ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.03.2023 ბოლო ცვლილება 20.06.2023
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
210020010.35.156.016479
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/04/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №12

2023 წლის 30 მარტი

ქ. დმანისი

 

ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართელობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე კოდექსის 204-ე მუხლის, 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ1“, „ჰ2“ პუნქტების  და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე  ერთ ჰექტარზე, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთებია (მათ შორის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე):

№

მიწის კატეგორიები

გადასახადის განაკვეთები ლარი/ჰა

1

სათიბები  (ბუნებრივი და გაკულტურებული)

20

2

საძოვრები (ბუნებრივი და  გაკულტურებული)

16

3

ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე პირისათვის შესაბამისი ლიცენზიის გაცემის საფუძველზე გამოყოფილი მიწები

3

4

სახნავისათვის (მათ შორის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწა, საბაღე, საბოსტნე) და საკარმიდამოსათვის

82

5

ტყის მიწებისათვის, რომლებიც გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით

41

 

2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე  ერთ კვადრატულ მეტრზე ქონების წლიური გადასახადის განაკვეთებია:

№

ტერიტორია

საბაზისო განაკვეთი

(ლარი)

ტერიტორიული კოეფიციენტი

გადასახადის განაკვეთი

(ლარი)

1

ქალაქი დმანისი

0.24

1

0.24

2

დმანისის მუნიციპალიტეტის დანარჩენი ტერიტორიები

0.24

0.50

0.12

 

მუხლი 2
ქონების გადასახადისაგან გათავისუფლდეს:

ა) მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ფართი);

ბ) დმანისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი 3000 კვ.-მდე;

გ) დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  მდებარე ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთი 50 კვ/მ-მდე.

მუხლი 3
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 18 იანვრის №2 დადგენილება (სსმ, www.matsne.gov.ge, 23/01/2013, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.156.016120).
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 20.06.2023.
როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“?
„ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“ მიღებულია 30.03.2023. მიმღები ორგანო — დმანისის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №12. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.35.156.016479.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 20.06.2023-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 4 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.06.2023 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადგილობრივი (ქონების) გადასახადის შემოღებისა და მისი განაკვეთების შესახებ“, №12, 30.03.2023, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.156.016479 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.06.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5765727/