტრაციული ორგანოს მოვალეობა საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ, გასაჩივრების უფლება იქნებოდა მხოლოდ დეკლარაციული ხასიათის. ვინაიდან გასაჩივრების უფლება პირდაპირ არის დაკავშირებული გადასახადის გადამხდელის კანონით დაცული ინტერესების უზრუნველყოფასა და უფლებების დაცვასთან, კანონი ამომწურავად აწესრიგებს იმ შემთხვევებს, როდესაც საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, წარდგენილი საჩივარი დატოვოს განუხილველი. აღნიშნული გამოწვეულია სამართლებრივი ურთიერთობის გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევით, რათა არ მოხდეს უფლების ბოროტად გამოყენება, საჩივრების მუდმივად წარდგენა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერ ძალაში შესვლის თავიდან ასაცილებლად, ამასთან, აღნიშნული იძლევა შესაძლებლობას თვიდან იქნას აცილებული ადმინისტრაციულ ორგანოთა გადატვირთულობა, რომ დაუსრულებლად არ მოხდეს ერთსა და იმავე საკითხზე მსჯელობა. საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლები მოწესრიგებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლით. მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ გასაჩივრების უფლება გამოყენებულ უნდა იქნეს კანონით გათვალისწინებულ ვადაში. გასაჩივრების ვადის შემოღება მიზნად ისახავს რა სამართალსუბიექტების მიერ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სადავოდ ქცევის ვადის გარკვეულ საზღვრებში მოქცევას, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ, თუკი სახეზე არ არის ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის არარად აღიარების საფუძვლები, რომელზეც საჩივრის წარდგენის ვადა არ ვრცელდება, აქტი იძენს შესასრულებლად სავალდებულო ძალას და მისით განსაზღვრული მოწესრიგება ძალაში შედის. ამასთან, გასაჩივრების უფლების ჯეროვანი გამოყენება პირდაპირაა დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ადრესატისათვის ჩაბარებასთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობასთან, რაც უკავშირდება როგორც გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას, ისე მხოლოდ აქტის გაცნობის შემდეგ ხდება პირისთვის ცნობილი, რა ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და რომელი სამართლებრივი ნორმებით იხელმძღვანელა ადმინისტრაციულმა ორგანომ აქტის გამოცემისას.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2----–-–-- 6 ოქტომბრის განჩინებაზე საქმე №ბს-770-762(კ-15), სადაც საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის იმ პირისათვის ოფიციალური გაცნობის მოთხოვნა, რომლის მიმართაც არის იგი გამოცემული, კანონმდებლობის კატეგორიული იმპერატივია, ვინაიდან აქტის გამოქვეყნება, მისი ადრესატისთვის გაცნობა არის ადმინისტრაციული წარმოების ფინალი და მისი ნაყოფი - წარმოების შედეგად გამოცემული გადაწყვეტილება ძალაში შედის მხარისათვის ოფიციალური გაცნობით (სზაკ-ის 54-ე მუხ.). აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დაცულობის გარკვევისათვის. სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლება-მოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. შესაბამისად, სწორედ ამ მომენტიდან პირს ეძლევა გასაჩივრების შესაძლებლობა. აქტის ოფიციალური გაცნობის სამართლებრივი მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მხარე ადასტურებს მისი შინაარსის გაცნობას. გასაჩივრების ვადის დინება არ იწყება მაშინაც კი, როდესაც პირისთვის აქტის შინაარსი ცნობილი გახდა არაოფიციალური წყაროდან ან თუნდაც აქტის პროექტის ან იმ მასალების გაცნობიდან, რომლის საფუძველზე შემდგომში გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. საჩივრის უფლება წარმოიშობა გამოცემული აქტით უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევით, რომელიც მხოლოდ ძალაში შესული აქტით და არა აქტის პროექტით არის შესაძლებელი. შეუძლებელია პირს მოეთხოვოს მისთვის ჯერ კიდევ უცნობი აქტის შესრულება, პირის უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევა უმოქმედო აქტით, შესაბამისად არ დაიშვება აქტის გაცნობამდე გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის ათვლა. ამდენად, აქტის გაცნობა არის საჩივრის უფლების წარმოშობის პირობა, აქტის გაცნობამდე საჩივრის შეტანის შესაძლებლობა ადმინისტრაციულ საჩივარს ორგანოს თვითკონტროლის, ადმინისტრაციულ ორგანოთა სისტემის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების გადამოწმების მექანიზმის ნაცვლად აქცევს ორგანოზე ზედამხედველობის საშუალებად, რაც ეწინააღმდეგება ადმინისტრაციული საჩივრის ბუნებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დაუშვებელია აქტის გაცნობამდე მისი გასაჩივრების ვადის ათვლა.“

 

სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–---------------–ის №------ საგადასახადო მოთხოვნით ი/მ „------– ც-----ს“ დაერიცხა საბაჟო გადასახდელები სულ 44054.04 ლარი, მათ შორის, მოსაკრებელი 114.14 ლარი, საბაჟო გადასახადი 6848.2 ლარი, დღგ 12806.13 ლარი, ჯარიმა 9884.24 ლარი, საურავი 14401.33 ლარი.

 

სასამართლომ ასევე განმარტა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–------------ის №------ საგადასახადო მოთხოვნით ი/მ „------– ც-----ს“ დაერიცხა საბაჟო გადასახდელები სულ 416876.62 ლარი, მათ შორის, მოსაკრებელი 1065.25 ლარი, საბაჟო გადასახადი 69403.27 ლარი, დღგ 129784.14, ჯარიმა 122480.7 ლარი, საურავი 94143.26 ლარი.

 

სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ 2----–-–----------------- ფ------- ც-----ს წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–---------------–ის №------ და 2----–-–------------ის №------ საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------–ის №----- ბრძანებით ფ------- ც-----ს წარმომადგენლის საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით.

 

სასამართლომ განმარტა, რომ 2----–-–--------–--ს ფ------- ც-----ს წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2-----–-–--------------–ის №----- ბრძანების გაუქმება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–---------–--ის გადაწყვეტილებით ფ------- ც-----ს საჩივარი განუხილველი დარჩა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. გადაწყვეტილების თანახმად, გადამხდელი სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანებას გაეცნო 2----–-–----------ს. საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------–ის №----- ბრძანების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილია შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 20-დღიანი ვადის დარღვევით, 2----–-–--------–--ს. გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტი ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში საჩვრის ვადის დარღვევით წარმოდგენასთან დაკავშირებით. ვინაიდან საჩივარი წარდგენილია საგადასახადო კოდექსით დადგენილი გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

სასარჩელო მოთხოვნის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით, სასამართლომ მოიხმო გადასახადის გადამხდელთან მიმოწერის წესის განმსაზღვრელ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლი. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. მესამე ნაწილის თანახმად კი დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე, ხოლო ამ კოდექსის 264-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − გაცნობისთანავე ან გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30-ე დღეს, თუ ამ ვადაში ადრესატი შეტყობინებას არ გასცნობია.

 

სასამართლომ განმარტა, რომ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მე-11 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია (მათ შორის, დეკლარირება) შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, ონლაინ რეჟიმში, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის www.rs.ge (შემდეგში – სამსახურის ვებგვერდი) გამოყენებით.

 

ზემოაღნიშნული დანაწესების ანალიზი ცხადყოფს, რომ საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის კომუნიკაცია შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონული ფორმით, შემოსავლების სამსახურის მომსახურების პორტალის მეშვეობით. მომსახურების პორტალს ჰყავს ავტორიზებული მომხმარებელი - გადასახადის გადამხდელის სახით, რომელიც ფლობს აღნიშნული პორტალის გამოსაყენებელ სახელწოდებასა და პაროლს. შესაბამისად, 44-ე მუხლის მე-9 ნაწილში დასახელებულ ადრესატში იგულისხმება, სწორედ, გადასახადის ის გადამხდელი, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული პორტალის ავტორიზებულ მომხმარებელს და ინტერნეტ-პორტალზე განხორციელებული ყველა ქმედება, სწორედ, მისთვის წარმოშობს სამართლებრივ შედეგს.

 

ამასთან, სასამართლომ დამატებით გაამახვილა ყურადღება „გადასახადის ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაზე, რომლის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი ნებისმიერი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი სამსახურის ვებგვერდზე ან ელექტრონულ ფოსტაში გაცნობისთანავე, რის თაობაზეც საგადასახადო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდება სამსახურის ვებგვერდიდან. ამგვარად, ადრესატის მიერ საგადასახადო ორგანოს მხრიდან გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის გაცნობის ფაქტი დასტურდება პროგრამულად, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, მაშინ როდესაც ადრესატი გაგზავნილი დოკუმენტის „ლინკს“ გახსნის.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ვებპორტალზე წვდომა გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებელს - გადასახადის გადამხდელს ან მის უფლებამოსილ პირს. შესაბამისად, პორტალზე გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის მიმღები ყოველთვის არის შესაბამისი ადრესატი, კონკრეტული გადასახადის გადამხდელი. პორტალზე გაგზავნილი ელექტრონული დოკუმენტის გახსნისას ყოველთვის ივარაუდება, რომ მისი გაცნობაც ამავე ადრესატის მიერ ხდება.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ი/მ „ფ------- ც-----ს“ პორტალზე შესვლით განხორციელდა საგადასახადო ორგანოს მიერ ი/მ „ფ------- ც-----ს“ ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტის გახსნა, რის თაობაზეც საგადასახადო ორგანოს ინფორმაცია მიეწოდა სამსახურის ვებგვერდიდან. აღნიშნული გარემოება ადასტურებს, რომ ი/მ „ფ------- ც-----ს“ საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------–ის №----- ბრძანება ჩაბარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნათა დაცვით, რომელსაც გადასახადის გადამხდელი გაეცნო 2----–-–----------ს.

 

შესაბამისად, ი/მ „ფ------- ც-----ს“ პორტალზე შესვლისას და დოკუმენტის გაცნობისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ განახორციელებს ამ ქმედებას, უნდა ჩაითვალოს, რომ ადგილი ჰქონდა „ადრესატის მიერ აქტის გაცნობას“, რადგან ინტერნეტ-პორტალზე წვდომა, ივარაუდება, რომ გააჩნია მხოლოდ შესაბამის ადრესატს - გადასახადის გადამხდელს, ამიტომ სწორედ იგი წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს პორტალზე განხორციელებული ყოველი ქმედებისათვის.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის მითითება, რომ ფ------- ც-----ს, ი/მ „------– ც-----ს“ მიმართ გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები უნდა ჩაბარებოდა როგორც ა-----– ც-----ს მემკვიდრეს და იგი არ უნდა გაგზავნილიყო ი/მ „ფ------- ც-----ს“ ელექტრონულ პორტალზე, ვერ იქნა გაზიარებული, რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილებას წარმოადგენს აირჩიოს გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციის ფორმა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------–ის №----- ბრძანების გასაჩივრების კანონიერება, რომელიც გამოცემულია ფ------- ც-----ს მიმართ და არა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–---------------–ის №------ და 2----–-–------------ის №------ საგადასახადო მოთხოვნების მართლზომიერება.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამრიგად, ადმინისტრაციული თუ სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. ამდენად, მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება გასაჩივრების ვადის დაურღვლობა, რაც გამოწვეული იქნებოდა გადასახადის გადამხდელისგან დამოუკიდებელი მიზეზით. ასეთი მიზეზის არსებობა არათუ არ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით, არამედ მოსარჩელეც არ მიუთითებს მსგავს გარემოებასა და საპატიო მიზეზზე, რა შემთხვევაშიც დადგინდებოდა გაშვებული გასაჩივრების ვადის აღდგენის შესაძლებლობა. შესაბამისად, არსებობდა საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, ვინაიდან პირს შესაბამისი წესის დაცვით ჩაბარდა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის შედეგად მან შეიძინა შესასრულებლად სავალდებულო ძალა.

 

3.2.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშეუსაბამობა ან მისი მომზადების და გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითი დარღვევა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

ზემოაღნიშნული სამართლებრივი მსჯელობისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების - საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ვინაიდან სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობს. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოთხოვნა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე.

 

4. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები:

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

4.1. აპელანტი ფ------- ც----- არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს. აპელანტის განმარტებით, 2----–-–------------–ის N----- ბრძანება გასაჩივრებული იქნა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში 2----–-–---------–--ს, ბრძანების ჩაბარებიდან - 2----–-–---------------- 20 დღიან ვადაში და არ ეთანხმება განმარტებას იმის თაობაზე, რომ მის მიერ გაშვებული იქნა გასაჩივრების ვადა. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ სათანადოდ არ გამოიკვლია და ისე ჩათვალა N----- ბრძანება ელექტრონული პორტალის საშუალებით ჩაბარებულად. მის მიერ ყურადღება იქნა გამახვილებული იმ გარემოებაზეც, რომ 2----–-–---------------–ის N------ და 2----–-–------------ის N------ საგადასახადო მოთხოვნებთან მიმართებით, საჩივრები წარდგენილია არა როგორც ი/მ ფ------- ც-----ს, არა როგორც მეწარმე სუბიექტის, არამედ როგორც ა-----– ც-----ს მემკვიდრის მიერ. აპელანტი განმარტავს, რომ გადამხდელის ელექტრონული პორტალი წარმოადგენს როგორც მეწარმე სუბიექტის გადასახადის გადადმხდელთან კომუნიკაციის საშუალებას და ამ შემთხვევაში, მართალია ფ------- ც----- ორივე პირს წარმოადგენეს, მაგრამ უნდა გაიმიჯნოს ამ ურთიერთობაში როგორც ი/მ ფ------- ც-----, რომელიც წარმოადგენს გადასახადის გადამხდელ მეწარმე სუბიეტს და ფ------- ც-----, როგორც დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, რომელიც წარმოადგენს იმ 2----–-–---------------ის საჩივრის ავტორსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დავების განმხილველი საბჭოს 2----–-–------------–ის N----- ბრძანების ადრესატს, რომელსაც უნდა ჩაბარებოდა სწორედ აღნიშნული ბრძანება და რომელიც მან ჩაიბარა წარმომადგენლის მიერ დაწერილი განცხადების საფუძველზე 2----–-–-----------ს, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრების 20 დღიანი ვადა არ იყო დარღვეული.

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინებების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

5.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

 

5.2. სააპელაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ , №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). გარდა ამისა, დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვების განმეორების გარეშე (Hirvisaari v. Finland).

 

5.3. განსახილველი დავის ძირითად საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენილი საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი. საჩივრის განუხილველად დატოვების სამართლებრივ საფუძვლად ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის ,,ე“ პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს საჩივრის განუხილველად დატოვებას საჩივრის წარდგენის ვადის დარღვევის გამო. პალატას მიაჩნია, რომ სადავო საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წაარმოადგენს ზუსტად განისაზღვროს გადასახადის გადამხდელისთვის სადავო აქტის კანონით დადგენილი წესით ჩაბარებისა და საჩივრის წარდგენის ვადის დინების დაწყების თარიღი. აღნიშნული ვადის დადგენის შეუძლებლობის პირობებში, დაუშვებელია გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს გადასახადის გადამხდელის ინტერესების საზიანოდ.

 

პალატა მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოთა ვალდებულებას წარმოადგენს გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვა. ამასთან, ისინი ვალდებულნი არიან გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 297-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით.

 

5.4. საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში ან სასამართლოში. ამდენად, კანონმდებლობა შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას მხარეს ანიჭებს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში. შესაბამისად, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების ჩაბარების საკითხი. ვინაიდან, სწორედ სადავო აქტის ჩაბარებაზეა დამოკიდებული პირის პროცესუალური თუ მატერიალური უფლებების რეალიზაციის ბედი. გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტის დასადგენად, მნიშვნელოვანია ამ ვადის ათვლის, ვადის დინების დაწყების, აქტის ძალაში შესვლის მომენტის ზუსტი განსაზღვრა. საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს. აქტის ძალაში შესვლის მომენტის დადგენა მნიშვნელოვანია აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადების დაცულობის გარკვევისათვის. სწორედ აქტის ძალაში შესვლით ანუ მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობით იწყება მისი გასაჩივრების ვადის ათვლა, გაცნობის შემდეგ ხდება შესაბამისი ადრესატის უფლებამოვალეობების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა.

 

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლზე, რომელიც სამართლებრივად არეგულირებს საგადასახადო ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის მიმოწერას, განსაზღვრავს დოკუმენტის ფორმებსა და კონკრეტულ ქმედებათა სამართლებრივ შედეგებს. მოცემული მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო (44.3 მუხლი). პირისათვის ერთი და იმავე დოკუმენტის რამდენჯერმე ან რამდენიმე ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად ითვლება ამ დოკუმენტის პირველად ჩაბარების თარიღი (44.4 მუხლი). ამავე მუხლის მე-6 ნაწილი განსაზღვრავს წერილობითი დოკუმენტის ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად მიჩნევის წინაპირობებს, კერძოდ, წერილობითი დოკუმენტი ფიზიკური პირისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ დოკუმენტი ჩაჰბარდა: ა) ადრესატს პირადად; ბ) ამ პირის უფლებამოსილ ან კანონიერ წარმომადგენელს; გ) მის საცხოვრებელ ადგილზე ამ პირთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს; დ) მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობის ადგილზე კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს; ე) საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ან/და საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების შესახებ უფლებამოსილი პირის ბრძანების შემთხვევაში − ფიზიკური პირის ეკონომიკური საქმიანობის უშუალოდ განმახორციელებელ პირს. ამავე მუხლის მე-9 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე. მე-10 ნაწილი კი ადგენს, რომ შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს 2- ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია.

 

5.5. პალატა მიუთითებს დადგენილ გარემოებაზე, რომ 2----–-–----------------- ფ------- ც-----ს წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2----–-–---------------–ის №------ და 2----–-–------------ის №------ საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობა. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------–ის №----- ბრძანებით ფ------- ც-----ს წარმომადგენლის საჩივარი დარჩა განუხილველი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით.

 

დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2-----–-–--------------–ის №----- ბრძანება ფ------- ც-----ს გაეგზავნა ელექტრონულად 2----–-–------------–ს და გადამხდელი მას გაეცნო 2----–-–----------ს.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2----–-–--------–--ს ფ------- ც-----ს წარმომადგენელმა საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2-----–-–--------------–ის №----- ბრძანების გაუქმება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2----–-–---------–--ის გადაწყვეტილებით ფ------- ც-----ს საჩივარი განუხილველი დარჩა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან საჩივარი შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------–ის №----- ბრძანების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილი იყო შემოსავლების სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი 20-დღიანი ვადის დარღვევით, 2----–-–--------–--ს.

 

პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ი/მ „ფ------- ც-----ს“ პორტალზე შესვლისას და დოკუმენტის გაცნობისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ განახორციელებს ამ ქმედებას, უნდა ჩაითვალოს, რომ ადგილი ჰქონდა „ადრესატის მიერ აქტის გაცნობას“, რადგან ინტერნეტ-პორტალზე წვდომა, ივარაუდება, რომ გააჩნია მხოლოდ შესაბამის ადრესატს - გადასახადის გადამხდელს, ამიტომ სწორედ იგი წარმოადგენს პასუხისმგებელ პირს პორტალზე განხორციელებული ყოველი ქმედებისათვის.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელისათვის გაგზავნილი დოკუმენტის ჩაბარებულად მიჩნევისათვის მნიშვნელოვანია შეფასდეს საგადასახადო ორგანოს მიერ განხორციელებულ ქმედებათა კანონშესაბამისობა. კერძოდ, არსებული საკანონმდებლო რეგულაციით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარუდგინოს გადასახადის გადამხდელს ელექტრონული ფორმით. თუმცა აღნიშნული დოკუმენტის ელექტრონული ფორმით ჩაუბარებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანო ვალდებულია დოკუმენტი გაუგზავნოს ადრესატს წერილობითი ფორმით. თუკი ამ უკანასკნელი ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ადრესატს სულ მცირე 2-ჯერ მაინც არ ჩაბარდება საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დოკუმენტის საჯაროდ გაცნობის შესახებ. საგულისხმოა, რომ კანონმდებელი არ აკონკრეტებს წერილობითი დოკუმენტის 2-ჯერ გაგზავნის შემთხვევაში თუ რომელ მისამართზე - იურიდიულ თუ ფაქტობრივ მისამართზე უნდა იქნეს გზავნილი გაგზავნილი.

 

განსახილველ შემთხვევაში ცალსახაა, რომ საგადასხადო ორგანოს მიერ დოკუმენტის გაგზავნა მოხდა ელექტორნულ პოტალზე, რომელსაც ადრესატი გაეცნო 2----–-–----------ს (ს.ფ. 96).

 

5.6. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. განსახილველ შემთხვეევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება რომ საგადასახადო ორგანოს დავის განხილვის ეტაპზე არ გამოუკვლევია და არ დაუდგენია სადავო აქტის უფლებამოსილ პირზე ჩაბარების საკითხი. პალატას მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ირგვლივ არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

ამრიგად, პალატა ვერ გაიზიარებს ფ------- ც-----ს წარმომადგენლის სარჩელსა და სააპელციო საჩივარში მითითებულ პოზიციას მითითება, იმასთან დაკავშირებით, რომ ფ------- ც-----ს, ი/მ „------– ც-----ს“ მიმართ გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები უნდა ჩაბარებოდა როგორც ა-----– ც-----ს მემკვიდრეს და იგი არ უნდა გაგზავნილიყო ი/მ „ფ------- ც-----ს“ ელექტრონულ პორტალზე, რადგან როგორც უკვე აღინიშნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილებს წარმოადგენს აირჩიოს გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციის ფორმა, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს სსიპ შემოსავლების სამსახურის 2----–-–------------–ის №----- ბრძანების გასაჩივრების კანონიერება, რომელიც გამოცემულია ფ------- ც-----ს მიმართ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს 2----–-–---------–--ის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოსთვის ფ------- ც-----ს 2018 წლის 03 ივლისის საჩივრის განხივლის და ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაცულ-სამართლებრვი აქტია გამოცემის დავალების საფუძველი.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების საფუძველზე, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან სახეზე არ არის მისი დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

6.1. ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალწარმოებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები; სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები; სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

იმავე კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქმეს თან ერთვის აპელანტის მიერ სასამართლო ხარჯის გაღების დოკუმენტაცია, კერძოდ, სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის ქვითარი, შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ფ------- ც-----ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

თავმჯდომარე ილონა თოდუა

 

მოსამართლეები : გიორგი გოგიაშვილი

 

შოთა გეწაძე