გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.05.2018
საქმის ნომერი
340210016001238056
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
11.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340210016001238056

საქმე #2/71-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11.05.2018 წელი ქ. გურჯაანი

შესავალი ნაწილი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე რომან კუპატაძე

სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი

მოსარჩელე - სს ,,თი---------ი“

წარმომადგენელი - ივ---------–---–ი

მოპასუხეები - თე---------–---–ი, ელ------------–---–ი, რე------------–---–ი

წარმომადგენელი - ნა----------ა

დავის საგანი: თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული):

1.1 მოპასუხეებს თე---------–---–ს, ელ------------–---–ს და რე------------–---–ს (როგორც ალ------------------–---–ის უფლებამონაცვლე პირებს) მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ №24-3---------16 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 48 313.94 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 45 700.93 აშშ დოლარი არის ძირი თანხა, ხოლო 2 613.01 აშშ დოლარი სარგებელი;

1.2. მოპასუხეებს თე---------–---–ს, ელ------------–---–ს და რე------------–---–ს (როგორც ალ------------------–---–ის უფლებამონაცვლე პირებს) მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ №24-3---------21 საბარათე ოვერდრაფტის შემადგენელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3 000 აშშ დოლარის გადახდა;

1.3. გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს მოსარჩელე სს ”თი---------ის” (სს ”ბან--------------ას” უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების - გუ------------------ს სოფე-–-----------ში მდებარე, საჯარო რეესტრში №51---------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების და ქ. თბ--–--–---------------–ის ქ. №18-ში მდებარე (ნაკვეთი №1----), საჯარო რეესტრში №01-------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების იძულების წესით აუქციონზე რეალიზაციის გზით;

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: 2013 წლის 16 დეკემბერს სს,,ბან--------------ას“ და ალ------------------–---–ს შორის დაიდო №24-3---------06 გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით, 15 წლის ვადით. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული გუ------------------ს სოფე-–-----------ში მდებარე, საჯარო რეესტრში №51---------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება და ქ. თბ--–--–---------------–ის ქ. №18-ში მდებარე, საჯარო რეესტრში №01-------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება.

2013 წლის 16 დეკემბერს ბანკსა და ალ------------------–---–ს შორის გაფორმდა №24-3---------16 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 50 000 აშშ დოლარი, 84 თვის ვადით, წლიური სარგებლის 13 %-ის გადახდის პირობით, ხოლო 2013 წლის 23 დეკემბერს გაფორმდა №24-3---------21 საბარათე ოვერდრაფტის შემადგენელი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 3 000 აშშ დოლარი, 24 თვის ვადით სარგებლის წლიური 38%-ის გადახდევინების პირობით.

მსესხებელს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული სარგებელი თანდართული გრაფიკის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით უნდა დაებრუნებინა, მაგრამ მსესხებელმა პირობა დაარღვია და თანხა არ გადაიხადა, რის გამოც ბანკმა სარჩელი აღძრა ალ------------------–---–ის მიმართ თანხის გადახდევინების დაკისრების და იპოთეკის საგნის რეალიზაციის მოთხოვნით. ალ------------------–---–ი 2016 წლის 11 თებერვალს გარდაიცვალა, მოპასუხეები კი, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეები, სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილი იქნენ უფლებამონაცვლეებად და მსესხებელზე რიცხული ქონება მათ თანასაკუთრებად დარეგისტრირდა.

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით მოპასუხეები, როგორც მსესხებლის მემკვიდრეები და უფლებამონაცვლე პირები, პასუხისმგებლები არიან მამკვიდრებლის ფულადი ვალდებულებების შესრულებაზე, მაგრამ მათი მხრიდან ამ დრომდე არ მომხდარა თანხის გადახდა. ამიტომ მათ, როგორც მემკვიდრეებს, ბანკის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ თანხის გადახდა და მოსარჩელის ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით უნდა მოხდეს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. მოსარჩელემ აგრეთვე მოითხოვა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულება, რადგან ალ------------------–---–თან დადებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბანკის სასარგებლოდ მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნებოდა მიქცეული.

(მოპასუხე მხარის, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებასთან და სარჩელის საფუძვლებთან დაკავშირებით მითითებული გარემოებები იხილეთ სასამართლოს 02.03.2018 წლის სხდომის ოქმი (13:15:19-13:16:32 სთ; 13:23:40-13:25:13 სთ) და 20.04.2018 წლის სხდომის ოქმი (13:18:59-13:21:15 სთ)

2. მოპასუხეების პოზიცია:

2.1 მოპასუხეებმა სასამართლო 20.04.2018 წლის მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი სცნეს 20 000 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში და მიუთითეს, რომ აქედან 3 000 აშშ დოლარი არის ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება, ხოლო 17 000 აშშ დოლარი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება. დანარჩენ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

(სარჩელის ნაწილობრივ ცნობა იხილეთ შესაგებელში; სასამართლოს 20.04.2018 წლის სხდომის ოქმი 15:24:00-15:25:57 სთ).

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1 სს ”ბან--------------ასა” და ალ------------------–---–ს შორის 2013 წლის 16 დეკემბერს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №24-3---------06 გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით, 15 წლის ვადით, სარგებლის წლიური გადასახადით არაუმეტეს 48 %-სა. ხელშეკრულების 14.2 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებით ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 16.12.2013 წლის №24-3---------06 გენერალური ხელშეკრულება საკრედიტო პროდუქტით მომსახურების შესახებ (ს.ფ.20-27).

3.1.2. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №24-3---------06 გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 12.12.2013 წელს №24-3---------19 და №24-3---------20 იპოთეკის ხელშეკრულებები გაფორმდა, რომლის საფუძველზეც, იპოთეკით დაიტვირთა ალ------------------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე - 1) გუ------------------ს სოფელი კარდენახი (ს.კ. №51----------) და ქ. თბ--–--–---------------–ის ქ. №18 (ს.კ. №01--------------). იპოთეკის ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილია გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ,,შემადგენელი ხელშეკრულებებით“ მსესხებლის მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის სამომავლო და პირობითი. იპოთეკის ხელშეკრულებები საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 10.11.11 წლის იპოთეკის ხელშეკრულებები (ს.ფ. 28-37);

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 60-63).

 

3.1.3. 2013 წლის 16 დეკემბერს სს ,,ბან--------------ას“ და ალ------------------–---–ს შორის გაფორმდა №24-3---------16 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 50 000 აშშ დოლარი, 84 თვის ვადით, წლიური 13 % სარგებლის გადახდის პირობით. სესხის თანხის და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის გადახდა სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად უნდა მომხდარიყო. ვალდებულების შესრულების საბოლოო ვადად მხარეებმა 2020 წლის 10 დეკემბერი განისაზღვრეს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №24-3---------16 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 38; 41-43).

3.1.4. 2013 წლის 22 დეკემბერს სს ,,ბან--------------ას“ და ალ------------------–---–ს შორის გაფორმდა №24-3---------21 საბარათე ოვერდრაფტის შემადგენელი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 3 000 აშშ დოლარი 2015 წლის 21 დეკემბრამდე, წლიური 38 % სარგებლის გადახდევინებით. ხელშეკრულების მე-6 პუნქტის მიხედვით სესხზე დარიცხული სარგებლის გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის შესაბამის რიცხვში. ამავე ხელშეკრულების მე-9 პუნქტში მითითებულია, რომ ხელშეკრულება დადებულია მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №24-3---------06 გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე და წარმოადგენს მის შემადგენელ ნაწილს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- №24-3---------21 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 39-40).

3.1.5. ალ------------------–---–მა 2014 წლის მაისიდან შეწყვიტა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხების გადახდა. ბოლო გადახდა მსესხებელმა 2015 წლის 04 მაისს განახორციელა, თუმცა იმ მომენტისთვის არსებული დავალიანების სრულად დაფარვა არ მომხდარა. ოვერდრაფტის ხელშეკრულებით გადასახდელი თანხების გადახდა მსესხებელმა 2015 წლის 31 მარტიდან შეწყვიტა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდების ისტორია (ს.ფ. 44; 84-85);

- მოსარჩელის განმარტება (სასამართლოს 20.04.2018 წლის სხდომის ოქმი).

3.1.6. ალ------------------–---–ი 2016 წლის 11 თებერვალს გარდაიცვალა, რის გამოც, მოცემულ საქმეზე გურჯაანის რაიონული სასამართლოს 15.03.2016 წლის განჩინებით, მოპასუხის უფლებამონაცვლის დადგენამდე, საქმისწარმოება შეჩერდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 93);

- სასამართლოს განჩინებები (ს.ფ. 107- 109; 124-126)

3.1.7. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები თე---------–---–ი, ელ------------–---–ი და რე------------–---–ი ცნობილ იქნენ გარდაცვლილი ალ------------------–---–ის უფლებამონაცვლეებად. ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით, მოპასუხეები ცნობილი იქნენ გარდაცვლილი ალ------------------–---–ის დანაშთი ქონების, კერძოდ - გუ------------------ სოფე-–-----------ში მდებარე, საჯარო რეესტრში №51---------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების და ქ. თბ--–--–---------------–ის ქ. №18-ში (ნაკვეთი№1----) მდებარე, საჯარო რეესტრში №01-------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეებად. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და იგი კანონიერ ძალაშია შესული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 159-166);

3.1.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 და 29 სექტემბრის გადაწყვეტილებებით, ალ------------------–---–ის სახელზე რიცხული და სს ,,ბან--------------ას“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ორივე უძრავი ქონება მოპასუხეების თე---------–---–ის, ელ------------–---–ის და რე------------–---–ის თანასაკუთრებად აღირიცხა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 145-148);

3.1.9. მოპასუხე მხარემ 2017 წლის 23 აგვისტოს შესაგებელი წარმოადგინა, სადაც მიუთითეს, რომ სარჩელს ნაწილობრივ ცნობდნენ. სს ,,თი---------ის“ წარმომადგენლმა, 2017 წლის 03 ოქტომბერს, განცხადებით მომართა გურჯაანის რაიონული სასამართლოს და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შუამდგომლობა (ს.ფ. 144);

- განჩინება (ს.ფ. 150-151);

- სასამართლოს 02.03.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი.

3.1.10. 2015 წლის 20 იანვარს განხორციელდა სს ,,ბან--------------ას“ და სს ,,თი---------ის“ შერწყმა და ეს უკანასკნელი წარმოადგენს სს ,,ბან--------------ას“ უფლებამონაცვლეს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 65-68);

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება სადავო არ ყოფილა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სს ,,თი---------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ”ბან--------------ას” და ალ------------------–---–ს შორის 2013 წლის 16 დეკემბერს დაიდო №24-3---------06 გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით, 15 წლის ვადით. იმავე მხარეებს შორის 2013 წლის 16 დეკემბერს გაფორმდა №24-3---------16 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა სესხი 50 000 აშშ დოლარი, 84 თვის ვადით, წლიური 13 % სარგებლის გადახდევინებით, ხოლო 2013 წლის 22 დეკემბერს გაფორმდა №24-3---------21 საბარათე ოვერდრაფტის შემადგენელი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 3 000 აშშ დოლარი, წლიური 38 % სარგებლის გადახდევინების პირობით. №24-3---------06 გენერალური საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით კი 12.12.2013 წელს გაფორმდა №24-3---------19 და №24-3---------20 იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც, იპოთეკით დაიტვირთა ალ------------------–---–ის საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ქონება. იპოთეკის ხელშეკრულებების 2.2. პუნქტის თანახმად, იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილია საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული ,,შემადგენელი ხელშეკრულებებით“ მსესხებლის მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ყველა ვალდებულება, მათ შორის სამომავლო და პირობითი. იპოთეკის ხელშეკრულებები საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა.

საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ალ------------------–---–მა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხების გადახდა 2014 წლის მაისიდან, ხოლო ოვერდრაფტის ხელშეკრულებით გადასახდელი თანხების გადახდა 2015 წლის 31 მარტიდან შეწყვიტა. 2016 წლის 11 თებერვალს ალ------------------–---–ი გარდაიცვალა და გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით თე---------–---–ი, ელ------------–---–ი და რე------------–---–ი ცნობილ იქნენ გარდაცვლილი ალ------------------–---–ის უფლებამონაცვლეებად.

გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობს ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ - სესხის, საკრედიტო ხელშეკრულების და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ურთიერთობა და დავის გადაწყვეტაც აღნიშნული ურთიერთობის, აგრეთვე, მემკვიდრეობის სამართლის ნორმების საფუძველზე უნდა მოხდეს.

6.2. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

სასამართლო განმარტავს, რომ სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ფულის სესხის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში გამსესხებელი ვალდებულია გადასცეს მსესხებელს ფულადი თანხა შეთანხმებული ოდენობით. მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს ნაკისრი პროცენტი და ვადამოსულობისას დააბრუნოს მიღებული სესხის თანხა. ამდენად, ფულის სესხი განიხილება ორმხრივ მავალდებულებელ ხელშეკრულებად, რომელიც სესხის ხელშეკრულების დადებას უკავშირებდა გამსესხებლის მიერ მსესხებლისთვის ფულის გადაცემას. შესაბამისად, გამსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა გადასცეს მსესხებელს საკუთრებაში ფულადი თანხის შეთანხმებული ოდენობა. მსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა დააბრუნოს ნასესხები თანხა შესაბამის ვალუტაში, სასყიდლიანი სესხის შემთხვევაში კი ასევე გადაიხადოს შეთანხმებული სარგებელი.

განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტებით დასტურდება, რომ მოპასუხე ალ------------------–---–ს საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულების შემადგენელი №24-3---------16 საკრედიტო ხელშეკრულებით სესხის სახით 50 000 აშშ დოლარი, 84 თვის ვადით, წლიური 13 % სარგებლის გადახდევინების პირობით გადაეცა, ხოლო 2013 წლის 22 დეკემბერს გაფორმებული №24-3---------21 საბარათე ოვერდრაფტის შემადგენელი ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა სესხი 3 000 აშშ დოლარი, 2015 წლის 21 დეკემბრამდე, წლიური 38 % სარგებლის გადახდევინებით. ამდენად, ორივე ხელშეკრულებით ალ------------------–---–ს გადაეცა ფულადი თანხა სესხის სახით, რომელიც იყო სარგებლიანი და მსესხებელს ძირითად თანხასთან ერთად მოსარჩელისთვის დარიცხული სარგებელიც უნდა გადაეხადა. მსესხებლისთვის თანხის გადაცემის ფაქტი მოპასუხეების მხრიდან სადავო არ გამხდარა და შესაბამისად, მოსარჩელის მხრიდან შესრულდა სამოქალაქო კოდექსის 623-ე და კოდექსის 867-ე მუხლებით ნაკისრი ვალდებულება და ფულადი თანხის გადაცემის მომენტიდან მათ შორის წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რაც მოპასუხის მხრიდან, გადაცემული თანხის და დარიცხული სარგებლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად დაბრუნების ვალდებულებას გულისხმობს.

6.3. სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლის თანახმად, თუ ვალის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის, მაშინ ვალი დაბრუნებულ უნდა იქნეს კრედიტორის ან მოვალის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტისას.

განსახილველ შემთხვევაში ვალის დაბრუნება უნდა მომხდარიყო, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად თანხის გადახდით. ალ------------------–---–ის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დაირღვა და გრაფიკით გათვალისწინებული თანხა აღარ გადაიხადა. მოსარჩელემ ვერ მიიღო სესხად გადაცემული ძირი თანხა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი და შესაბამისად, არსებობს როგორც ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების, აგრეთვე საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის გადახდევინების დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

სამოქალაქო კოდექსის 287-ე მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამდენიმე უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკით (საერთო იპოთეკა), საერთო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოიყენება ყოველი ნივთი. კრედიტორს შეუძლია, სურვილისამებრ, მოთხოვნა ნებისმიერი ნივთით დაიკმაყოფილოს, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

ამავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილით, იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111 მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 პუნქტის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

დადგენილია, რომ საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შემადგენელი ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც, იპოთეკით დაიტვირთა ალ------------------–---–ის კუთვნილი ორი უძრავი ქონება. გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში კი დაიდო მისი შემადგენელი საკრედიტო და ოვერდრაფტის ხელშეკრულებები. იპოთეკის ხელშეკრულებების თანახმად, იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილია მსესხებელთან გაფორმებული საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, აგრეთვე საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში დადებული ,,შემადგენელი ხელშეკრულებებით“ ნაკისრი ყველა ვალდებულება, სამომავლო და პირობითი სრული მოცულობით, მათ შორის კრედიტის სრული თანხა, მასზე დარიცხული პროცენტი, პირგასამტეხლო, იპოთეკის საგნის შენახვაზე და რეალიზაციის მომზადებაზე გაწეული ხარჯები, სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯები (იხ. იპოთეკის ხელშეკრულებების 2.1-2.4 პუნქტები). იპოთეკის ხელშეკრულებები დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, რაც დასტურდება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერებით.

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი საკრედიტო და ოვერდრაფტის ხელშეკრულებებით ალ------------------–---–ის მიერ ნაკისრი ვალდებულებები სრულო მოცულობით უზრუნველყოფილია მხარეთა შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებებით და ვინაიდან სახეზეა ვალდებულების დარღვევა, მოსარჩელე უფლებამოსილია მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით იპოთეკის საგნის რეალიზაცია მოითხოვოს.

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ამავე კოდექსის 1484-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

აღნიშნული მუხლების შესაბამისად, მემკვიდრეები სამკვიდროს მიღებით იღებენ ვალდებულებას დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორები მიღებული აქტივების ფარგლებში, შესაბამისად, ისინი, როგორც მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეები იკავებენ მამკვიდრებლის ადგილს სამართალურთიერთობაში.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეები თე---------–---–ი, ელ------------–---–ი და რე------------–---–ი ცნობილ იქნენ გარდაცვლილი ალ------------------–---–ის უფლებამონაცვლეებად. ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მოპასუხეები თე---------–---–ი, ელ------------–---–ი და რე------------–---–ი ცნობილი იქნენ გარდაცვლილი ალ------------------–---–ის დანაშთი ქონების, კერძოდ - გუ------------------ სოფე-–-----------ში მდებარე, საჯარო რეესტრში №51---------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების და ქ. თბ--–--–---------------–ის ქ. №18-ში (ნაკვეთი№1----) მდებარე, საჯარო რეესტრში №01-------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეებად. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და იგი შესულია კანონიერ ძალაში. აგრეთვე, საქმეში წარმოდგენილია ამონაწერები საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 26 და 29 სექტემბრის გადაწყვეტილებებით, ალ------------------–---–ის სახელზე რიცხული და სს ,,ბან--------------ას“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ორივე უძრავი ქონება მოპასუხეების თე---------–---–ის, ელ------------–---–ის და რევაზი აფრიაშვილის თანასაკუთრებად აღირიცხა.

ამდენად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ მოპასუხეები თე---------–---–ი, ელ------------–---–ი და რევაზი აფრიაშვილი, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეები, ცნობილი იქნებ გარდაცვლილი ალ------------------–---–ის უფლებამონაცვლეებად და შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე და 1484-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მათ, როგორც მემკვიდრეებს ეკისრებათ მამკვიდრებლის კრედიტორის - სს ,,თი---------ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილება. ამასთან მათი ეს ვალდებულება შემოიფარგლება მხოლოდ სამკვიდრო აქტივის მოცულობით.

როგორც აღინიშნა, სამკვიდრო ქონების მიღებით მემკვიდრეები არამარტო აქტივის მიღებას ახორციელებენ, არამედ პასუხისმგებლები ხდებიან მამკვიდრებლის კრედიტორების წინაშე მიღებული სამკვიდრო ქონების ფარგლებში და ამდენად, როგორც მამკვიდრებლის უფლებამონაცვლეები იკავებენ მამკვიდრებლის ადგილს სამართალურთიერთობაში. საქმის განხილვის შედეგად კი დადასტურდა, რომ მამკვიდრებელს - ალესანდრე აფრიაშვილს გააჩნდა შეუსრულებელი ფულადი ვალდებულებები მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ მიმართ, რომლის მოცულობაც მთლიანობაში 51 313.94 აშშ დოლარით განისაზღვრა, აქედან 48 313.94 აშშ დოლარის დავალიანება გამომდინარეობს 16.12.2013 წლის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ხოლო 3000 აშშ დოლარი (ძირი თანხა) 23.12.2013 წლის საბარათე ოვერდრაფტის შემადგენელი ხელშეკრულებიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეების მიმართ საფუძვლიანია, არსებობს მისი დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, აგრეთვე სამართლებრივი საფუძვლები და ამიტომ იგი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მულის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება.

ამავე კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

განსახილველ შემთხვევაში 2013 წლის 16 დეკემბერს დადებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ №24-3---------06 გენერალური ხელშეკრულების 14.2 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავასთან დაკავშირებით ბანკის სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეული იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თი---------ის“ შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მეორე ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნები თანხებთან მიმართებით და საბოლოოდ ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებული თანხის 3000 აშშ დოლარის და საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებული თანხის 48 313.94 აშშ დოლარის დაკისრება მოითხოვა. მოპასუხემ სარჩელი სცნო ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებული თანხის 3000 აშშ დოლარის და საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებული თანხიდან 17 000 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, სადავო თანხის ოდენობამ 31 313.93 აშშ დოლარი შეადგინა, რაც სარჩელის აღძვრის მომენტისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსით 78 093.81 ლარს შეადგენს (31 313.93*2.4939). მოსარჩელეს გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 4 523.50 ლარი. სასარჩელო მოთხოვნების შემცირებისა და მოპასუხის მხრიდან სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო დავის საგნის ფასი საბოლოოდ 76 146.08 ლარით განისაზღვრა. სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა. ამიტომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ დავის საგნის ღირებულების 3% რაც 2 342.81 ლარს შეადგენს. მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახ. ბაჟი 2 180.69 ლარის ოდენობით.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

8.1. მოცემულ საქმეზე სარჩელთან დაკავშირებით უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591, 268-270-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სარჩელი მოპასუხეების თე---------–---–ის, ელ------------–---–ის და რე------------–---–ის მიმართ, დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხეებს თე---------–---–ს, ელ------------–---–ს და რე------------–---–ს (როგორც ალ------------------–---–ის უფლებამონაცვლე პირებს) მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ №24-3---------16 შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 48 313.94 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც 45 700.93 აშშ დოლარი არის ძირი თანხა, ხოლო 2 613.01 აშშ დოლარი სარგებელი;

3. მოპასუხეებს თე---------–---–ს, ელ------------–---–ს და რე------------–---–ს (როგორც ალ------------------–---–ის უფლებამონაცვლე პირებს) მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ №24-3---------21 საბარათე ოვერდრაფტის შემადგენელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 3 000 აშშ დოლარის გადახდა;

4. მოპასუხეებს თე---------–---–ს, ელ------------–---–ს და რე------------–---–ს (როგორც ალ------------------–---–ის უფლებამონაცვლე პირებს) მოსარჩელე სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2 342.81 ლარის ანაზღაურება;

5. მოსარჩელე სს ,,თი---------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2 180.69 ლარი (საგადახდო დავალება №2-ით 21.01.2016 წელს გადახდილი თანხა 3 756.5; საგადახდო დავალება №1-ით 29.01.2016 წელს გადახდილი თანხა 671 ლარი; საგადახდო დავალება №3-ით 04.02.2016 წელს გადახდილი თანხა 96 ლარი; გადამხდელი ბანკი - სს თი---------ი; სახაზინო კოდი 300503150);

5. გადაწყვეტილების აღსრულება მოხდეს მოსარჩელე სს ”თი---------ის” (სს ”ბან--------------ას” უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების: 1. გუ------------------ს სოფე-–-----------ში მდებარე, საჯარო რეესტრში №51---------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების; და 2. ქ. თბ--–--–---------------–ის ქ. №18-ში მდებარე (ნაკვეთი №1----), საჯარო რეესტრში №01-------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების იძულების წესით აუქციონზე რეალიზაციის გზით.

6. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად იქნეს მიქცეული.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

9. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 12 დღის ვადაში გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარების მომენტიდან.

 

მოსამართლე რომან კუპატაძე