ბრძანება N 27056

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 09.12.2025
№ დოკუმენტი 27056
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 27056

09 დეკემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ -----------ის (ს/ნ ----------------)

(ფაქტ. მის.: -------------------------)

(იურ. მის.: --------------------------)

2025 წლის 16 ოქტომბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 31 ოქტომბრისა (ოქმი №91) და 21 ნოემბრის (ოქმი №97) სხდომებზე განიხილა ი/მ -----------ის (ს/ნ ----------------) №162608/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივლისის №21-17/56056 გადაწყვეტილებას.

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2025 წლის 23 ივლისს №----/21-11 საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს, შემდეგი მოთხოვნით, რომ გაუქმებულიყო მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე (ბინაზე) მდებარე: ქ. -----ი, ----ს ქ.-, ს/კ ----- უსაფუძვლოდ და კანონდარღვევით რეგისტრირებული, ი.ბ.ა „-----“-ის (ს/ნ -----) საკადასტრო კოდზე: ----- საჯარო რეესტრში შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 დეკემბრის №005-19195 შეტყობინებით წარმოშობილი საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. მომჩივანი მიუთითებს 2014 წლის 10 ივნისს ------სა და ი.ბ.ა „----“-ს შორის გაფორმებულ უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებასა და ამავე ხელშეკრულების საფუძველზე 2023 წლის 20 ივნისს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მომჩივანი მიიჩნევს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტმა სადავო გადაწყვეტილებით გასცა ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი პასუხი, კერძოდ, მოსთხოვეს სასამართლო გადაწყვეტილების განმარტება, მაშინ როდესაც ------ას ზემოაღნიშნული ქონება ი.ბ.ა „-----“-სგან (ს/ნ -----) შეძენილი ჰქონდა 2014 წლის 10 ივნისს, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობამდე. ------ა ქ. -----ის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 20 ივნისის საქმე №-/---23 გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა ამ ქონების მესაკუთრედ და ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით.

მომჩივანმა 2025 წლის 5 სექტემბერს №----/21 განცხადებით მიმართა ვალის მართვის დეპარტამენტს და მოითხოვა გონივრული ვადა, რომ წარედგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, ამასთან, აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილი) არ არის ბუნდოვანი, ჩამოყალიბებულია და მიღებულია სასამართლოს მიერ კანონშესაბამისად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს, გაუქმდეს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება და მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე ს/კ -------- რეგისტრირებული სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი.ბ.ა „-----“-ს (ს/ნ -----) 2017 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება.

საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ი.ბ.ა „-----“-ის (ს/ნ ------) მთელ ქონებაზე 2017 წლის 29 დეკემბრის №005-19195 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 დეკემბრის №-----/-- გადაწყვეტილებით, ი.ბ.ა „-----“-ის (ს/ნ ------) მთელ ქონებაზე განხორციელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაცია.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2025 წლის 21 თებერვალს მომზადებული ამონაწერების თანახმად, №------- (მოქმედი ს.კ №----------) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეა --------ა (ს/ნ -------). საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: გადაწყვეტილება №-/-----, დამოწმების თარიღი: 2023 წლის 20 ივნისი, --- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.

ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2025 წლის 15 მაისს მომზადებული ამონაწერების თანახმად, ს.კ ------ (მოქმედი ს.კ ------3) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრე გახდა -----ი (ს/ნ ------). საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტი: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება №----, დამოწმების თარიღი: 2025 წლის 15 მაისი, ნოტარიუსი -. ------ი.

აღნიშნული ამონაწერის თანახმად, ------ (მოქმედი ს.კ №-------) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, კვლავ ფიქსირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ი.ბ.ა „------“-ის (ს/ნ -----) მთელ ქონებაზე 2017 წლის 29 დეკემბრის №005-19195 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

-------ა (ს/ნ------) 2025 წლის 23 ივლისის №-----/21-11 განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურს და ---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის (საქმე №-/----23) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საფუძველზე მოითხოვა №----- (მოქმედი ს.კ №------) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ი.ბ.ა „----“-ის (ს/ნ------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გაუქმება.

ვინაიდან 2025 წლის 23 ივლისის №----/21-11 განცხადებით ------ის (ს/ნ -----) მიერ წარმოდგენილ იქნა ---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის (საქმე №-/---23) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც ვერ დგინდება ქონების ღირებულების სრულად გადახდის ფაქტი, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციამდე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მიჩნეულ იქნა, რომ მოცემულ ეტაპზე არ არსებობდა გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

აღნიშნულთან დაკავშირებით -----ს (ს/ნ -----) გაეგზავნა ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივლისის №21--/--- წერილი, რომელიც განმცხადებლმა ჩაიბარა ხელზე 2025 წლის 7 აგვისტოს.

ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივლისის №21- -/--- წერილის პასუხად, ----ის (ს/ნ -----) წარმომადგენელმა 2025 წლის 5 სექტემბრის №----/21 განცხადებით ითხოვა გონივრული ვადა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოსადგენად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ. აღნიშნულ ქონებაზე ყადაღის დადება და მისი რეალიზაცია ხორციელდება ამ კოდექსის 241-ე და 242-ე მუხლების შესაბამისად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რისთვისაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97–ე მუხლის თანახმად მტკიცებულებათა გამოკვლევისათვის უფლებამოსილია გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. ამავე კოდექსის 96–ე მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

აღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და ამ მიზნით, ი/მ ------ს (ს/ნ ----) უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ვალის მართვის დეპარტამენტს წარუდგინოს სასამართლოში შეტანილი სარჩელი და თანდართული მტკიცებულებები, რაც გახდა ---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის №-/--23 საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისა და №---- (მოქმედი ს.კ №-----) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე -----ას (ს/ნ -----) მესაკუთრედ ცნობის საფუძველი, ხოლო ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელის მიერ დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, ვალის მართვის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და მათი შესწავლის შედეგად, თუ დადასტურდება ზემოაღნიშნული ქონების ღირებულების სრულად გადახდის ფაქტი სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციამდე, გააუქმოს ი/მ -----ის (ს/ნ ------) კუთვნილ №----- (მოქმედი ს.კ №------) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ი.ბ.ა „------“-ის (ს/ნ-------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 29 დეკემბრის №005-19195 შეტყობინებით გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1.ი/მ -----------ის (ს/ნ ----------------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.ი/მ -----------ს (ს/ნ ----------------) მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ვალის მართვის დეპარტამენტს წარუდგინოს სასამართლოში შეტანილი სარჩელი და თანდართული მტკიცებულებები, რაც გახდა ---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის №-/---23 საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისა და №------ (მოქმედი ს.კ №-------) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ------ას (ს/ნ ------) მესაკუთრედ ცნობის საფუძველი;

3.ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს ვალის მართვის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და შესწავლის შედეგად თუ დადასტურდება ზემოაღნიშნული ქონების ღირებულების სრულად გადახდის ფაქტი სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციამდე, გააუქმოს ი/მ -----------ის (ს/ნ ----------------) კუთვნილ №----- (მოქმედი ს.კ №--------) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ი.ბ.ა „------“-ის (ს/ნ ------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით 2017 წლის 29 დეკემბრის №005-19195 შეტყობინებით გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი ითხოვს, გაუქმდეს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება და მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, კომპანიას 2017 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე მთელ ქონებაზე №005-19195 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებითც მთელ ქონებაზე განხორციელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაცია.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2025 წლის 21 თებერვალს მომზადებული ამონაწერების თანახმად, რეგისტრირებულ უძრავი ქონების მესაკუთრეა ფიზიკური პირი,რომლის ქონების მესაკუთრეც გახდა მომჩივანი,აღნიშნული დასტურდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2025 წლის 15 მაისს მომზადებული ამონაწერებით .

აღნიშნული ამონაწერის თანახმად, რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, კვლავ ფიქსირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, კომპანიის მთელ ქონებაზე №005-19195 შეტყობინების საფუძველზე, გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

ვინაიდან 2025 წლის 23 ივლისის განცხადებით მომჩივანის მიერ წარმოდგენილ იქნა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც ვერ დგინდება ქონების ღირებულების სრულად გადახდის ფაქტი, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციამდე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მიჩნეულ იქნა, რომ მოცემულ ეტაპზე არ არსებობდა გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

აღნიშნულთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელს გაეგზავნა ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 30 ივლისის წერილი, რომელიც განმცხადებლმა ჩაიბარა ხელზე 2025 წლის 7 აგვისტოს.აღნიშნული წერილის პასუხად, მომჩივანის წარმომადგენელმა 2025 წლის 5 სექტემბრის განცხადებით ითხოვა გონივრული ვადა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოსადგენად.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას და ამ მიზნით, ი/მ-ს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში ვალის მართვის დეპარტამენტს წარუდგინოს სასამართლოში შეტანილი სარჩელი და თანდართული მტკიცებულებები, რაც გახდა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 20 ივნისის საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისა და მომჩივანის რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის საფუძველი, ხოლო ამ ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში გადამხდელის მიერ დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, ვალის მართვის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები და მათი შესწავლის შედეგად, თუ დადასტურდება ზემოაღნიშნული ქონების ღირებულების სრულად გადახდის ფაქტი სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციამდე, გააუქმოს მომჩივანის კუთვნილ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე კომპანიის საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით №005-19195 შეტყობინებით გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 238(1); 239(1);