განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.02.2018
საქმის ნომერი
100311218002252140
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით
თარიღი
13.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100311218002252140

№3/ბ-82-2018 წ.

ბრძანება

საქართველოს სახელით

13 თებერვალი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე მარინე იმერლიშვილი

სხდომის მდივანი – ლალი მსხილაძე

საჩივრის ავტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური;

მოწინააღმდეგე მხარე - ფ/პ ა-–---------- ც----–---–-

დავის საგანი − ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

გასაჩივრებულია − საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის ბრძანება;

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული ბრძანების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება:

2018 წლის 10 იანვარს შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის სასამართ-ლო დავების სამმართველოს უფროსის მოადგილემ მამუკა ნოზაძემ შუამდგომლობით მიმართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ბრძანების გაცემა ფ/პ „ა-–---------- ც----–---–-ს“ საკუთრებაში არსებული ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის ბრძანებით სსიპ შემოსავ-ლების სამსახურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და იძულებითი აუქ-ციონის წესით რეალიზებულ იქნა გადასახადის გადამხდელის – ფ/პ „ა-–---------- ც----–---–-ს“ (ს/ნ 3----------, მის: ს----------------–------, მე-7 ქ. №4) ყადაღადადებული უძრავი ქონება: ს-------- რაიონის სოფელ ჩ---ში მდებარე უძრავი ქონება - 2080კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 3-----------) .

ამავე ბრძანებით სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

ბრძანებაზე საჩივარი შეიტანა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც განმარტა, რომ, მართალია ფ/პ „ა-–---------- ც----–---–-ს“ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონე-ბის ღირებულება ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით შეადგენს 6240 ლარს, მაგრამ ექსპეტიზა ადგენს საორიენტაციო ოდენობას და არა მკაცრად დადგენილ დანაწესს. სიტყვას „საორიენტაციო“ ხაზგასმით იწერება ექსპერტიზის დასკვანში, რაც ნიშნავს რომ ეს არის მიახლოებითი ფასი ექსპერტიზის ჩა-ტარების დღისათვის არსებული მდგომარეობით, ხოლო „სააღსრულებო წარმოებათა შე-სახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პირველ აუციონზე ქონება გაიტანება შეფა-სებული ღირებულების 75 %-ის ოდენობით, რაც იმას ნიშნავს, რომ ნივთის ღირებუ-ლება შემცირდება და იქნება არა 6240 ლარი, არამედ 25%-ით ნაკლები, ხოლო პირველ განმეორებით აუქციონზე ნივთის ღირებულება კვლავ მცირდება 50 % და მეორე განმე-ორებით აქუციონზე ფასი იწყება 0 განაკვეთით. სააღსრულებო საკანონმდებლო რეგუ-ლაციებით მოვალის ქონება გადის აუქციონზე ეტაპობრივად თითოეული ნივთი, თუ ერთი ნივთი არ დააკმაყოფილებს აღსრულება გაგრძელდება მეორე ნივთზე და ა.შ. ამას-თან აღსანიშნავია, რომ საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის წინაშე კვლავ იზრდება ყოველდღიურად 0,05%-ით საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის მეოთხე ნაწილის დადგენილი წესის შესაბამისად.

ამდენად საჩხერის რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ გადამხდელის კუთვნილი უძრავი ქონება, რომლის საბაზრო ღირებულება ლევან სამხა-რაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით საორიენტაციოდ შეადგენს 6240 ლარს, სრულად მოიცავს გადასახადის გადამხდელის ფ/პ „ა-–---------- ც----–---–-ს“ აღიარებული საგადასახადო დავალიანების ოდენობას ბიუჯეტის წინაშე, სრულიად უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი.

გასაჩივრებული ბრძანების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

სააპელაციო პალატა საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის შე-მოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნ-და დარჩეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის ბრძანება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოე-ბაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებ-ში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესა-ბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანე-ლობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელა-ციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ.

საქართველოს სსკ 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართ-ლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ სა-კითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათაგან ერთ-ერთს. აღნიშნული ღონისძიების გამოყენება საგადასახადო ორგანოს უფლებაა და ამ უფლების რეალიზაცია ხდება მხო-ლოდ კანონით განსაზღვრული წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევი-ნების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინის-ტრაციულ-სამართლებრივ აქტს. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, ამ კოდექსის მიზნები-სათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონებაზე ყადაღის დადების აქტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2121-ე მუხლით, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, შესა-ბამისი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასა-მართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფლის მიხედვით.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ფ/პ „ა-–---------- ც----–---–-ს“ აღიარებული საგადასახადო დავალიანება ბიუჯეტის მიმართ არის 2977,67 ლარი, რის შესაბამისად შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული ბრძანებით მის მატერიალურ და არამატერიალურ აქტივებზე ყადაღის დადება სასამართლოს კანონშესაბამისად მიაჩნია.

სსიპ შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მიერ 2017 წლის 19 სექტემბრის №081-781 ბრძანებით ყადაღა დაედო ფ/პ „ა-–---------- ც----–---–-ს“ უძრავ ქონებას, კერძოდ: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მდებარე ს-------- რაიონის სოფელ ჩ---ში ს/კ 3-----------; საცხოვრებელ ბინას მდებარეს: ქ-------–--------------–--–---–-- ქუჩის შესახვევი №12, სადარბაზო №1 სართული III, ბინა №20, ს/კ 0----------------------. რაზეც, 2017 წლის 18 ოქტომბერს შედგა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი.

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასა-ქონლო ექსპერტიზის 2017 წლის 07 დეკემბრის №007171217 დასკვნის თანახმად, გადა-სახადის გადამხდელის – ფ/პ „ა-–---------- ც----–---–-ს“ (პ/ნ 3----------) საკუთ-რებაში რიცხულ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული უძრავი ქონების (ს.კ 0----------------------) მთლიანი საბაზრო ღირებულება 2017 წლის 07 დეკემბ-რის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს: 39354 აშშ დოლარს, რაც შესაბამისი გაცვლითი კურსით ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 106157 ლარს. ს-------- რაიონში სოფელ ჩ---ში მდებარე უძრავი ქონების 2080 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 3-----------) საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 6240 ლარს.

(ს.ფ. 19-26).

საქმეში არსებული, შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი შედარების აქტით ირკვევა, რომ 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 21 დეკემბრამდე მდგომარეობით ფ/პ „ა-–---------- ც----–---–ს“ გააჩნია აღიარებული 2977,67 ლარის ოდენობის საგადასა-ხადო დავალიანება, ძირითადი თანხა - 2565,2 ლარი, საურავი - 412,47 ლარი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველ-საყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები: ა) საგადასახადო გირავნო-ბა/იპოთეკა; ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა; გ) ქონებაზე ყადაღის დადება; დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია; ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალე-ბის წარდგენა; ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება; ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელების რიგითობის არჩევა, ამავე კოდექსით დადგენილი შემთხვევების გარდა ხსენებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს.

როგორც ზემოათ აღინიშნა ფ/პ „ა-–---------- ც----–---–-ს კუთვნილ უძრავ ქონებებს: სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, მდებარე ს-------- რაიონის სოფელ ჩ---ში ს/კ 3-----------; საცხოვრებელ ბინას მდებარეს: ქ-------–--------------–--–---–-- ქუჩის შესახვევი №12, სადარბაზო №1 სართული III, ბინა №20, ს/კ 0---------------------- დაედო ყადაღა და სსიპ შემოსავლების სამსახურმა შუამდგომ-ლობა აღძრა ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლო მთლიანად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ფ/პ „ა-–---------- ც----–---–-ს საგადასახადო ვალდებულების შეს-რულება უზრუნველყოფილი იქნება ს-------- რაიონში სოფელ ჩ---ში მდებარე უძრავი ქონების 2080კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 3-----------) რეალიზაციის გზით, რომლის საბაზრო ღირებულება ექსპერტიზის დასკვნის თანახმად შეადგენს 6240 ლარს და რომელიც სრულად მოიცავს გადასახადის გადამხდელის – ფ/პ „ა-–---------- ც----–---–-ს“ აღიარებული საგადა-სახადო დავალიანების ოდენობას ბიუჯეტის წინაშე.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევების გარეშე და მიიღო არსებითად სწორი გადაწყვეტილება, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი საჩივარი არ შეიცავს, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპრო-ცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 2123-ე მუხლით, სამოქალაქო საპრო-ცესო კოდექსის 257-ე მუხლით

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის ბრძანება დარჩეს უცვლელი;

3. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე: მარინე იმერლიშვილი