ბრძანება N 24873

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.11.2025
№ დოკუმენტი 24873
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

N 24873

12 ნოემბერი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ ------- (პ/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 16 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №91) განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -------) №162589/21 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 23 ივლისის №21-17/54512 გადაწყვეტილებას.

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ 2025 წლის 25 ივნისს №------- საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტს შემდეგი მოთხოვნით, რომ გაუქმებულიყო მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე (ბინაზე) მდებარე: -------, -------, სართული 11, ბინა 81 (ს/კ -------) უსაფუძვლოდ და კანონდარღვევით რეგისტრირებული, იმა „-------“-ის (ს/ნ -------) საკადასტრო კოდზე: ------- საჯარო რეესტრში შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 29 დეკემბრის №------- შეტყობინებით წარმოშობილი საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. მომჩივანი მიუთითებს 2016 წლის 2 სექტემბერს მასსა და იმა „-------“-ს შორის გაფორმებულ უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებასა და ამავე ხელშეკრულების საფუძველზე 2023 წლის 22 ნოემბერს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. მომჩივანი მიიჩნევს, რომ ვალის მართვის დეპარტამენტმა სადავო გადაწყვეტილებით გასცა ბუნდოვანი და სრულიად დაუსაბუთებელი პასუხი. კერძოდ, მოსთხოვეს სასამართლო გადაწყვეტილების განმარტება, მაშინ როდესაც მას ზემოაღნიშნული ქონება იმა „-------“-სგან (ს/ნ -------) შეძენილი ჰქონდა 2016 წლის 2 სექტემბერს, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობამდე. მომჩივანი ------- საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის საქმე №------- გადაწყვეტილებით ცნობილ იქნა ამ ქონების მესაკუთრედ და ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე რეგისტრირებულ იქნა საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით.

მომჩივანმა 2025 წლის 5 სექტემბერს №------- განცხადებით მიმართა ვალის მართვის დეპარტამენტს და მოითხოვა გონივრული ვადა, რომ წარედგინა მოთხოვნილი დოკუმენტაცია, მაგრამ აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილი) არ არის ბუნდოვანი, ჩამოყალიბებულია და მიღებულია სასამართლოს მიერ კანონშესაბამისად.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს, გაუქმდეს ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება და მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე ს/კ: ------- რეგისტრირებული სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, ი.ბ.ა „-------“-ს (ს/ნ -------) 2017 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა საგადასახადო დავალიანება

საგადასახადო დავალიანების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ი.ბ.ა „-------“-ის (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 2017 წლის 29 დეკემბრის №------- შეტყობინების საფუძველზე, გავრცელდა საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 29 დეკემბრის №------- გადაწყვეტილებით, ი.ბ.ა ამხანაგობა „-------“-ის (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე განხორციელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების რეგისტრაცია.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის 2025 წლის 24 თებერვალს მომზადებული ამონაწერების თანახმად, №------- (ახალი ს.კ №-------) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეა ------- (პ/ნ -------). საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: სააღსრულებო ფურცელი საქმე №-------, დამოწმების თარიღი 2024 წლის პირველი ივლისი, ------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, გადაწყვეტილება №-------, დამოწმების თარიღი: 2023 წლის 22 ნოემბერი, ------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია.

აღნიშნული ამონაწერის თანახმად, №------- (ახალი ს.კ №-------) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, კვლავ ფიქსირდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე, ი.ბ.ა ამხანაგობა „-------“-ის (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 2017 წლის 29 დეკემბრის №------- შეტყობინების საფუძველზე, გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება.

------- (პ/ნ -------) 2025 წლის 25 ივნისის №------- განცხადებით მომართა შემოსავლების სამსახურს და ------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ნოემბრის (საქმე №-------) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საფუძველზე, მოითხოვა №------- (ახალი ს.კ №-------) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე ი.ბ.ა ამხანაგობა „-------“-ის (ს/ნ -------) საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მიზნით გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების გაუქმება.

ვინაიდან 2025 წლის 25 ივნისის №------- განცხადებით ------- (პ/ნ -------) მიერ წარმოდგენილ იქნა ------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ნოემბრის (საქმე №-------) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც ვერ დგინდება ქონების ღირებულების სრულად გადახდის ფაქტი, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციამდე, ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მიჩნეულ იქნა, რომ მოცემულ ეტაპზე არ არსებობდა გადამხდელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ------- (პ/ნ -------) გაეგზავნა ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 23 ივლისის №21-17/54512 წერილი, რომელიც განმცხადებლმა ჩაიბარა ხელზე 2025 წლის 12 აგვისტოს. აღნიშნული წერილით გადამხდელს განემარტა, რომ განცხადებაში მითითებულ საკითხთან მიმართებაში აუცილებელი საჭიროების მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საჭირო იყო იმ სამართლებრივი საფუძველის დაზუსტება, რასაც ემყარებოდა პირის მოთხოვნა და დამატებით უნდა წარმოდგინა შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებები. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ასახული მითითება, რომელიც ითვალისწინებდა საკუთრების უფლების რეგისტრაციას ყოველგვარი აკრძალვის, ყადაღის და ვალდებულებების გარეშე, არ წარმოადგენდა უშუალოდ საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების საფუძველს. შესაბამისად, გადამხდელს მიეცა რეკომენდაცია, აღნიშნულზე წარმოედგინა სასამართლო გადაწყვეტილების განმარტება.

ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 23 ივლისის №21-17/54512 წერილის პასუხად, ------- (პ/ნ -------) წარმომადგენელმა 2025 წლის 5 სექტემბრის №139889/21 განცხადებით ითხოვა გონივრული ვადა მოთხოვნილი დოკუმენტაციის წარმოსადგენად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონება გაიყიდება ან რაიმე გზით გადაეცემა სხვა მფლობელს საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გაუქმების გარეშე, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება კვლავ გავრცელდება ამ ქონებაზე მისი ახალი მფლობელის მიმართ.

ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება უქმდება:

ა) ამ კოდექსის 242-ე მუხლით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოს მიერ, საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით რეალიზაციის შემთხვევაში;

ბ) თუ გადასახადის გადამხდელმა საგადასახადო ორგანოს წერილობითი თანხმობით განახორციელა ქონების ან მისი ნაწილის რეალიზაცია და ამონაგები თანხა სრულად მიმართა საგადასახადო დავალიანების დასაფარავად;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ქონების სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევის შემთხვევაში;

დ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში;

დ1) „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 401 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ე) თუ ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებით არ წარმოიშობა საგადასახადო დავალიანება;

ზ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2025 წლის 24 თებერვალს მომზადებული ამონაწერის თანახმად, №------- (ახალი ს.კ №-------) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, ფ/პ ------- (პ/ნ -------) საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2025 წლის 24 თებერვალს. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია - სააღსრულებო ფურცელი საქმე №-------, დამოწმების თარიღი 2024 წლის პირველი ივლისი, ------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია, გადაწყვეტილება №-------, დამოწმების თარიღი: 2023 წლის 22 ნოემბერი, ------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია. ხოლო სადავო შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გავრცელების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულია 2017 წლის 29 დეკემბერს, უძრავ ქონებაზე ფ/პ ------- საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ამავე ამონაწერში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, №------- (ახალი ს.კ №-------) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, ფიქსირდება ი.ბ.ა ამხანაგობა „-------“-ის (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 2017 წლის 29 დეკემბრის №------- შეტყობინების საფუძველზე, გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2025 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, ი.ბ.ა ამხანაგობა „-------“-ს (ს/ნ -------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება.

რაც შეეხება მომჩივნის მიერ წარმოდგენილ ------- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 ნოემბრის №------- კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილებაში მითითებულია მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი, რომლის თანახმად, ფ/პ ------- (პ/ნ -------) ცნობილ იქნა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „-------"-ის (ს/ნ -------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: -------, ------- (ყოფილი -------), მიწის ნაკვეთზე ს/კ ------- მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, შენობის მე-11 სართულზე პროექტით გათვალისწინებული და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 27 ივნისის - #------- დასკვნაში მითითებული შემდეგი საცხოვრებელი ბინის მესაკუთრედ: 1. +29.70 ნიშნულზე ბ, დ და 1.6 ღერძებს შორის არსებული 147.57 კვ.მ და საზაფხულო ფართი 7.97კვ.მ., სულ 155.54 კვ.მ. ბინა, რის საფუძველზეც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელდა ფ/პ ------- (პ/ნ -------) საკუთრების უფლების რეგისტრაცია ზემოაღნიშულ უძრავ ქონებაზე.

შესაბამისად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ ვინაიდან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით ვერ დგინდება ქონების ღირებულების სრულად გადახდის ფაქტი, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციამდე, შემოსავლების სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, დააკმაყოფილოს მომჩივნის მოთხოვნა.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი ითხოვს, გაუქმდეს მის კუთვნილ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული სადავო საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული ამონაწერის თანახმად, რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე, მომჩივანის საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა 2025 წლის 24 თებერვალს - დამოწმების თარიღი: 2023 წლის 22 ნოემბერი, ხოლო სადავო შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გავრცელების შესახებ, შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემულია 2017 წლის 29 დეკემბერს, უძრავ ქონებაზე მომჩივანის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე. შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ამავე ამონაწერში, ფიქსირდება ი.ბ.ა ამხანაგობის მთელ ქონებაზე 2017 წლის 29 დეკემბრის შეტყობინების საფუძველზე, გავრცელებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლება. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, საჩივრის განხილვის მდგომარეობით, ი.ბ.ა ამხანაგობას ერიცხება საგადასახადო დავალიანება.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და გადასახადის გადამხდელს უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 239