საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/404-21
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე N 3/404-21
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მიხეილ ბებიაშვილი
სხდომის მდივანი - ელისო ჟორჟოლიანი
მოსარჩელე შპს „-----”
დირექტორი -----
წარმომადგენელი -----
წარმომადგენელი -----
მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი -----
მოპასუხე – სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი -----
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა: (საქმე 3/404–21)
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსსხურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 8 დეკემბრის N 094 -174 საგადასახადო მოთხოვნა.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 10 დეკემბრის N 094118 საგადასახადო მოთხოვნა.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 8 თებერვლის N 2048 ბრძანება.
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 29 აპრილის N 12352/2/2021 გადაწყვეტილება.
სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული): (საქმე 3/144–22);
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 08/06/2021 წ, N 18037 ბრძანება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 08 ივნისს N 094 - 69 საგადასახადო მოთხოვნა.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 17.09.2021 წლის N 929075 ბრძანება.
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართელოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 24 დეკემბრის N 14596/2/2021 გადაწყვეტილება.
სარჩელის თანახმად (საქმე 3/404-21) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----"-ს (ს/ნ -----) საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება შპს „-----" (ს/ნ ----- ) მიერ შპს „-----" 2019 წლის ივნისისა და ივლისის თვის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 4 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ბრძანება და ამავე თარიღის საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 64 145 ლარი, მათ შორის, გადასახადი 43 292 ლარი, ჯარიმა 17 157 ლარი და საურავი 3 696 ლარი. შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 1 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----" საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება შპს „-----" მიერ შპს „-----" 2019 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 3 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 117 186 ლარი, მათ შორის, გადასახადი 71 367 ლარი, ჯარიმა 35 683 ლარი და საურავი 10 136 ლარი. ზემოთ აღნიშნულ აქტებზე შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა შპს „-----"-ს საჩივარი. შპს „-----" (ს/ნ -----) საჩივრისა გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 29 აპრილის N 12352/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რამაც განაპირობა სასამართლოსადმი მიმართვის აუცილებლობა.
სარჩელის თანახმად (საქმე 3/144-22) ----- რაიონული სასამართლოს 2021 წლის 26 თებერვლის ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----" (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება შპს „-----"-ს (ს/ნ -----) მიერ ხორბლის მიწოდებაზე გაფორმებული ანგარიშ - ფაქტურების საფუძველზე მიღებული ჩათვლების კანონიერების მიღების მიზნით. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 01.01.2018 – 01.01.2021 წწ. შპს „-----"-საგან (ს/ნ -----) მიღებული ჩათვლა ფიქსირდება მხოლოდ აგვისტოს თვეში, შესაბამისად შემოწმდა მხოლოდ აღნიშნული საანგარიშო პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 31 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, შემოსავლების სამსახურის მიერ 2021 წლის 08 ივნისს გამოიცა ბრძანება და ამავე თარიღის საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 33634.78 ლარი, მათ შორის, გადასახადი 18392 ლარი, დღგ 18392 ლარი, ჯარიმა 9196 ლარი, საურავი 6046.78 ლარი. ზემოთ აღნიშნულ აქტებზე შემოსავლების სამსახურის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა „-----"-ს საჩივარი. შპს „-----" (ს/ნ ----- ) საჩივრის გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 24 დეკემბრის N 14596/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რამაც განაპირობა სასამართლოსადმი მიმართვის აუცილებლობა.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და (N3/404-21) საქმესთან დაკავშირებით განმარტა სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს "-----" (ს/ნ ----- ) სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია საქართველოს სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 29 აპრილის N 12352/2/202 გადაწყვეტილების, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 08 თებერვლის N 2048 ბრძანების, აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 8 დეკემბრის N 094-174 და 2021 წლის N 094-178 საგადასახადო მოთხოვნების ბათილად ცნობა. სსიპ შემოსავლების სამსახური არ ეთანხმება წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნას შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით: საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 3 დეკემბრის N 35844 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----" (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება შპს „-----" (ს/ნ ----- ) მიერ შპს „-----“ 2019 წლის ივნისისა და ივლისის თვის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების საფუძველზე წარმოშობილი სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2020 წლისა დეკემბერს შედგა საგადასახადო წლის 8 დეკემბრის N 36559 ბრძანება და ამავე თარიღის N 094-124 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა სულ 64 145 ლარი, მათ შორის გადასახადი 43292 ლარი, ჯარიმა 17 157 ლარი და საურავი 3 696 ლარი. შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 1 დეკემბრის 35598 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----" (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება შპს „-----" (ს/ნ -----) მიერ შპს „-----" 2019 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 3 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2020 წლის 9 დეკემბრის N 36661 ბრძანება და 10 დეკემბრის N 094-178 საგადასახადო მოთხოვნა. რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 117 186 ლარი. მათ შორის, ძირითადი გადასახადი 71 367 ლარი, ჯარიმა 35 683 ლარი და საურავი 10 136 ლარი. საგადასახადო შემოწმების აქტების თანახმად დარიცხვა განხორციელებულია შემდეგი გარემოებით: შპს „-----" (ს/ნ ----- ) 2019 წლის მაისის, ივნისისა და ივლისის თვის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, რომელთა საფუძველზეც მიწოდებაში უფიქსირდება ხორბალი. გამოძიებით დადგენილია, რომ საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებში მითითებული ხორბალი წარმოებულია საქართველოში და არ წარმოადგენს იმპორტირებულ საქონელს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ" პუნქტის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელს შეუმცირდა 2019 წლის მაისის, ივნისისა და ივლისის თვის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებით განხორციელებული ჩათვლები, დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად." ზემოაღნიშნული აქტები გასაჩივრდა გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 8 თებერვლის N 02048 ბრძანებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ხოლო (N 3/144-22) საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს "-----" სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 8 ივნისის N 18037 ბრძანების, 2021 წლის 8 ივნისის N 094-69 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 17 თებერვლის N 29075 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 25 სექტემბრის N 14596/2/2021 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 მაისის N 16515 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----" (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება შპს „-----" (ს/ნ ----- ) მიერ ხორბლის მიწოდებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების საფუძველზე მიღებული ჩათვლების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2011 წლის 8 ივნისის N 118037 ბრძანება და ამავე თარიღის N 094-69 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 33 635 ლარი, მათ შორის გადასახადი 18 392 ლარი, ჯარიმა 9 196 ლარი, საურავი 6 047 ლარი. საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განხორციელებულია შემდეგი გარემოებით: კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფქვილის წარმოება და ხორბლით ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „-----" 2018 წლის აგვისტოს თვეში შპს „-----" შეძენილი აქვს საქონელი დასახელებით „----- ხორბალი". აღნიშნულ ოპერაციაზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა ----- და გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლა 18 393 ლარი. შპს „-----" უფიქსირდება მხოლოდ შპს „-----" ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი 175 ტონა ხორბალი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით, არსებული მასალებითა და მომწოდებლების საქონლის მოძრაობის ანალიზით დგინდება, რომ შპს „-----" მიწოდებული საქონელი არ არის იმპორტირებული და წარმოადგენს ადგილობრივ სასოფლო - სამეურნეო პროდუქტს, შესაბამისად, გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ დაექვემდებარა გაუქმებას, შედეგად, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. ზემოაღნიშნული აქტები გასაჩივრდა გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 17 სექტემბრის N 29075 ბრძანებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 24 დეკემბრის N 14596/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლმა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელისა და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ სცნო და (N 3/404-21) საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განიხილა შპს „-----" სასარჩელო განცხადება, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს, ბათილად იქნას ცნობილი: აუდიტის დეპარტამენტის 08.12.2020 წლის N 094-174 საგადასახადო მოთხოვნა, აუდიტის დეპარტამენტის 10.12.2020 წლის N 094-178 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 08.02.2021 წლის N 2048 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 29 აპრილის N 12352/2/2021 გადაწყვეტილება. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, იურიდიულად დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის კამერალური (თემატური) საგადასახადო შემოწმება შპს „-----" (ს/ნ ----- ) მიერ მოსარჩელისათვის 2019 წლის მაისის, ივნისის და ივლისის თვის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების სისწორის განსაზღვრის მიზნით. შემოწმებით დადგინდა, რომ შპს „-----" 2019 წლის მაისის ივნისის და ივლისის თვის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილი აქვს ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები და მიწოდებაში უფიქსირდება ხორბალი. გამოძიებით დადგენილია, რომ საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებში მითითებული ხორბალი წარმოებულია საქართველოში და არ წარმოადგენს იმპორტირებულ საქონელს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ" ქვეპუნქტის და 174-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელეს შეუმცირდა 2019 წლის მაისის, ივნისის და ივლისის თვის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებით განხორციელებული ჩათვლები, დაერიცხა კუთვნილი დღგ და დაეკისრა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ: - 2020 წლის 3 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 09.12.2020 წლის N 36661 ბრძანება და 10.12.2020 წლის N 094-178 საგადასახადო მოთხოვნა; - 2020 წლის 4 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 08.12.2020 წლის N 36559 ბრძანება და N 094-174 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 8.02.2021 წლის N 2048 ბრძანებით საჩივარი არ დააკმაყოფილა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2021 წლის 29 აპრილის N 12352/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო (N 3/144-22) საქმესთან დაკავშირებით განმარტა, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განიხილა შპს „-----" სასარჩელო განცხადება, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს, ბათილად იქნას ცნობილი: აუდიტის დეპარტამენტის 08.06.2021 წლის N094-69 საგადასახადო მოთხოვნა და N 18037 ბრძანება, შემოსავლების სამსახურის 17.09.2021 წლის N 29075 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 24 დეკემბრის N 1914596/2/2021 გადაწყვეტილება. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, იურიდიულად დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადამხდელის საქმიანობის კამერალური (თემატური) საგადასახადო შემოწმება შპს „-----" მიერ ხორბლის მიწოდებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ- ფაქტურების საფუძველზე მიღებული ჩათვლების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 31 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებით: გადამხდელს 2018 წლის აგვისტოს თვეში შპს „-----" შეძენილი აქვს საქონელი დასახელებით „----- ხორბალი". აღნიშნულ ოპერაციაზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა ----- და გადასახადის გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლა 18 393 ლარი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით, არსებული მასალებითა და მომწოდებლების საქონლის მოძრაობის ანალიზით დადგინდა, რომ გადასახადის გადამხდელზე მიწოდებული საქონელი არ არის იმპორტირებული და წარმოადგენს პროდუქტს, შესაბამისად, გადასახადის ადგილობრივლ 3 სასოფლო - სამეურნეო გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ დაექვემდებარა გაუქმებას. შედეგად, დაერიცხა კუთვნილი დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად. შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 08.06.2021 წლას N 18037 ბრძანება და N 094-69 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების ხამსახურში. შემოსავლების სამსახურის 17.09.2021 წლის N 1929075 ბრძანებით – საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისატროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2021 წლის 24 დეკემბრის N 14596/2/20021 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 3 დეკემბრის N 35844 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს ,,-----“ (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიერ შპს „----- “ 2019 წლის ივნისისა და ივლისის თვის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 4 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი; გამოიცა 2020 წლის 8 დეკემბრის N 36559 ბრძანება და ამავე თარიღის N 094-174 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 64 145 ლარი, მათ შორის, გადასახადი 43 292 ლარი, ჯარიმა 17 157 ლარი და საურავი 3 696 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 3 დეკემბრის N 35844 ბრძანება.
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 4 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი.
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 8 დეკემბრის N 36559 ბრძანება და N 094- 174 საგადასახადო მოთხოვნა.
3.2. დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 1 დეკემბრის N 35598 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიერ შპს „-----“ 2019 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 3 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2020 წლის 9 დეკემბრის N 36661 ბრძანება და 10 დეკემბრის N 094-178 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 117 186 ლარი, მათ შორის, გადასახადი 71 367 ლარი, ჯარიმა 35 683 ლარი და საურავი 10 136 ლარი.
სასამარლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 1 დეკემბრის N 35598 ბრძანება.
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 3 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 9 დეკემბრის N 36661 ბრძანება.
2020 წლის 30 დეკემბრის N 094-178 საგადასახადო მოთხოვნა.
3.3. საგადასახადო შემოწმების აქტების თანახმად დარიცხვა განხორციელებულია შემდეგი გარემოებით:
შპს „-----“ (ს/ნ ----- ) 2019 წლის მაისის, ივნისისა და ივლისის თვის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, რომელთა საფუძველზეც მიწოდებაში უფიქსირდება ხორბალი. გამოძიებით დადგენილია, რომ საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებში მითითებული ხორბალი წარმოებულია საქართველოში და არ წარმოადგენს იმპორტირებულ საქონელს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ პუნქტის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელს შეუმცირდა 2019 წლის მაისის, ივნისისა და ივლისის თვის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებით განხორციელებული ჩათვლები, დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 3 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი.
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 4 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი.
3.4. ზემოაღნიშნული აქტები გასაჩივრდა გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 8 თებერვლის N 2048 ბრძანებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 29 აპრილის N 12352/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 8 თებერვლის N 2048 ბრძანება.
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 29 აპრილის N 12352/2/2021 გადაწყვეტილება.
3.5. საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 მაისის N 16515 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება, შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიერ ხორბლის მიწოდებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების საფუძველზე მიღებული ჩათვლების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 31 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2021 წლის 8 ივნისის N 18037 ბრძანება და ამავე თარიღის N 094-69 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 33 635 ლარი, მათ შორის, გადასახადი 18 392 ლარი, ჯარიმა 9 196 ლარი, საურავი 6047 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განხორციელებულია შემდეგი გარემოებით:
„კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფქვილის წარმოება და ხორბლით ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „-----“ 2018 წლის აგვისტოს თვეში შპს „-----“ შეძენილი აქვს საქონელი დასახელებით „----- ხორბალი“.
აღნიშნულ ოპერაციაზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა ----- და გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლა 18 393 ლარი. შპს „-----“ უფიქსირდება მხოლოდ შპს „-----“ ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი 175 ტონა ხორბალი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით, არსებული მასალებითა და მომწოდებლების საქონლის მოძრაობის ანალიზით დგინდება, რომ შპს „-----“ მიწოდებული საქონელი არ არის იმპორტირებული და წარმოადგენს ადგილობრივ სასოფლო - სამეურნეო პროდუქტს, შესაბამისად, გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ დაექვემდებარა გაუქმებას. შედეგად, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 28 მაისის N 16515 ბრძანება.
- სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 31 მაისის საგადასახადო შემოწმების აქტი.
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 8 ივნისის N 18037 ბრძანება და ამავე თარიღის N 094-69 საგადასახადო მოთხოვნა.
3.6. ზემოაღნიშნული აქტები გასაჩივრდა გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში. შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 17 სექტემბრის N 29075 ბრძანებით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 24 დეკემბრის N 14596/2/2021 გადაწყვეტილებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 17 სექტემბრის N 29075 ბრძანება.
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 24 დეკემბრის N 14596/2/2021 გადაწყვეტილება
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმის მასალების არ შესწავლის, მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, წინამდებარე სარჩელით ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შემოწმებისა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელე შპს „-----” სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
„ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ " საქართველოს კანონი;
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ბრძანება N 996.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 64-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა არის საგადასახადო ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომლის შესრულებაც სავალდებულოა ამ კოდექსით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 299-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს მიერ პირის მიმართ ამ კოდექსის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დავის განმხილველ ორგანოში ამ თავით დადგენილი წესით. ხოლო, მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. ხოლო მე-2 ნაწილი ადგენს, რომ საგადასახადო სემოწმების აქტი და მის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება ამ დოკუმენტების საფუძველზე გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი/ბრძანება საჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსის შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 30 დეკემბრის N 094 - 178 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 8 თებერვლის N 2048 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 29 აპრილის N 12352/2/2021 გადაწყვეტილება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 08/06/2021 წ, N 18037 ბრძანება, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 08 ივნისს N 094 - 69 საგადასახადო მოთხოვნა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 17.09.2021 წლის N 929075 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 24 დეკემბრის N 14596/2/2021 გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.
6.2. საქართველოს კონსტიტუცია საგადასახადო კანონმდებლობას მიაკუთვნებს საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას (მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი), რითაც ხაზს უსვამს მის როლს სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებაში. გადასახადების აკრეფის ფუნქცია სახელმწიფოსათვის სასიცოცხლო დანიშნულების ფუნქციაა. გადასახადები არის სახელმწიფო, თუ სხვადასხვა დონის ბიუჯეტის შევსების უმთავრესი წყარო და საჯარო ამოცანების განხორციელების ერთ - ერთი ძირითადი მატერიალური წინაპირობა.
საქართველოს კონსტიტუციის 94-ე მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ სავალდებულოა გადასახადებისა და მოსაკრებლების გადახდა კანონით დადგენილი ოდენობითა და წესით. ამდენად, საქართველოს კონსტიტუცია გადასახადის გადამხდელს არა მხოლოდ გადასახადის შესაბამისი ოდენობით გადახდას ავალებს, არამედ გადასახადის გადახდისას კანონით დადგენილი წესის დაცვასაც სთხოვს. გადასახადის გადამხდელმა უნდა შეასრულოს შესაბამისი პროცედურები, ითანამშრომლოს საგადასახადო ორგანოებთან და მიაწოდოს მათ აუცილებელი ინფორმაცია, რომელიც მის ფინანსებსა და კერძო სფეროს უკავშირდება.
6.3. საქართველოს საგადასახადო კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო გადაწყვეტის წესსა და პირობებს , საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესი არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს (საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლი). ამ კოდექსის 2.2 მუხლის თანახმად, გადასახადების დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საგადასახადო კოდექსი ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშგების წესებს, რომელთა დაცვა გადასახადის გადამხდელთა უპირობო ვალდებულებას წარმოადგენს. კერძოდ, მითითებული კოდექსის 136-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 255-ე მუხლი მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო კონტროლის სახეებია მიმდინარე კონტროლი და საგადასახადო შემოწმება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საგადასახადო კონტროლს ახორციელებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო. სხვა მაკონტროლებელ და სამართალდამცავ ორგანოებს ეკრძალებათ კონტროლის განხორციელება.
ამავე კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.
ამდენად, საგადასახადო შემოწმება არის საგადასახადო კონტროლის ერთ - ერთი ფორმა, რომლის საფუძველზეც დგება საგადასახადო შემოწმების აქტი. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს საგადასახადო შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადების ან და სანქციების დარიცხვის ან არდარიცხვის შესახებ გადაწყვრტილებას, რომლის ასლი წარედგინება გადასახადის გადამხდელს შესაბამის საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო შემოწმების აქტი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 3 დეკემბრის N 35844 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიერ შპს „-----“ 2019 წლის ივნისისა და ივლისის თვის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 4 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი; გამოიცა 2020 წლის 8 დეკემბრის N 36559 ბრძანება და ამავე თარიღის N 094-174 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 64 145 ლარი, მათ შორის, გადასახადი 43 292 ლარი, ჯარიმა 17 157 ლარი და საურავი 3 696 ლარი.
დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 1 დეკემბრის N 35598 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიერ შპს „-----“ 2019 წლის მაისის თვის საანგარიშო პერიოდზე გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულების სისწორის განსაზღვრის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2020 წლის 3 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2020 წლის 9 დეკემბრის N 36661 ბრძანება და 10 დეკემბრის N 094-178 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 117 186 ლარი, მათ შორის, გადასახადი 71 367 ლარი, ჯარიმა 35 683 ლარი და საურავი 10 136 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტების თანახმად დარიცხვა განხორციელებულია შემდეგი გარემოებითა შპს. ,,-----" (ს/ნ ----- ) 2019 წლის მაისის, ივნისისა და ივლისის საანგარიშო პერიოდებზე გამოწერილი აქვს საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურები, რომელთა საფუზველზეც მიწოდებაში უფიქსირდება ხორბალი. გამოძიებით დადგენილია, რომ საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებში მითითებული ხორბალი წარმოებულია საქართველოში და არ წარმოადგენს იმპორტირებულ საქონელს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ პუნქტის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის შესაბამისად, გადამხდელს შეუმცირდა 2019 წლის მაისის, ივნისისა და ივლისის თვის საანგარიშო პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებით განხორციელებული ჩათვლები, დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.“
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 მაისის N 16515 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----“ (ს/ნ ----- ) საქმიანობის კამერალური თემატური საგადასახადო შემოწმება შპს „-----“ (ს/ნ ----- ) მიერ ხორბლის მიწოდებაზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურების საფუძველზე მიღებული ჩათვლების სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 31 მაისს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2021 წლის 8 ივნისის N 18037 ბრძანება და ამავე თარიღის N 094-69 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 33 635 ლარი, მათ შორის, გადასახადი 18 392 ლარი, ჯარიმა 9 196 ლარი, საურავი 6 047 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განხორციელებულია შემდეგი გარემოებით: კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფქვილის წარმოება და ხორბლით ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და პირველად სააღრიცხვო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ შპს „-----“ 2018 წლის აგვისტოს თვეში შპს „-----“ შეძენილი აქვს საქონელი დასახელებით „----- ხორბალი“. აღნიშნულ ოპერაციაზე გამოწერილია საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა ----- და გადამხდელს მიღებული აქვს ჩათვლა 18 393 ლარი. შპს „-----“ უფიქსირდება მხოლოდ შპს „-----“ ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი 175 ტონა ხორბალი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია/დოკუმენტაციით, არსებული მასალებითა და მომწოდებლების საქონლის მოძრაობის ანალიზით დგინდება, რომ შპს „-----“ მიწოდებული საქონელი არ არის იმპორტირებული და წარმოადგენს ადგილობრივ სასოფლო - სამეურნეო პროდუქტს, შესაბამისად, გადამხდელის მიერ ჩათვლილი დღგ დაექვემდებარა გაუქმებას, შედეგად, საწარმოს დაერიცხა კუთვნილი დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის „ა” ქვეპუნქტის მიხედვით, დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გადამხდელად ითვლება პირი, რომელიც რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად. ამავე კოდექსის 160-ე მუხლის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია:
ა) დასაბეგრი ოპერაცია;
ბ) იმპორტი;
გ) ექსპორტი, რეექსპორტი;
დ) დროებითი შემოტანა;.
საქართველოს . საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტი კი ადგენს, რომ დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია::
აქართველოს ტერიტორიაზე კონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც: დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 167-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დღგ-ისგან გათავისუფლება არსებობს ჩათვლის უფლებით და ჩათვლის უფლების გარეშე. ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, გათავისუფლება ჩათვლის უფლებით გულისხმობს, რომ ოპერაცია არ ექვემდებარება დღგ-ის დარიცხვას (არ იბეგრება) და გამოიყენება ჩათვლის უფლება. ოპერაციის გათავისუფლება ჩათვლის უფლების გარეშე გულისხმობს, რომ ოპერაცია არ ექვემდებარება დღგ-ის დარიცხვას (არ იბეგრება) და არ გამოიყენება ჩათვლის უფლება.
საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა.
ამავე კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით საქონლის შეძენისას. როდესაც მიმწოდებლის მიერ განხორციელებული ოპერაცია არ ექვემდებარება დღგ-ის დარიცხვას, ეს ნიშნავს, რომ მისთვის ამგვარი საქონლის შეძენისას გადახდილი თანხა არ მოიცავს დღგ-ს.
საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის უფლებით დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 0407 00 190 00 და 0407 00 300 00 კოდებში მითითებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაციებული) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე).
საქართველოს უზენაესი სასამართლო 2018 წლის 05 აპრილის N ბს-990-986 (2კ-17) გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ „დამატებული ღირებულების გადასახადი არის არაპირდაპირი მრავალსაფეხურიანი გადასახადი, რომელსაც იხდის მომხმარებელი ამ გადასახადით გაზრდილი ფასით საქონლის შეძენისას, რომლის გადახდის ტვირთიც საბოლოოდ მომხმარებელს აწევს, თუმცა მომხმარებლის მიერ გადახდილი ამ თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრება საქონლის მიმწოდებელს. აღნიშნული კი ნიშნავს იმას, რომ არაპირდაპირი გადასახადის შემთხვევაში ეკონომიკური ტვირთი არ აწვება არც ერთ მიმწოდებელს, ვინაიდან გადასახადის სიმძიმე მთლიანად გადადის საბოლოო მომხმარებელზე, რომელსაც არ გააჩნია გაწეული ეკონომიკური ტვირთის ანაზღაურების შესაძლებლობა, რადგან იგი არ ახდენს საქონლის შემდგომ რეალიზაციას. სწორედ დღგ-ის მრავალსაფეხურიანმა სისტემამ წარმოშვა მისი გადახდის შემთხვევაში მისი შემდგომი ჩათვლის შესაძლებლობა. დღგ-ის ჩასათვლელ თანხას წარმოადგენს დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილი ან გადასახდელი იყო ბიუჯეტში ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით“.
სასამართლომ დამატებით განმარტა: „საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ პროდუქტის წარმომავლობის შესახებ მტკიცების ტვირთის საგადასახადო ორგანოზე დაკისრებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებაზე: როდესაც სადავოა ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების საკითხი, მტკიცების ტვირთი მის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება, თუმცა ეს ნორმა არ უნდა იქნას გაგებული იმგვარად, თითქოს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ სარჩელზე მოსარჩელე სრულად თავისუფლდება მტკიცების ვალდებულებისა და მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისგან. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, პროდუქტის წარმომავლობის თაობაზე მტკიცებულებების წარდგენა გადასახადის გადამხდელის ვალდებულებას წარმოადგენს, ვინაიდან გადასახადის გადახდის შესახებ მტკიცების ტვირთი გადამხდელის მხარეზეა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გადასახადის გადამხდელი ვერ მიიღებდა დღგ- ის ჩათვლას იმ საქონელზე, რომელიც გათავისუფლებული იყო დღგ-ისგან, ვინაიდან დღგ- ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით საქონლის შეძენისას. რამდენადაც მიმწოდებლის მიერ განხორციელებული ოპერაცია არ ექვემდებარებოდა დღგ-ის დარიცხვას, მოსარჩელის მიერ საქონლის შეძენისას გადახდილი თანხა არ მოიცავდა არაპირდაპირ გადასახადს დღგ-ს. ამდენად, მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელების მითვლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც საქონლის მიმწოდებელი გათავისუფლებულია დღგ-ისგან, საქონლის მიმღები პირისათვის დღგ-ისათვის გაუქმება არის კანონშესაბამისი.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მოკვლევითა და მომწოდებელ კომპანიასთან ჩატარებული საგადასახადო შემოწმებებით დადგენილია, რომ რეალიზებული ხორბალი წარმოადგენს ქართულ პროდუქციას და მომწოდებლების მიერ არასწორად არის მითითებული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურებში, როგორც ----- ხორბალი. მოსარჩელეს დღგ-ის ჩათვლა მიღებული აქვს ისეთი ოპერაციის ფარგლებში, რომელიც საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად გათავისუფლებულია დღგ-ით დაბეგვრისგან, ხოლო მის მიერ არც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განხილვისას და არც სასამართლოში წარმოდგენილი არ არის არანაირი დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა მისთვის მიწოდებული ხორბლის წარმომავლობას. შესაბამისად, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ფ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, შეძენილ საქონელზე მიღებული ჩათვლები საგადასახადო შემოწმების მიერ გაუქმებულია მართლზომიერად.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სადავო აქტების გამოცემისას დაცული იქნა აღნიშნული ნორმის მოთხოვნები.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან სრულად იქნა გამოკვლეული საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. მოსარჩელის მიერ ხორბლის შეძენისას განხორციელებული ჩათვლების გაუქმება მართებულია, რადგან გადამხდელი ვერ მიიღებდა ჩათვლას იმ საქონელზე, რომელიც გათავისუფლებული იყო დღგ-საგან, ვინაიდან დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით საქონლის შეძენისას.
6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.1. მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.
ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის წაფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა და სადავო ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებში გამოთქმულ მოსაზრებებს დავის საგანთან ინდივიდუალურ მიმართებაში და მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ამრიგად, მოსარჩელე შპს „-----“-ს სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. საქართველს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.2 მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი.
ამ კოდექსის 55.2 მუხლით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ამ კოდექსის 38.1.,,ა" მუხლით, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით:
ა) სარჩელზე:
ამ კოდექსის 39.3.,,ა.ბ." მუხლით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა:
ა) პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს:
ა.ბ) იურიდიული პირისათვის – 5 000 ლარს;
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელეს სარჩელზე (საქმე 3/404-21) გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 5000 ლარი, ხოლო სარჩელზე (საქმე 3/144-22) გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 1010 ლარი, რაც უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს „-----“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N 32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა N 11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.
მოსამართლე:
მიხეილ ბებიაშვილი
სადავო საკითხი:
(საქმე 3/404–21)
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსსხურის აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 8 დეკემბრის N 094 -174 საგადასახადო მოთხოვნა.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 10 დეკემბრის N 094118 საგადასახადო მოთხოვნა.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 8 თებერვლის N 2048 ბრძანება.
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 29 აპრილის N 12352/2/2021 გადაწყვეტილება.
(საქმე 3/144–22);
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 08/06/2021 წ, N 18037 ბრძანება.
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 08 ივნისს N 094 - 69 საგადასახადო მოთხოვნა.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 17.09.2021 წლის N 929075 ბრძანება.
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი საქართელოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 24 დეკემბრის N 14596/2/2021 გადაწყვეტილება.
ფაქტობრივი გარემოები:
საგადასახადო ორგანომ კომპანიის საქმიანობა შეამოწმა ხორბლის მიწოდებასთან დაკავშირებული საგადასახადო ჩათვლების კანონიერების დასადგენად. შემოწმების შედეგად კომპანიას დამატებით დაეკისრა საგადასახადო ვალდებულება, ჯარიმა და საურავი. კომპანიამ გადაწყვეტილება ჯერ შემოსავლების სამსახურში, შემდეგ კი დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივრა, თუმცა საჩივრები არ დაკმაყოფილდა, რის გამოც მიმართა სასამართლოს.
გადაწყვეტილება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. ამრიგად, მოსარჩელეს სარჩელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
დასაბუთება:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლები;
საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგი ნორმები: 173; 174; 168(4ფ); 275;.