გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/13794-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - შპს „ბი----------“
წარმომადგენელი - ცე-------------------ე
მოპასუხე - შპს „კო--------------ა“
წარმომადგენელი - აკ----------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე შპს „კო--------------ასათვის“ მოსარჩელე შპს „ბი----------“-ის სასარგებლოდ სასამართლო, იძულებითი აღსრულების წარმოების, იურიდიული მომსახურების, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და გადაზიდვის ხარჯების ანაზღაურება 10 293,75 ლარის ოდენობით.
სარჩელში განმარტებულია, რომ მოსარჩელემ მიაქირავა მოპასუხეს გარკვეული სახის ინვერნტარი, დამქირავებელს ქირა არ გადაუხდია და არც წაღებული ინვენტარი დაუბრუნებია.
2018 წლის 30 მარტს მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს, 2018 წლის 19 ნოემბრის დაუსრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხისაგან გამოთხოვილი იქნა შპს „ბი----------ის“ საკუთრებაში არსებული სამშენებლო ინვენტარი - 60 კვ.მ საფასადე ხარაჩო, რაც შედგებოდა 17 ფეხი, 42 განმკლავი და 1000 ცალი დგარისაგან, ზომით 4.50 მეტრი. მოპასუხეს ასევე დაეკისრა იჯარის თანხა 29 050 ლარი და სარჩელის აღძვრის მომენტიდან გადაწყვტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 172 ლარი, რამაც შეადგინა 92,38 ლარი.
მოსარჩელემ მიმართა აღმსარულებელს იძლებითი აღსრულების მიზნით, რისთვისაც მოსარჩელემ გაიღო აუცილებელი ხარჯები ინვენტარის ამოღების, დატვირთვის და ტრანსპორტირების ხარჯების სახით, ასევე სააღსრულებო და იურიდული მომსახურების ხარჯები სასამართლო წარმოებისა და აღსრულების ეტაპზე, კერძოდ: 2019 წლის 12 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე 2500 ლარი იურიდიული მომსახურების ხარჯი, სასამართლო და აღსრულების ეტაპზე საბოლოო თანხის 92328 ლარის 5% საშემოსავლოს და დღგ-ის გადასახადის დამატებით 6637 ლარი. ინვენტარი მოსარჩელემ ამოიღო დაბა წავკისში 22.02.2019 წელს შესაბამისი ხარჯებით; გადაზიდვა წავკისიდან დიღომამდე განხორციელდა თამაზ ლობჯანიძის მიერ - 378,75 ლარი, ჯუმბერ ბიძინაშვილის მიერ - 90,75 ლარი, გაბრიელ ბიძინაშვილის მიერ - 93,75 ლარი, დატვირთვა-ჩამოტვირთვა - დამხამრე პერსონალი სულიკო მოსიაშვილი 295 ლარი, ვეფხვია გოგსაძე - 295 ლარი. საერთო ჯამში ხარჯებმა შეადგინა 10 293,75 ლარი, რაც მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს მოსარჩელეს მიყენებული ზიანის სახით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
შესაგებელში მითითებულია, რომ სასარჩელო მოთხოვნა დაუსაბუთებელია და უსაფუძვლო.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2018 წლის 19 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (საქმეზე №2/9691-18) დაკმაყოფილდა შპს „ბი----------ის“ სარჩელი: მოპასუხე შპს “კო--------------ას“ უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა შპს “ბი----------ის“ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება: 60 - კვ.მ. საფასადე ხარაჩო, რომელიც შედგებოდა: 17 ფეხისგან, 42 განმკლავისგან და 4 ბილიკისგან; ასევე, 1000 ცალი დგარი ზომით 4.50 მეტრი, გარე მილის დიამეტრი - 56 მმ, შიდა - 48 მმ, დახურული ხრახნით, ორი სახელურით, მდებარე: ქალქ თბილისში, სოფელ წავკისში, ს/კ 81.02.18.330 და გადაეცა მესაკუთრე შპს “ბი----------ს“; მოპასუხე შპს “კო--------------ას“ მოსარჩელის შპს “ბი----------ის“ სასარგებლოდ დაეკისრა მიწოდებული საქონლის ქირავნობის ღირებულება სარჩელის აღძვრის მომენტისთვის 29050 ლარის ოდენობით და ქირავნობის თანხა სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 172 ლარის ოდენობით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-5).
2018 წლის 19 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვტილება (ს.ფ. 17-21).
3.1.2. 2019 წლის 29 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი (2018 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე №2/9691-18).
2019 წლის 22 თებერვალს კრედიტორს გადაეცა 2018 წლის 19 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოძრავი ქონება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 22-23).
მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 29).
3.1.3. კერძო აღმასრულებლის გი-------------ის სასარგებლოდ 2019 წლის 12 თებერვალს შპს “ბი----------ის“ მიერ გადახდილია „სააღსრულებო მომსახურების საფასური (სააღსრულებო ფურცელი 2/9691-18)“ - 2 500,00 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
საგადახდო დავალება №1549968255 (ს.ფ. 29).
3.1.4. უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების შპს “ბი----------ის“ მიერ გაწეულმა გამოთხოვის ხარჯებმა შეადგინა 1152,25 ლარი, რასაც მოპასუხის წარმომადგენელი აღიარებს და ცნობს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. 2019 წლის 21 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:27:43-დან).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
იხილეთ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებით.
„??????????? ?????????? ??????? “ საქართველოს კანონით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს სხვა დავიდან გამომდინარე გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის - საადვოკატო მომსახურების ხარჯის 2500,00 ლარის ანაზღაურებას.
საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია _ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საკასაციო პალატა მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა, რომელსაც ქვემოთ შევეხებით. ამასთან, სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლოსთვის მინიჭებული ამგვარი ლეგიტიმური უფლება გამომდინარეობს საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის დებულებიდან, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეულ ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც. ამდენად, საკასაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა. რაც შეეხება საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით დადგენილ პროცედურებს (დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა), საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული მუხლი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც მართალია მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების დაბრუნება სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა (261.1 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი). გასათვალისწინებელია, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხის დასმა ვადითაა შეზღუდული, კერძოდ, 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება არ დაიშვება. ზემოთ მოყვანილ ნორმათა ანალიზი, ასევე საკასაციო სასამართლოს მიერ განვითარებული მსჯელობა, იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იმის თაობაზე, რომ მხარე საპროცესო კანონმდებლობით საკმარისად არის დაცული, რათა მან პროცესის მოგების შემთხვევაში დაიბრუნოს მის მიერ გაწეული ხარჯები და აღდგეს პირვანდელ მდგომარეობაში, შესაბამისად, დავის გადაწყვტისას ამ უფლების რეალიზაციაზე უარის თქმა მხარეს ართმევს უფლებას აღძრას დამოუკიდებელი სარჩელი სხვა დავაზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებით“ (იხ. სუსგ, 27 იანვარი 2014 წელი, საქმე №ას-165-158-2013). ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
6.2. მოსარჩელე მხარემ მოითხოვა საშემოსავლო გადასახადისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით ხარჯის - 4137,00 ლარის ანაზღაურება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 6.1 მუხლი განსაზღვრავს გადასახადის ცნებას: „გადასახადი არის ამ კოდექსის მიხედვით სავალდებულო, უპირობო ფულადი შენატანი ბიუჯეტში, რომელსაც იხდის გადასახადის გადამხდელი, გადახდის აუცილებელი, არაეკვივალენტური და უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე“; 6.5 მუხლისს თანახმად, საშემოსავლო გადასახადი და დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ) მიეკუთვნება საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადებს. ამავე კოდექსის 156-ე მუხლი ჩამოთვლის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელებს, ხოლო 79-ე მუხლი განსაზღვრავს საშემოსავლო გადასახადის გადამხდელთა წრეს.
სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია განარტოს ზიანის ცნება: საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სსკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი ,,მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“ განსაზღვრავს ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და ანიჭებს კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ხოლო მისი გამოყენების წინაპირობებია მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ“ (იხ. სსკ-ის 408-ე მუხლი)“ (იხ. სუსგ საქმეზე №ას-1105-2018, 25 იანვარი, 2019 წელი).
,,ქონებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია ზიანის არსებობა. სამოქალაქო სამართალში ზიანში მოიაზრება ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი. ზიანი წარმოადგენს სამართალდარღვევის შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს. ...ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით უნდა იყოს მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული მოვალის ცნობიერების ხასიათზე ანუ აცნობიერებდა თუ არა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრივ ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას. მიზეზობრივი კავშირი სამართალდარღვევის ერთ-ერთი აუცილებელი ელემენტია. ანაზღაურდება მხოლოდ ისეთი ზიანი, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო გამოწვეული. იმისათვის, რომ მოვალეს დაეკისროს პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გაირკვეს, წარმოადგენს თუ არა ზიანი მოვალის მოქმედების უშუალო შედეგს. თუ მიზეზობრივი კავშირი სახეზეა, არსებული ზიანი ანაზღაურდება სრულად, მიუხედავად იმისა, თუ რა ოდენობისაა ეს ზიანი ან რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობა დამდგარ შედეგში. პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება მხოლოდ მაშინაა ზიანის მიზეზი, როცა ის უშუალოდაა დაკავშირებული დამდგარ ზიანთან. ამგვარად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მისი გამომწვევი ქმედების უშუალო, აუცილებელი, პირდაპირი შედეგია“ (იხ. სუსგ საქმეზე №ას-155-145-2017, 26.10.2018წ.).
განსახილველ შემთხვევაში საერთო-სახელმწიფოებრივ გადასახადების სახით მოსარჩელის ხარჯი ვერ მიიჩნევა სამოქალაქო სამართალში ზიანის ცნებაში ნაგულისხმევ ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფით შედეგად, რამდენადაც ზიანის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტები დადასტურებულად ვერ მიიჩნევა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნის (6637,00 ლარის ანაზღაურების) დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
6.3. მოსარჩელემ „??????????? ?????????? ??????? “ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტზე მითითებით მოითხოვა ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის სააღსრულებო ხარჯების ანაზღაურება.
„??????????? ?????????? ??????? “ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „აღსრულების საფასური (შემდგომ – საფასური) არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო გადასახდელი (დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით), რომელიც ირიცხება აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე“.
ამავე კანონის 38-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ????????? ??????? ?? ???????? ???? განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, მე-5 პუქნტისთანახმად, საფასურის გადახდა ეკისრება მოვალეს. თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებულ
საქმეებზე საფასური ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად.
„??????????? ?????????? ??????? “ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმის/ნივთის გადაცემის შესახებ საქმის, რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებულ ნივთზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისა და სხვა კატეგორიის საქმეთა აღსრულებისათვის კრედიტორის მიერ სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენისას გადასახდელი საფასურის ოდენობა და გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. კრედიტორი უფლებამოსილია მის მიერ გადახდილი საფასურისა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება მოვალისაგან სასამართლო წესით მოითხოვოს.
2010 წლის 30 ივლისის საქართველოს იუსტიციის მინისტრის №144 ბრძანებით დამტკიცებული „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის წესის მესამე მუხლის მესამე პუნქტის მიხედვით, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის ან/და გადაცემის ან გამოსახლებისას, აღსრულების საფასურის ოდენობაა ნივთის საბაზრო ღირებულების 1%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ კატეგორიის საქმეებზე კრედიტორი აღსრულების საფასურს წინასწარ იხდის მის მიერ სააღსრულებო დოკუმენტთან ერთად წარდგენილი ნივთის საბაზრო ღირებულების შესახებ ექსპერტის (აუდიტის) დასკვნის შესაბამისად. კრედიტორი უფლებამოსილია მის მიერ გადახდილი აღსრულების საფასურისა და შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება მოითხოვოს მოვალისაგან სასამართლო წესით.
„??????????? ?????????? ??????? “ საქართველოს კანონის მე-1417-ის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, კერძო აღმასრულებელი სააღსრულებო საქმიანობისათვის, აგრეთვე ამ საქმიანობასთან დაკავშირებული იურიდიული კონსულტაციისა და ტექნიკური სამუშაოსათვის იღებს საზღაურს, რომლის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება დაინტერესებულ მხარესთან დადებული ხელშეკრულებით; კრედიტორის მიერ გადახდილი ან გადასახდელი საზღაურის გადახდა ეკისრება მოვალეს და იგი ამოიღება აღსასრულებელ მოთხოვნასთან ერთად. არ შეიძლება მოვალეს დაეკისროს საზღაურის გადახდა ?? ??????? 38-? ?????? დადგენილი აღსრულების საფასურის ზღვრულ ოდენობაზე მეტი ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა სააღსრულებო მომსახურების საფასურის ანაზღაურების შესახებ 1810,37 ლარის ნაწილში, ხოლო შპს “ბი----------ის“ მიერ უკანონო მფლობელობიდან მოძრავი ნივთების გამოთხოვის ხარჯებმა შეადგინა 1156,25 ლარი, რასაც მოპასუხის წარმომადგენელი აღიარებს და ცნობს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეთა წარმომადგენელმა გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სარჩელი სააღსრულებო მომსახურების საფასურის 1810,37 ლარისა და გადაზიდვის ხარჯის - 1156,25 ლარის ნაწილში.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომაზე ცნობს სარჩელს, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს, სასარჩელო მოთხოვნის მოპასუხის მიერ მოთხოვნის ნაწილობრივ ცნობის გამო, უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 44,49 ლარი, მოპასუხე აუნაზღაურებს მოსარჩელეს 44,49 ლარს, ხოლო 220,01 ლარი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ შემთხვევაში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს “ბი----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხე შპს „კო--------------ას“ შპს “ბი----------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს 2966,62 ლარის გადახდა.
2. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს „ბი----------“-ს მის მიერ 2019 წლის 25 თებერვალს №1559129018 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 309,00 ლარიდან 44,49 ლარი.
3. მოპასუხე შპს „კო--------------ას“ შპს “ბი----------“-ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 44,49 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი №64).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე