ბრძანება N 26689
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 26689
04 დეკემბერი 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
შპს ------- (ს/ნ ---------------)
(მის.: ----------------------------)
2025 წლის 10 ნოემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 20 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №96) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ------) 2025 წლის 10 ნოემბრის №178439/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №21-14/73462 საგადასახადო შეტყობინებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ საგადასახადო შეტყობინებას საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმების შესახებ. აცხადებს, რომ ვინაიდან საწარმოს დირექტორი არ იმყოფება საქართველოში, კომპანია მოკლებულია შესაძლებლობას წარადგინოს ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამის ასლი და ასევე, ინფორმაცია/დოკუმენტაცია ბანკებში გახსნილ ანგარიშებთან დაკავშირებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომჩივანი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ითხოვს საგადასახადო შეტყობინების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №21- 14/73462 საგადასახადო შეტყობინებით გადამხდელს ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახური გეგმავს კომპანიის საქმიანობის გასვლით საგადასახადო შემოწმებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის შესაბამისად და შესამოწმებელი პერიოდი მოიცავს გადასახადის გადამხდელის შეუმოწმებელ პერიოდს (ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით ბოლო შემოწმების პერიოდიდან).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-8 ნაწილების თანახმად:
1. გასვლითი საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. გადასახადის გადამხდელს შემოწმების დაწყებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღისა ეგზავნება შეტყობინება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.
3. შემოწმება უნდა დაიწყოს გადასახადის გადამხდელისათვის შეტყობინების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში შემოწმება ვერ დაიწყო, შეტყობინება ძალადაკარგულად ითვლება.
8. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს საგადასახადო ვალდებულებასთან დაკავშირებული სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის სათანადო წესით დამოწმებული ასლი, ხოლო გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში ამოიღოს აღნიშნული დოკუმენტის დედანი, რომელიც გასვლითი საგადასახადო შემოწმების დასრულებისთანავე უბრუნდება გადასახადის გადამხდელს. დოკუმენტაციის ამოღების შემთხვევაში ფორმდება ამოღების ოქმი.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №----- საგადასახადო შეტყობინებით გადამხდელს ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახური გეგმავს კომპანიის საქმიანობის გასვლით საგადასახადო შემოწმებას და შესამოწმებელი პერიოდი მოიცავს გადასახადის გადამხდელის შეუმოწმებელ პერიოდს (ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით ბოლო შემოწმების პერიოდიდან).
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შპს „-----“ (ს/ნ -----) მიმართ გაცემული აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №----- საგადასახადო შეტყობინება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება მომჩივნის არგუმენტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამინტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ხოლო მე-2 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
მომჩივანი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე ითხოვს საგადასახადო შეტყობინების ბათილად ცნობას.
ფაქტობრივი გარემოებები
საქმის მასალებით დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №21- 14/73462 საგადასახადო შეტყობინებით გადამხდელს ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახური გეგმავს კომპანიის საქმიანობის გასვლით საგადასახადო შემოწმებას და შესამოწმებელი პერიოდი მოიცავს გადასახადის გადამხდელის შეუმოწმებელ პერიოდს (ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით ბოლო შემოწმების პერიოდიდან).
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შპს-ს მიმართ გაცემული აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №21-14/73462 საგადასახადო შეტყობინება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:262;264