გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
100210018002266651
#2/26 -18 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
04.04.2018 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ს.ს. ,,ლ-------- ბანკი“
წარმომადგენელი: თ----- მ-----–--ე
მოპასუხე: ა----- ჯ-------ე, მ--------- გ----ე
წარმომადგენელი: ნ-----–- ს-------ე
დავის საგანი: აღსრულების წესისა და საშუალების შეცვლა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა მოსარჩელე - სს „ლ-------- ბანკი“-ს წარმომადგენელმა, მოპასუხეების - ა----- ჯ-------ის (პ.№3----------) და მ--------- გ----ის (პ.ნ.N3---------) - მიმართ, და მოითხოვა აღსრულების წესისა და საშუალების შეცვლა, აღსრულების მიქცევა მოპასუხეების სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
საჩხერის რაიონულმა სასამართლომ, 2017 წლის 27 აპრილის N2/26-17 გადაწყვეტილებით, დააკმაყოფილა სს“ ლ-------- ბანკის“ სარჩელი, მოპასუხეებს სს „ ლ-------- ბანკის“ სასარგებლოდ, დაეკისრათ 4829,35 ( ძირი-4102,17 ლარი, პროცენტი-468,43 ლარი, ჯარიმა-258,75 ლარი) ლარისა და სახელმწიფო ბაჟის თანხის 145 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილებითვე განისაზღვრა აღსრულების წესი, კერძოდ, დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული, მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება( მდებარე: ქ. ხაშური, გაგარინის ქN80, საკადასტრო კოდი: 3-.07.03.2--.01.0--). მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ განსახილველ დავაში არ მომხდარა აღსრულების წესის განსაზღვრა, რაც ზიანს მიაყენებს ბანკს იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით ვერ იქნა დაფარული დავალიანება სრულად. განსახილველ შემთხვევაში ზუსტად ვერ დადგინდა დავის ფასი ვინაიდან არ მომხდარა იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ სს „ ლ-------- ბანკსა“ და ა----- ჯ-------ეს შორის , 2015 წლის 06 აგვისტოს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების 7.3 მუხლის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ, იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის ვალდებულების სრულად დასაფარად, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება, მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ტოლი ოდენობით, ხოლო კრედიტორი/ იპოთეკარი, უფლებამოსილია, აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა (ქონებაზე კუთვნილი ნებისმიერ ნივთსა და არამატერიალურ ქონებაზე) , მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით. მოსარჩელის აზრით ხელშეკრულებაში არსებული ეს ჩანაწერი, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მხარეებისათვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ , თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარად, მათ პასუხისმგებლობა კვლავ ეკისრებათ დარჩენილ თანხაზე.
მხარეებს შორის შეთანხმებული ამ პირობების საფუძველზე, ბანკს უფლება აქვს გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვოს მოვალის სხვა ქონებაზე, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით, ხოლო სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს შეცვალოს მისი აღსრულების წესი და საშუალება.
აქედან გამომდინარე, სს“ ლ-------- ბანკმა“ მიზანშეწონილად მიიჩნია , მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს აღსრულების მიქცევა ა----- ჯ-------ესა და მ--------- გ----ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე.
მოსარჩელის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ საჩხერის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე არ დაწყებულა მოპასუხეთა მიმართ იძულებით აღსრულების პროცესი, შესაბამისად ამ ეტაპზე შეუძლებელია დადგინდეს თუ რა თანხის უზრუნველსაყოფად უნდა მოხდეს აღსრულების წესის განსაზღვრა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1 ნაწილის „კ“ ქვეპუნქტის თანახმად თუ შეუძლებელია დავის ფასის განსაზღვრა დავის ფასი განისაზღვრება 4000 ლარით და იხდევნება შესაბამისი ბაჟი 120 ლარის ოდენობით. გარდა ამისა მოსარჩელემ სესხის დარღვევიდან გამომდინარე არსებული დავალიანების დაკისრების მოთხოვნისას უკვე გადაიხადა დავის ღირებულების 3% -ის ოდენობის ბაჟი და აღარ არსებობს იმავე დავაზე იგივე პრინციპით ბაჟის გადახდის სამართლებრივი საფუძველი.
მოსარჩელე ითხოვს შეიცვალოს აღსრულების საშუალება და წესი. სს „ ლ-------- ბანკისა“ დაკმაყოფილებული მოთხოვნის (საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის N2/26-17 გადაწყვეტილება) ,უზრუნველყოფის მიზნით, განისაზღვროს უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის გადახდა, აღსრულების მიქცევა, მოპასუხეების ა----- ჯ-------ისა და მ--------- გ----ის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე , რათა მოხდეს კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფა.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ სარჩელზე შესაგებელი შემოიტანეს მოპასუხეებმა ა----- ჯ-------ემ და მ--------- გ----ემ , სადაც მიუთითებენ , რომ სარჩელს არ ცნობენ და განმარტავენ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, საქმე ნ 2/26-17 გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით.
მოპასუხეები შესაგებელში მიუთითებენ, რომ ქუთაისის სააპელაციო სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ა----- ჯ-------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება ა----- ჯ-------ისა და მ--------- გ----ისათვის, სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი თანხის დაკისრებისა და მხარეთა შორის საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სს „ ლ-------- ბანკის სასარჩელო მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
შესაგებელში მოპასუხეები მიუთითებენ, რომ აღსრულების საშუალების და წესის შეცვლა წარმოადგენს საპროცესო სამართლებრივ საშუალებებს , რომლის გამოყენების შესაძლებლობას კანონმდებელი როგორც გადაწყვეტილების გამოტანის ეტაპზე, ასევე გადაწყვეტილების მიღების შემდეგაც უშვებს, თუმცა, საამისოდ აუცილებელი სპეციალური წინაპირობების არსებობისას. აღსანიშნავია, რომ ეს შესაძლებლობა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ განსაკუთრებულ , ისეთ ობიექტურ ფაქტორებზე დაყრდნობით, რომ ამით გაუმართლებლად არ შეილახოს მოვალის ინტერესი. ასეთ დროს სასამართლომ უნდა გადაწყვიტეს საკითხი ისეთი ფაქტორების გათვალისწინებით, როგორიც არის მიზანშეწონილობა, საჭიროება, მხარეთა ინტერესის ბალანსი და ა.შ.
გადაწყვეტილების აღსრულების გადადება ან განწილვადება, აღსრულების საშუალების და წესის შეცვლა კანონისმიერი დანაწესია, შესაბამისად მისი გამოყენება სასამართლოს მხრიდან სხვა არაფერია, თუ არა ნორმის პრაქტიკაში რეალიზება, თუმცა, მნიშვნელოვანია ნორმის სწორი პრაქტიკული იმპლემენტაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ მითითებული საპროცესო სამართლებრივი საშუალების გამოყენება დაიშვება ისეთი ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების არსებობის პირობებში, როდესაც ცალსახაა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის მიზანშეწონილობა და სახეზეა აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გამოყენების პატივსადები ინტერესი.
განსახილველ შემთხვევაში რომ ქუთაისის სააპელაციო სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ა----- ჯ-------ის სააპალეციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება ა----- ჯაჯანძისა და მ--------- გ----ისათვის , სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი თანხის დაკისრებისა და მხარეთა შორის საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
მოვალეს აქვს შესაძლებლობა და კეთილი ნება, ნებაყოფლობით აღასრულოს გადაწყვეტილება, რათა თავიდან აიცილოს იძულებითი აღსრულების გზით დამატებითი ქონებრივი დანაკლისი, როგორიცაა აღსრულების ხარჯები, ქონების განახევრებულ, ხოლო შემდეგ კი გამეოთხედებულ ფასში გასხვისების რისკი. მეტიც მოპასუხის განმარტებით, იგი მზადაა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ოდენობის გამოკლებით. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში დაუშვებელია, მითითებული საპროცესო სამართლებრივი შესაძლებლობის გამოყენება, ვინაიდან არ არსებობს მისი გამოყენების არცერთი აუცილებელი წინაპირობა: მიზანშეწონილობა, საჭიროება და მხარეთა ინტერესის ბალანსი. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის არცერთი, უტყუარი მტკიცებულება და არგუმენტი რომელიც დაადასტურებდა აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლის მიზანშეწონილობას, თუნდაც საჭიროებას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მოსარჩელეს მოთხოვნა უსაფუძვლოა დ, სამართლებრივად, ასევე ფაქტობრივად გაუმართავი და გაუმართლებელია და არ უნდა დაკმაყოფილდ
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარები მოცემული დავის დასარეგულირებლად გამოიყენეს სასამართლოს მიერ მორიგებისათვის დადგენილი ვადები თუმცა ვერ შეთანხმდნენ
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 06 ოქტომბერს სს „ლ-------- ბანკი“-ს და ა-----ი ჯ-------ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N0002/2015/33746, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი 4520 ლარის ოდენობით, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 20%-თ, კრედიტის მოქმედების ვადა - 60 თვე, პირგასამტეხლო - კრედიტის ვადაგადაცილებული ძირითადი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. ოქმი)
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ.18-25)
3.2.2. დადგენილია, რომ სს „ლ-------- ბანკ“-სა და ა-----ი ჯ-------ეს შორის ზემოთ აღნიშნული სესხის უზრუნველყოფის მიზნით, 2015 წლის 06 აგვისტოს გაფორმებული იქნა იპოთეკის ხელშეკრულება N0002/2015/33746/1, რომლის საფუძველზეც ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა, ა-----ი ჯ-------ის (პ.ნ.3----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქ საჩხერეში, დავით აღმაშენებლის ქ,N6, საკადასტრო კოდი: 3-.07.03.2--.01.0--, ბინა N30, ფართი 52.00 კვ.მ.. 2015 წლის 06 აგვისტოს გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების 7.3 მუხლის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ, იმ შემთხვევაში თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის ვალდებულების სრულად დასაფარად, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება, მხოლოდ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის ტოლი ოდენობით, ხოლო კრედიტორი/ იპოთეკარი, უფლებამოსილია, აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა (ქონებაზე კუთვნილი ნებისმიერ ნივთსა და არამატერიალურ ქონებაზე) , მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ.30-34)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ.3--36)
3.2.3. დადგენილია, რომ 2015 წლის 06 აგვისტოს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება N0002/2015/33746/2 სს „ლ-------- ბანკი“-ს და მ--------- გ----ეს შორის, რომლის საფუძველზეც თავდებმა პირმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა ძირითად მოვალესთან ერთად. თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 10000 ლარით. მოპასუხეებს ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ იქნა გადახდილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განცხადება და თავდებობის ხელშეკრულება(ს.ფ.27-29)
-გაფრთხილების წერილები და საფოსტო შეტყობინებები (ს.ფ.37-40)
- მხარეთა განმარტებები. (იხ.ოქმი)
3.2.4. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს.ს.,,ლ-------- ბანკის სარჩელი ა----- ჯ-------ესა და მ--------- გ----ეს სოლიდარულად დაეკისრათ 4829 ლარისა და 3- თეთრის გადახდა, ხოლო დაკისრებული თანხის დაკმაყოფილების მიზნით მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების -ს/კ 3-.07.03.2--.01.0-- მესაკუთრე ა----- ჯ-------ე, რეალიზაცია. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
- გადაწყვეტილება (ს.ფ.41)
3.2.5. ქუთაისის სააპელაციო სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ა----- ჯ-------ის სააპალეციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება ა----- ჯ-------ისა და მ--------- გ----ისათვის , სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი თანხის დაკისრებისა და მხარეთა შორის საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა----- ჯ-------ესა და მ--------- გ----ეს სს „ ლ-------- ბანკის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხის 657, 27 ლარის, საპროცენტო სარგებლის-87,63 ლარის და პირგასამტეხლოს 100 ლარი გადახდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის , 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა----- ჯ-------ის ვალდებულება სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს 844.90 ლარს. სარჩელთან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი 25.34 ლარის ანაზღაურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტებები (იხ. ოქმი)
- ცნობა (ს.ფ.122)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლომ გამოიკვლია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და გარემოებები, რომელიც მითითებული იქნა მოცემული საქმის განხილვისას და თვლის, რომ სს „ლ-------- ბანკი“-ს სარჩელი ა-----ი ჯ-------ის და მ--------- გ----ის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 361-ე, 403-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე , 867-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად ”საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.”
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად ”სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.”
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. მითითებული ნორმებიდან სახეზეა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.”
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად ”თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.”
სამოქალაქო კოდექსის - 464-ე მუხლის შესაბამისად ”სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.”
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
მოცემულ შემთხვევაში სახეზეა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მ---------ი გ----ემ ვალდებულება იკისრა სს ”ლ-------- ბანკი”-ს წინაშე, საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული, ა-----ი ჯ-------ის ვალდებულების შესასრულებლად. ამასთან თავდებობის ხელშეკრულებით განისაზღვრა თავდებობის ზღვრული თანხის ოდენობა 10 000 ლარით.
სამოქალაქო კოდექსის - 895-ე მუხლის შესაბამისად ”თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად ”ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება). მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მასალების და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მხრიდან შესრულებას ადგილი არ ჰქონია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით ”მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით ”კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.”
დადგენილია რომ მოპასუხე წერილობითი ფორმით იქნა გაფრთხილებული ვალდებულების შესრულების თაობაზე, განესაზღვრა დამატებითი ვადა.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).” მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად იპოთეკარია სს ”ლიბერთ ბანკი” და უძრავი ქონების მესაკუთრეა ა-----ი ჯ-------ე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 287-ე მუხლის თანახმად ”თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამდენიმე უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკით (საერთო იპოთეკა), საერთო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოიყენება ყოველი ნივთი. კრედიტორს შეუძლია, სურვილისამებრ, მოთხოვნა ნებისმიერი ნივთით დაიკმაყოფილოს, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, ”თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6.2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს.ს.,,ლ-------- ბანკის“ სარჩელი ა----- ჯ-------ესა და მ--------- გ----ეს სოლიდარულად დაეკისრათ 4829 ლარისა და 3- თეთრის გადახდა, ხოლო დაკისრებული თანხის დაკმაყოფილების მიზნით მოხდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების -ს/კ 3-.07.03.2--.01.0-- მესაკუთრე ა----- ჯ-------ე, რეალიზაცია. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნა
ქუთაისის სააპელაციო სამოქალაქო საქმეთა პალატის, 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ა----- ჯ-------ის სააპალეციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება ა----- ჯ-------ისა და მ--------- გ----ისათვის , სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი თანხის დაკისრებისა და მხარეთა შორის საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა----- ჯ-------ესა და მ--------- გ----ეს სს „ ლ-------- ბანკის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხის 657, 27 ლარის, საპროცენტო სარგებლის-87,63 ლარის და პირგასამტეხლოს 100 ლარი გადახდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის , 2017 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა----- ჯ-------ის ვალდებულება სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს 844.90 ლარს. სარჩელთან დაკავშირებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი კი 25.34 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული გადაწყვეტილება ს.ს. ,,ლ-------- ბანკის“ წარმომადგენლის განმარტებით გასაჩივრებულია საკასაციო წესით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. თუ მხარეებმა ამა თუ იმ მიზეზით ვერ შეძლეს მტკიცებულებების უშუალოდ მიღება და სასამართლოში წარდგენა, მხარეთა შუამდგომლობით სასამართლოს შეუძლია თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, ვისთანაც უნდა იყოს ისინი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას-შეიცვალოს აღსრულების საშუალება და წესი. სს „ ლ-------- ბანკისა“ დაკმაყოფილებული მოთხოვნის (საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 27 აპრილის N2/26-17 გადაწყვეტილება) ,უზრუნველყოფის მიზნით, განისაზღვროს უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციის გადახდა, აღსრულების მიქცევა, მოპასუხეების ა----- ჯ-------ისა და მ--------- გ----ის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე , რათა მოხდეს კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველყოფა, ასაბუთებს მითითებული ნორმით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი.
მითითებული ნორმა ემსახურება რა გადაწყვეტილების აღსრულებას, გულისხმობს სასამართლოს კომპეტენციას, გამოტანილი გადაწყვეტილების ფარგლებში იმსჯელოს მისი აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლაზე. ნორმის შინაარსიდან ნათლად იკვეთება კანონის დათქმა, რომ სასამართლოს შეუძლია, შეცვალოს უკვე დადგენილი აღსრულების საშუალება და წესი. ამასთან, გადაწყვეტილების აღსრულების წესი ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მკაფიოდ უნდა განისაზღვროს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მიხედვით, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ როდესაც გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო მსჯელობს აღსასრულებელი გადაწყვეტილების, სსსკ-ის 263-ე მუხლის პირველ ნაწილში დადგენილი წესით, გადავადების ან განაწილვადების, მისი აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლაზე, მნიშვნელოვანია გამოიკვლიოს, თუ რა რესურსი გააჩნია მოვალეს, კრედიტორის ინტერესის დასაკმაყოფილებლად. სსსკ-ის 263-ე მუხლის მიზანი არის აღსრულების ხელშეწყობა და მოქნილი სამართლებრივი მექანიზმის ამოქმედება, რათა მხარეთა უფლებრივი წონასწორობის შენარჩუნებით, მიღწეულ იქნეს გადაწყვეტილების აღსრულება გონივრულ დროში და რეალური, შესრულებადი წესის განსაზღვრით, რაც შესაძლებლობას მისცემს კრედიტორს, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა, მოვალეს კი - შეასრულოს ვალდებულება.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებასთან მიმართებაში მოსარჩელეს შეიძლება დაეყენებია გადაწყვეტილების გამოტანამდე იმ სარჩელის ფარგლებში, რომლის საფუძველზედაც ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ან თუ მოცემული პერიოდისათვის საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალასი იქნებოდა შესული. მოცემული პერიოდისათვის საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ არის, მეტიც შეცვლილია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელიც გასაჩივრებულია საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სასამართლო თვლის , რომ იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულდება, საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანით, დავა დავალიანების ანაზღაურების თაობაზე და თუ დადგება აღსრულების წესის შეცვლის აუცილებლობა მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე წესის შეცვლის აუცილებლობის მოთხოვნით. სასამართლო თვლის , რომ მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნით სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ამდენად სასამართლო თვლის, რომ ა-----ი ჯ-------ის შეგებებული სარჩელი, სს „ლ-------- ბანკი“-ს მიმართ, თანხის დაკისრების და იპოთეკის გაუქმების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სს „ლ-------- ბანკი“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა .
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს.ს. „ლ-------- ბანკი“-ს სარჩელი ა----- ჯ-------ისა და მ--------- გ----ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი