განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.01.2018
საქმის ნომერი
010311217002192934
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ყადაღადადებული ქონების რეალიზაციასთან დაკავშირებით
თარიღი
22.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010311217002192934 (3/ბ-30-18 წ)

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

22 იანვარი, 2018 წელი ქალაქ ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე ხათუნა ხომერიკი

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

საჩივრის ავტორი - შპს ,,ი-----------–-----------–----–ი’’

 

მოწინააღმდეგე მხარე - სსიპ შემოსავლების სამსახური

 

დავის საგანი − ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია

 

გასაჩივრებულია − ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის ბრძანება

 

საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული ბრძანების დასკვნებსა და საჩივრის ავტორის მოთხოვნებზე მითითება

 

2017 წლის 30 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა გადასახადის გადამხდელის, შპს ,,ი-----------–-----------–----–ის’’ აღიარებული საგადასახადო ვალდებულების უზრუნველსაყოფად ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია.

 

საგადასახადო ორგანოს აღნიშვნით, შპს ,,ი-----------–-----------–----–ი’’ რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი - 4--------. გადასახადის გადამხდელის აღიარებული საგადასახადო დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ შეადგენს - 151 503.75 ლარს, მათ შორის ძირითადი - 117 247.96 ლარი, საურავი - 34 255.79 ლარი. საგადასახადო დავალიანების გადაუხდელობის გამო, 2016 წლის 0-----------ს გამოიცა №0------ ბრძანება გადამხდელის ქონების დაყადაღების შესახებ და სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ოფიცრების მიერ აღიწერა მოვალის ქონება, რაზეც შედგა ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის ბრძანებით დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა და ღია აუქციონის წესით რეალიზაციას დაექვემდებარა გადასახადის გადამხდელის შპს ,,ი-----------–-----------–----–ის’’ ყადაღადადებული ქონება აღიარებული საგადასახადო დავალიანების მოცულობის ფარგლებში.

 

ზემოაღნიშნულ ბრძანებაზე საჩივარი შეიტანა შპს ,,ი-----------–-----------–----–ის’’ წარმომადგენელმა გივი თევზაძემ, რომელიც არ ეთანხმება გასაჩივრებულ ბრძანებას, ითხოვს მის გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნებას.

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, 2017 წლის 01 აპრილიდან შპს ,,ი-----------–-----------–----–ს’’ იჯარით აქვს გაცემული საკუთარი ობიექტი და მის ტერიტორიაზე ეკონომიკურ საქმიანობას აწარმოებს შპს ,,ი------------------ი’’ (ს.კ. 4--------), რომლის დაცვის სამსახურის თანამშრომლები ახორციელებენ შესაბამისი ტერიტორიის დაცვას. სასამართლო უწყება ჩაბარდა შპს ,,ი-----------------ის“, რომელიც არ იყო უფლებამოსილი პირი. ამდენად, მათ მიმართ დარღეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნა, რის გამოც მოკლებულნი იყვნენ შესაძლებლობას მონაწილეობა მიეღოთ ბათუმის საქალაქო სასამართლოში დანიშნულ სხდომაში.

 

საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს ,,ი-----------–-----------–----–ის’’ მიერ შემოსავლების სამსახურში შეტანილ იქნა განცხადება საგადასახადო შეთანხმებისა და დარჩენილი დავალიანების ეტაპობრივად, 230 დღის ვადაში, დაფარვის შესახებ, რაზედაც დადებითი პასუხია მიღებული.

 

გასაჩივრებული ბრძანების შეცვლის დასაბუთება

 

სააპელაციო სასამართლომ გააანალიზა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრისა და გასაჩივრებული ბრძანების საფუძვლიანობა, რის შედეგადაც მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია წარმოადგენს საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებათაგან ერთ-ერთს. აღნიშნული ღონისძიების გამოყენება საგადასახადო ორგანოს უფლებაა და ამ უფლების რეალიზაცია ხდება მხოლოდ კანონით განსაზღვრული წესით.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას პირის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ სასამართლო განიხილავს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 2121-ე მუხლით, ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის თაობაზე, შესაბამისი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, გამოსცემს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე გადასახადის გადამხდელის ადგილსამყოფელის მიხედვით.

 

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შპს ,,ი-----------–-----------–----–ი’’ რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად და მინიჭებული აქვს საიდენტიფიკაციო ნომერი - 4--------. შუამდგომლობის ავტორის მტკიცებით, გადასახადის გადამხდელს ერიცხება სახელმწიფო ბიუჯეტის ვადაგადაცილებული აღიარებული საგადასახადო დავალიანება - 151 503.75 ლარის ოდენობით.

 

შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 2016 წლის 0-----------ს №0------ ბრძანებით ყადაღა დაედო შპს ,,ი-----------–-----------–----–ის’’ ქონებას (მატერიალურ ან/და არამატერიალურ აქტივებს). 2016 წლის 06 სექტემბრის სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო ოფიცრების მიერ შედგა მოვალის ქონების დაყადაღების (აღწერის) აქტი, რომელიც გადამხდელს ჩაბარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი დარეგისტრირდა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რითაც ქონების დაყადაღების პროცესი დასრულდა.

 

საქმეში დაცული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო ექსპერტიზის 2017 წლის 0-----–--ის №0-------- დასკვნის თანახმად დაყადაღებული მოძრავი ქონების, კერძოდ:

- შპს ,,ი-----------–-----------–----–ის’’ კუთვნილი 15 (თხუთმეტი) ერთეული სატრანსპორტო საშუალების მთლიანი საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 215 000 ლარს;

 

შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი შედარების აქტით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 28 ნოემბრის მდგომარეობით, შპს ,,ი-----------–-----------–----–ის’’ (ს/ნ. 4--------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს: ძირითადი - 113 747.9 ლარი, ჯარიმა - 3 500 ლარი, საურავი - 34 255.79 ლარი.

 

2017 წლის 1-----–--ის N1---- და 2017 წლის 2----------ის N3---- ბრძანებებით გაუქმდა ყადაღა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 0-----------ს N0------ ბრძანების საფუძველზე შპს ,,ი-----------–-----------–----–ის’’ დაყადაღებული ქონების ნაწილზე, კერძოდ:

- FORD TRANZIT სახელმწიფო ნომრით A-------;

- FORD TRANZIT სახელმწიფო ნომრით A-------;

- FORD TRANZIT სახელმწიფო ნომრით A-------;

- FORD TRANZIT სახელმწიფო ნომრით A--------;

- FORD TRANZIT სახელმწიფო ნომრით A-------;

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 1-----------ის N2----------- წერილით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის შესაძლებელია გაფორმდეს საგადასახადო შეთანხმება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების/ საგადასახადო დავალიანების ნაწილის შემცირების მიზნით. ამავე წერილით შპს ,,ი-----------–-----------–----–ს’’ ეცნობა, რომ გადასახადის გადამხდელთან საგადასახადო შეთანხმების გაფორმება არ იყო შესაძლებელი საგადასახადო კოდექსის 155-ე და 205-ე მუხლების შესაბამისად დარიცხულ მიმდინარე გადასახდელების თაობაზე (ს.ფ. 109).

 

სსიპ შემოსავლების სამსახურის 2-----2017 წლის N2----------- წერილით შპს ,,ი-----------–-----------–----–ის’’ (ს/კ.4--------) ეცნობა, რომ საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ პუნქტის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება გაუქმებულია შპს ,,ი-----------–-----------–----–ის’’ კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე FORD TRANZIT (სახელმწიფო ნომრით 0--------).

 

2017 წლის 2-----------ის N3----- და 2018 წლის 1--------ის N2-- ბრძანებებით გაუქმებულ იქნა ყადაღა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 0-----------ს N0------ ბრძანების საფუძველზე შპს ,,ი-----------–-----------–----–ის’’ დაყადაღებული ქონების ნაწილზე, კერძოდ:

- FORD TRANZIT სახელმწიფო ნომრით 0--------;

- FORD TRANZIT სახელმწიფო ნომრით 0--------;

 

შემოსავლების სამსახურის მიერ წარმოდგენილი შედარების აქტით, 2018 წლის 01 იანვრიდან - 2018 წლის 17 იანვრის მდგომერეობით, შპს ,,ი-----------–-----------–----–ის’’ (ს/ნ. 4--------) აღიარებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს: ძირითადი - 80 695.96 ლარი, ჯარიმა - 3 500 ლარი, საურავი - 36 727.96 ლარი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51.1 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დაიცვან საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა, იმოქმედონ ამ კოდექსისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სხვა აქტების მოთხოვნათა შესაბამისად და მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო საგადასახადო პოლიტიკის განხორციელებაში; დაიცვან გადასახადის გადამხდელთა უფლებები და სახელმწიფოს ინტერესები. ამავე კოდექსის 241.1 მუხლით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

საგადასახადო კოდექსის 239.9 მუხლის თანახმად საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება უქმდება: ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში; ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში; დ) „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში; დ) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება; ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

 

როგორც ზემოთ აღნიშნა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 2-----------ის N3----- და 2018 წლის 1--------ის N2-- ბრძანებებით გაუქმებულ იქნა ყადაღა ,,ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 0-----------ს N0------ ბრძანების საფუძველზე შპს ,,ი-----------–-----------–----–ის’’ დაყადაღებული ქონების ნაწილზე, კერძოდ:

- FORD TRANZIT სახელმწიფო ნომრით 0--------;

- FORD TRANZIT სახელმწიფო ნომრით 0--------;

 

ამდენად ღია აუქციონის წესით სარეალიზაციო ქონებიდან ამორიცხულ უნდა იქნეს შემდეგი ქონება - FORD TRANZIT სახელმწიფო ნომრით 0-------- და FORD TRANZIT სახელმწიფო ნომრით 0--------.

 

ხოლო რაც შეეხება შპს ,,ი-----------–-----------–----–ის’’ საჩივარს დანარჩენ ნაწილში სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღიარებული საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, საგადასახადო კოდექსის 238-ე, 241-242-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, დაიშვება გადამხდელის კუთვნილი ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია. ამდენად, საქალაქო სასამართლოს ბრძანება, მოვალის ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესახებ, კანონიერია და მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი საჩივარი არ შეიცავს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2121 - 2123 მუხლებით

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს

 

1. შპს ,,ი-----------–-----------–----–ის’’ საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. ცვლილება შევიდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის ბრძანებაში და ღია აუქციონის წესით სარეალიზაციო ქონებიდან ამოირიცხოს შემდეგი ქონება:

 

- FORD TRANZIT სახელმწიფო ნომრით O--------

- FORD TRANZIT სახელმწიფო ნომრით O--------

 

3. დანარჩენ ნაწილში შპს ,,ი-----------–-----------–----–ის’’ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს და უცვლელი დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 დეკემბრის ბრძანება.

 

4. სააპელაციო სასამართლოს ბრძანება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

ხათუნა ხომერიკი

მოსამართლე