ბრძანება N 25964
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 25964
11 ნოემბერი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ------- (ს/ნ -------)
(მის.:. -------, -------)
2026 წლის 16 ოქტომბრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 28 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №96) განიხილა ი/მ ------- (ს/ნ -------) №184093/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2026 წლის პირველი სექტემბრის №21-17/64423 გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი:
ქონებაზე ყადაღის დადება.
ვალის მართვის დეპარტამენტი:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ ------- (ს/ნ -------) 2025 წლის 16 იანვრის მდგომარეობით ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 184 659.81 ლარი, საურავი 111 790.14 ლარი.
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ ი/მ ------- (ს/ნ -------) მიმართ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ 2025 წლის 17 იანვრის №011-92 ბრძანება. ზემოაღნიშნული ბრძანების შესაბამისად, შედგენილ იქნა 2025 წლის 9 დეკემბრის №------- აქტი, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა ი/მ ------- (ს/ნ -------) საკუთრებაში არსებული ავტომობილი MERCEDES-BENZ E500, სახელმწიფო ნომერი -------.
2026 წლის 19 აგვისტოს ი/მ ------- (ს/ნ -------) №145218/21 (№693346) განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს, წარმოადგინა ------- სააპელაციო სასამართლოს ბრძანება ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მოითხოვა ავტომობილზე ყადაღის მოხსნა.
ვინაიდან მომჩივანს ბიუჯეტის მიმართ ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. კერძოდ, 2026 წლის პირველი სექტემბრის №21-17/64423 გადაწყვეტილებით გადამხდელს ეთქვა უარი და განემარტა ქონებაზე დადებული ყადაღის გაუქმების საფუძვლები.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ ------- (ს/ნ -------) 2026 წლის 28 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 184 689.81 ლარი, საურავი 118 099.95 ლარი.
მომჩივნის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2026 წლის 19 აგვისტოს №145218/21 (№693346) განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს, რომლითაც ითხოვდა ი/მ ------- მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით წარდგენილი ღონისძიებების გაუქმებას (ქონებაზე ყადაღის დადება) და მისი კუთვნილი ავტომანქანის დაბრუნებას, რაზედაც ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილებით ეთქვა უარი. მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ი/მ ------- ბიუჯეტის მიმართ არც აღიარებული და არც არაღიარებული საგადასახადო დავალიანება არ გააჩნია.
მომჩივანი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში №3/5591-21 საქმისწარმოების შეწყვეტის დარეგისტრირების შემდეგ განხორციელდა რიგი უკანონო ქმედებები და გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განხორციელდა უკანონო პროცედურები. მას შემდეგ, რაც შემოსავლების სამსახურში დარეგისტრირდა №3/5591-21 საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განცხადება, შემოსავლების სამსახურმა ი/მ ------- მიერ 2021 წლის პირველი იანვრის შემდეგ, კანონის მოთხოვნათა დაცვით სრულად შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები და გადახდილი თანხები გადაიტანა იმ პერიოდზე, რომელზეც უნდა გავრცელებულიყო ამნისტია და 2021 წლის პირველი იანვრის შემდგომ პერიოდზე, კანონის მოთხოვნათა დაცვით შესრულებული ვალდებულებები ჩათვალა შეუსრულებლად, რის საფუძველზეც დაარიცხა ჯარიმა და საურავი. მომჩივანი აცხადებს, რომ მის მიერ შესრულებული იყო ყველა საგადასახადო ვალდებულება კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
გადამხდელი მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტზე, რომლის საფუძველზეც ი/მ ------- უნდა ჩამოწეროდა 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და ჩამოწერის მომენტისთვის არსებული საგადასახადო დავალიანება. ------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის განჩინების შესაბამისად, №3/5591-21 საქმეზე შეჩერებული იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის პირველი აპრილის №11413/2/2020 გადაწყვეტილებისა (რომლითაც ი/მ ------- დაერიცხა გადასახადი ჯამში 171 957.46 ლარი) და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის პირველი აპრილის №11449/2/2020 გადაწყვეტილების (რომლითაც ი/მ ------- დაერიცხა გადასახადი ჯამში 254 183.73 ლარი) მოქმედება ანუ ------- მიერ 2021 წლის პირველი იანვრის შემდეგ დეკლარირებული და გადახდილი გადასახადი სრულად მიემართებოდა 2021 წლის შემდეგ პერიოდს და გადახდის მომენტში ხდებოდა 2021 წლის შემდეგ არსებული ვალდებულების აღსრულება.
------- საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული საქმე №3/7195-25, რომელზეც სადავოდაა გამხდარი ყველა აქტი. შესაბამისად, მითითება იმაზე, რომ ი/მ ------- გააჩნია აღიარებული საგადასახადო ვალდებულება, მომჩივნის აზრით, არ შეესაბამება რეალობას. ამასთან, ------- საქალაქო სასამართლოს 2026 წლის 23 მარტის №3/2016-26 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა ყადაღადადებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ, რაც ------- სააპელაციო სასამართლოს 2026 წლის 11 ივნისის №38/1639-26 ბრძანებით დარჩა ძალაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადამხდელი ითხოვს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, ი/მ ------- (ს/ნ -------) მიმართ საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით წარდგენილი ღონისძიების (ქონებაზე ყადაღის დადება) გაუქმებასა და მისი კუთვნილი ავტომანქანის (MERCEDESBENZ E500, სახელმწიფო ნომერი -------.) დაბრუნებას.
შემოსავლების სამსახური:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება თუ:
ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;
ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:
ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;
ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;
გ) ქონებაზე ყადაღის დადება;
დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;
ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;
ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. მე-6 ნაწილის შესაბამისად კი საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის მიზნებისათვის ქონებაზე ყადაღის დადება არის პირის ქონების აღწერა ამ ქონების განკარგვის (პირის მიერ ქონების ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, იპოთეკის, უზუფრუქტის, სერვიტუტის ან აღნაგობით დატვირთვის, თხოვების, ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების, სხვისთვის დროებით ან მუდმივ მფლობელობაში გადაცემის) აკრძალვა. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ქონებაზე დადებული ყადაღა უქმდება ამ კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად კი, გაუქმება ხდება:
ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;
ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;
დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;
დ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;
ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
გადამხდელი საჩივარში მიუთითებს ------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2026 წლის 23 მარტის (საქმე № 3/2016-26) ბრძანებაზე, რომლითაც ------- (პ/ნ -------) დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ ბრძანებაში უარის საფუძვლად განმარტა: „იმ პირობებში, როდესაც სადავოა დავალიანების ოდენობა, გადასახადის გადამხდელი დავობს დავალიანების ჩამოწერის კანონიერებასთან დაკავშირებით, მისი განმარტებით, მას არ უნდა ერიცხებოდეს აღიარებული დავალიანება (რაც უკვე სასამართლოს შესაფასებელია), სასამართლოს მიაჩნია, რომ დავალიანების კანონიერების საკითხი უნდა გადაწყდეს კანონით დადგენილი წესით და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია შემოსავლების სამსახურს, მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე“.
აღნიშნულთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში დარეგისტრირდა N3/5591- 21 საქმის წარმოების შეწყვეტა. ------- საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2024 წლის 15 ნოემბრის განჩინებით განუხილველად დატოვა ------- სარჩელი, ვინაიდან იგი უკან გაიხმო გადამხდელმა. სარჩელში მომჩივანი არ ეთანხმებოდა და ითხოვდა შემდეგი ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობას:
1. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2019 წლის N46186 ბრძანება;
2. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 25.12.2019 წლის N007-629 საგადასახადო მოთხოვნა;
3. შემოსავლების სამსახურის 18.09.2020 წლის N28066 ბრძანება;
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არსებული დავების განხილვის საბჭოს 01.04.2021 წლის N11413/2/2020 გადაწყვეტილება;
5. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 03.08.2020 წლის N22435 ბრძანება;
6. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 03.08.2020 წლის N007-234 ბრძანება;
7. შემოსავლების სამსახურის 21.09.2020 წლის N28257 ბრძანება;
8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არსებული დავების განხილვის საბჭოს 01.04.2021 წლის N11449/2/2020 გადაწყვეტილება.
ამის შემდეგ ი/მ ------- (ს/ნ -------) 2024 წლის 17 დეკემბერს N208801/21-11 განცხადებით მიმართა საგადასახადო ორგანოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით დავალიანების ჩამოწერის მოთხოვნით. მონაცემთა დამუშავების სამმართველოს მიერ შესწავლილ იქნა გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათი.
2024 წლის 11 დეკემბერს ი/მ ------- (ს/ნ -------) დროებით ბარათზე რიცხული დამატებით დარიცხული თანხები აღიარებულია და დროებითი ბარათიდან გადატანილია ძირითად ბარათზე. ნაერთი ინფორმაციის მიხედვით 01.01.2021 წლის მდგომარეობით გადამხდელს ერიცხებოდა დავალიანება: გადასახადი 278514.34 ლარი, ჯარიმა 143465 ლარი და საურავი 46689.91 ლარი. გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე 01.01.2021 წლის შემდეგ ფიქსირდება ბიუჯეტთან ანგარიშსწორება (გადასახადების დარიცხვა/შემცირება/გადასახადების გადახდა).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მომსახურების დეპარტამენტის მონაცემთა დამუშავების სამმართველოს მიერ 20.12.2024 წელს შედგენილ იქნა დასკვნა N119465-21-11 და ი/მ ------- (ს/ნ -------) პირადი აღრიცხვის ბარათზე ჩამოწერილ იქნა 01.01.2021 წლამდე წარმოშობილი და 20.12.2024 წლამდე გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება. კერძოდ, ჯარიმა 143465 ლარი და საურავი 73528.84 ლარი, ხოლო 2021 წლის 1 იანვრის შემდეგ დარიცხული გადასახადები ფიქსირდება საგადასახადო დავალიანებად. განხორციელებული ქმედების შესახებ ეცნობა გადამხდელს 23.12.2024 წლის 21-11/94064 წერილით. გადამხდელმა 2024 წლის 23 დეკემბერს დამატებით წარადგინა ID:------- განაცხადი, რომლითაც ისევ მოითხოვა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის საფუძველზე. მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 24 დეკემბრის ID:------- გადაწყვეტილებით გადამხდელს ეცნობა, რომ მისი მოთხოვნა დავალიანების ჩამოწერის შესახებ დაკმაყოფილებული იყო მისი N208801/21-11 წერილის საფუძველზ
მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 24 დეკემბრის ID:------- გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ი/მ ------- საჩივრები შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 7 მარტის N3990 ბრძანებითა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 7 ივლისის N25318/2/2025 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი/მ ------- (ს/ნ -------) 2026 წლის 28 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 184 689.81 ლარი, საურავი 118 099.95 ლარი.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის N13446 ბრძანების მე-13 მუხლის მე-11 პუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში, თუ აღნიშნული არ წარმოადგენს საგადასახადო მოთხოვნას/ოქმს, აღიარებული საგადასახადო დავალიანება პირადი აღრიცხვის ბარათიდან არ გადაიტანება დროებითი აღრიცხვის ბარათზე და ამ ბარათზე გასაჩივრებასთან დაკავშირებით რაიმე სახის ჩანაწერები არ იწარმოება, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
ზემოაღნიშნულზე მითითებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს, რომ 2026 წლის 28 ოქტომბრის მდგომარეობით სასამართლოში დავა მიმდინარეობს მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 24 დეკემბრის ID:------- გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც არ წარმოადგენს საგადასახადო მოთხოვნას/ოქმს. შესაბამისად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება პირადი აღრიცხვის ბარათიდან არ გადაიტანება დროებითი აღრიცხვის ბარათზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ ი/მ ------- (ს/ნ -------) შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2026 წლის 28 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ი/მ ------- (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
ქონებაზე ყადაღის დადება.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, მომჩივანს ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება.
საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების მიზნით, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ იქნა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ბრძანება. ზემოაღნიშნული ბრძანების შესაბამისად, შედგენილ იქნა აქტი, რომლის საფუძველზეც დაყადაღებას დაექვემდებარა საკუთრებაში არსებული ავტომობილი.
მომჩივანმა განცხადებით მიმართა შემოსავლების სამსახურს, წარმოადგინა სააპელაციო სასამართლოს ბრძანება ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მოითხოვა ავტომობილზე ყადაღის მოხსნა. ვინაიდან მომჩივანს ბიუჯეტის მიმართ ერიცხებოდა აღიარებული საგადასახადო დავალიანება, ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მომჩივანს შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2026 წლის 28 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება აღიარებული საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 241