1. ეს კარი განსაზღვრავს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომ − დღგ) გამოანგარიშების და გადახდის წესს.
2. დღგ არის საქონლის/მომსახურების მოხმარებაზე დადგენილი გადასახადი, რომელიც ამ საქონლის/მომსახურების ფასის პირდაპირპროპორციულია.
3. დღგ-ის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ყველა ეტაპზე, საცალო მიწოდების ჩათვლით.
4. ამ კარით გათვალისწინებულ შემთხვევებში დღგ-ის გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.
საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 14.07.2020-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
საქმე №ას-834-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.11.2024
…საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა“. 2020 წლის დეკემბერში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, „დღგ არის საქონლის/მომსახურების მოხმარებაზე დადგენილი გადასახადი, რომელიც ამ საქონლის/მომსახურების…
საქმე №ბს-516(2კ-23) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.07.2023
…ფართი თავისი მახასიათებლიდან გამომდინარე, ნ.კ-ის მიერ არასდროს ყოფილა და ვერც იქნებოდა გამოყენებული კომერციული თვალსაზრისით. სააპელაციო პალატამ მიიჩნია რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად გამახვილდა ყურადღება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გადამხდელად ითვლება პირი, რომელიც…
საქმე №ას-1041-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.05.2023
…სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის ვალდებულების შესრულების ნაწილზე. 6.8. სააპელაციო სასამართლოს დამატებული ღირებულების გადასახადის დარიცხვასა და გადახდასთან დაკავშირებით უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე და 163-ე მუხლებით. 6.9. გამომდინარე იქიდან, რომ დავა ეხება უძრავი ნივთის გამოსყიდვასთან დაკავშირებული უფლების რეალიზაციის საკითხს, სააპელაციო სასამართლო ვალდებული…
საქმე №ბს-1213(2კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 07.06.2022
…არ ითვლებოდა მათი 2 წლის შემდეგ მიწოდება ან/და ფასიანი ქაღალდების/წილის მხოლოდ ფლობა დივიდენდებისა და პროცენტების მიღების მიზნით. კასატორმა - საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიუთითა საგადასახადო კოდექსის მე-9, მე-15, 156-ე, 160-ე, 168-ე და 309-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სადავო საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილ იქნა... საკადასტრო…
…(იმპორტისას). არაპირდაპირი გადასახადის ბიუჯეტში გადახდის ვალდებულება ეკისრებოდა საქონლის მიმწოდებელს (იმპორტიორს) ან/და მომსახურების გამწევს, რომელიც ამ კოდექსის მიზნებისათვის გადასახადის გადამხდელად იწოდებოდა. ამასთან, საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლი განსაზღვრავდა დღგ-ს გადამხდელთა ჩამონათვალს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად,…
…შპს ---. შესამოწმებელ პერიოდში, მხოლოდ 2022 წლის განმავლობაში შპს ----- მიერ ხსენებული კომპანიისგან შესყიდულია 10 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა სამშენებლო საქონელი/მოწყობილობები და მომსახურება. აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად დღგ-ის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ყველა ეტაპზე, საცალო…
…სასამართლოს მიერ უკვე მიჩნეულია უკანონოდ და შესაბამისი ვალდებულების წარმომშობი დოკუმენტები (საგადასახადო მოთხოვნა) სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი, არ ყოფილა მხედველობაში მიღებული. წინამდებარე საჩივრით განმარტავს შემდეგს: საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დღგ არის საქონლის/მომსახურების მოხმარებაზე დადგენილი გადასახადი, რომელიც ამ საქონლის/მომსახურების ფასის…
…გამოყენებით, საცალოდ რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე გავრცელდა აუდირებული ფასნამატი. შესაბამისად, გამოვლინდა სხვაობა შემოწმებით დადგენილ და გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ ბრუნვებს შორის. საგადასახადო კოდექსის 156-ე, 159-ე, მე-100 და 102-ე მუხლების გათვალისწინებით გაიზარდა მეწარმის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები და 2021, 2022, 2023 წლების ერთობლივი შემოსავალი. ამასთან,…
…პერიოდში უფიქსირდება 6 საცხოვრებელი ბინისა და ტერასის ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაცია საბაზრო ფასზე დაბალი ფასით. გადამხდელი არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად, დადგინდა, რომ პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2019 წლის ივნისის თვეში. შედეგად, ურთიერდამოკიდებულ…
…პერიოდში უფიქსირდება 6 საცხოვრებელი ბინისა და ტერასის ურთიერთდამოკიდებულ პირზე რეალიზაცია საბაზრო ფასზე დაბალი ფასით. გადამხდელი არ არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული. 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე და 161-ე მუხლების შესაბამისად, დადგინდა, რომ პირს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშვა 2019 წლის ივნისის თვეში. შედეგად, ურთიერდამოკიდებულ…