ბრძანება N 1561
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1561
01.02.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის: ----------)
2022 წლის 29 დეკემბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №77702/1/2022 საჩივარი შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის ID---- გადაწყვეტილების თაობაზე. აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 20 იანვრის სხდომაზე (ოქმი N5).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ 2020 წლის 7 აპრილს შპს „----“ (ს/ნ -----) და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმდა ხელშეკრულება თავდებობის თაობაზე, რომლითაც კომპანიამ იკისრა შპს „----“ (ს/ნ -----) დავალიანების დაფარვა. ამბობს, რომ აღნიშნული თარიღის შემდგომ შპს „----“ (ს/ნ -----) აღარ გამოუხატავს ნება შპს „----“ (ს/ნ -----) დავალიანების დაფარვასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ითხოვს, გაუქმდეს ვალის მართვის დეპარტამენტის წერილი და დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა.
ფაქტების აღწერა:
ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციითა და საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შპს „----“ (ს/ნ -----) განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე, ამასთან განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი იქნა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების პირობითი გრაფიკი დასარიცხი საურავის ჩათვლით და თავდების, შპს „----“ (ს/ნ -----) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (N----------) მიმართ შპს „----“ (ს/ნ -----) 2020 წლის 16 მარტის დასკვნა, რომლის თანახმად ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 281455 ლარს. ანალიტიკური დეპარტამენტის „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“ 2020 წლის 7 აპრილის N006- 2020-2790 ბრძანების საფუძველზე დაკმაყოფილდა შპს „----“ (ს/ნ -----) 2020 წლის 17 მარტის განცხადება და გადავადებულ იქნა 2020 წლის 7 აპრილის მდგომარეობით არსებული 179835.19 ლარის ოდენობით აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით. ამავე ბრძანების მე-4 ნაწილის თანახმად, დაევალა საგადასახადო დავალიანების მართვის სამმართველოს მარეგისტრირებელ ორგანოში თავდების ქონებაზე საგადასახდო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის უზრუნველყოფა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე, 249-ე მუხლების და ანალიტიკური დეპარტამენტის „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“ 2020 წლის 7 აპრილის N006-2020-2790 ბრძანების საფუძველზე, შპს „----“ (ს/ნ ----) საკადასტრო კოდით ------ რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 16 აპრილის N006-13140 შეტყობინებით გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 16 აპრილის N006-13140 საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შეტყობინება შპს „----“ (ს/ნ -----) გაეგზავნა ავტორიზებულ ვებ-გვერდზე ელექტრონულად, რომელსაც გაეცნო 2020 წლის 23 აპრილს. ანალიტიკურ დეპარტამენტსა და შპს „----“ (ს/ნ -----) შორის გაფორმებული 2020 წლის 7 აპრილის N2020-1323 და 2020 წლის 25 აგვისტოს N--- ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის გამო გაუქმებულ იქნა ანალიტიკური დეპარტამენტის 2020 წლის 7 აპრილის N----- და 2020 წლის 25 აგვისტოს N----- ბრძანებები და 2020 წლის 7 აპრილის N2020-1323 და 2020 წლის 25 აგვისტოს N----- ხელშეკრულებები.
შპს „----“ (ს/ნ -----) 2022 წლის 6 დეკემბერს N----/21 განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს, 2020 წლის 16 აპრილის N---- შეტყობინებით რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების თაობაზე, რაზეც ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 13 დეკემბრის N21-17/---------- წერილით განემარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 249-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები სოლიდარულად კისრულობს ვალდებულებას, სრული მოცულობით დაფაროს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება, თუ გადასახადის გადამხდელი ამ დავალიანებას დადგენილ ვადაში არ გადაიხდის. თავდებობა ფორმდება თავდებსა და საგადასახადო ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულებით. ქონებაზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება რეგისტრირებულია საგადასახადო კოდექსის 239-ე და 249-ე მუხლების საფუძველზე, თავდებობის შესახებ N-----, 07.04.2020 და შემდეგ N----, 25.08.2020 ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით. აღნიშნული ხელშეკრულებებით შპს „----“ (ს/ნ -----) ნაკისრი აქვს ვალდებულება გადაიხადოს შპს „----“ (ს/ნ -----) აღიარებული საგადასახადო დავალიანება. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება გაუქმდება ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ან/და საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, შპს „----“ (ს/ნ -----) რიცხული საგადასახადო დავალიანების გაუქმების/დაფარვის შემთხვევაში“. შპს „----“ (ს/ნ -----) მიერ, განმეორებით წარმოდგენილი იქნა ელექტრონული განცხადება იმავე მოთხოვნით, რაზეც გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 28 დეკემბრის ID------ პასუხი (უარი გირავნობა/იპოთეკის გაუქმებაზე).
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 20 იანვრის მდგომარეობით შპს „----“ (ს/ნ -----) ერიცხება საგადასახადო დავალიანება (ნაერთი ინფორმაციის მიხედვით) 669202.74 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილებით, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინება შეიძლება გადავადდეს არაუმეტეს 3 წლით, თუ გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად გაფორმებულია თავდებობის ხელშეკრულება, წარდგენილია საბანკო გარანტია ან დაზღვევის პოლისი ან/და საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთულია პირის ქონება, რომლის ღირებულება უზრუნველყოფს აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინებას. აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადებით საურავის დარიცხვა არ ჩერდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 249-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები სოლიდარულად კისრულობს ვალდებულებას, სრული მოცულობით დაფაროს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანება, თუ გადასახადის გადამხდელი ამ დავალიანებას დადგენილ ვადაში არ გადაიხდის. თავდებობა ფორმდება თავდებსა და საგადასახადო ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით თავდების მიერ თავისი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, თავდებობის ხელშეკრულების ნებისმიერ მონაწილეს მოსთხოვოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების გადახდა და მისი გადახდევინების მიზნით გამოიყენოს ამ კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით,შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----“ (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის. ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი საჩივარში ითხოვს, გაუქმდეს ვალის მართვის დეპარტამენტის წერილი და დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა.
ფაქტობრივი გარემოებები
გადასახადის გადამხდელმა განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე, ამასთან განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი იქნა აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების პირობითი გრაფიკი დასარიცხი საურავის ჩათვლით და თავდების, დასკვნა, რომლის თანახმად ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 281455 ლარს. ანალიტიკური დეპარტამენტის „აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების თაობაზე“ 2020 წლის 7 აპრილის ბრძანების საფუძველზე დაკმაყოფილდა. ამავე ბრძანების თანახმად, დაევალა საგადასახადო დავალიანების მართვის სამმართველოს მარეგისტრირებელ ორგანოში თავდების ქონებაზე საგადასახდო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაციის უზრუნველყოფა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238; 239; 249; 265;