გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.01.2019
საქმის ნომერი
190210018002705789
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-2969-18

(საქმე N190210018002705789)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 იანვარი 2019 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი: გიორგი ჩუბინიძე

მოსარჩელე - სს ,,თ----------ი”

წარმომადგენელი - თ----- კ--------

მოპასუხეები - შპს ,,მ---.“ (დირექტორი რ---- მ-------ი); ვ----- მ-------ი, რ---- მ-------ი, ს----–- მ-------ა, ე-–------ მ-------ი

მოპასუხეების - ვ----- მ-------ის და რ---- მ-------ის წარმომადგენელი - რ------- ა---–----

თარჯიმანი - ნ------- გ-------

დავის საგანი: თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე - შპს ,,მ----ს“ სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს N3904840-8831434 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 114,822.54 ლარის გადახდა, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა - 97,828.84 ლარი, დარიცხული პროცენტი - 7,210.82 ლარი, პირგასამტეხლო - 9,782.88 ლარი.

 

1.2. მოპასუხე - შპს ,,მ----ს“ სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს N3904840-8831434 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე 97,828.84 ლარზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი წლიური 13%, 2018 წლის 11 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში, რაც ყოველთვირად შეადგენს 1,059.81 ლარს, ხოლო ჯამურად 12,717.74 ლარს.

 

1.3. მოპასუხე - შპს ,,მ----ს“ სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს N3904840-8831434 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, სესხის ძირ თანხაზე 97,828.84 ლარზე დარიცხული 0,1%, ყოველდღიურად 2018 წლის 11 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 90 დღის განმავლობაში, რაც ყოველდღიურად შეადგენს 97.83 ლარს, ხოლო ჯამურად 8,804.59 ლარს.

 

1.4. ვალდებულებისა და გაწეული ხარჯების სრულად დაფარვის მიზნით იძულებით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული 1,300.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობასთან ერთად, მდებარე: გარდაბნის რაიონი, სოფ. ყარაჯალარი ს/კ 81.06.06.289.

 

1.5. აღსრულება განხორციელდეს შპს ,,მ----ის“ ნებისმიერი შემოსავლისა და ქონების რეალიზაციის, მათ შორის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის ხარჯზე.

 

1.6. პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ,,მ---.“-ის დირექტორმა რ---- მ-------მა, მისმა და ვ----- მ-------ის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს სასარჩელო მოთხოვნის ძირი თანხის ნაწილში და ითხოვეს პირგასამტეხლოსა და პროცენტის შემცირება.

 

მოპასუხე ე-–------ მ-------ს წერილობითი შესაგებელი სასამართლოში არ წარმოუდგენია და არც სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2016 წლის 15 ივლისს სს ,,თ----------სა’’, შპს ,,მ----ს“ შორის გაფორმდა 00132.3904840.001 საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც 2017 წლის 16 მარტს გაფორმებული 03904840-8831434 საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელზე გაცემულ იქნა კრედიტი 150,000.00 ლარის ოდენობით, წლიური 13%-ის დარიცხვით 31 თვის ვადით.

 

მტკიცებულებები:

- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება; საკრედიტო ხელშეკრულება.

 

3.1.2. 2016 წლის 15 ივლისს გენერალური ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შენდეგი უძრავი ქონება: 1.300.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობით, მდებარე გარდაბნის რ/ნ სოფ. ყარაჯალარი, ს/კ 81.06.06.289.

მტკიცებულებები:

- იპოთეკის ხელშეკრულება; უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.

 

3.1.3. მოპასუხემ არ შეასრულა ბანკის წინაშე არსებული ვალდებულება, 2018 წლის 10 აპრილიდან დღემდე მსესხებელს არცერთი გადახდა არა აქვს განხორცილებეული. შესაბამისად სესხს დაერიცხა ხელშეკრულების 2.9-2.10 პუნქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, კერძოდ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 20 ლარის ოდენობით და შემდეგ დავალიანების 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოვალის დავალიანება ბანკის მიმართ 2018 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 114,822.54 ლარს, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა - 97,828.84 ლარი, დარიცხული პროცენტი - 7,210.82 ლარი, პირგასამტეხლო - 9,782.88 ლარი.

 

მტკიცებულებები:

- საკრედიტო ხელშეკრულება;

- სესხის დაფარვის გრაფიკი,გადახდების ისტორია;

- ცნობა დავალიანების შესახებ.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხეებს არ აქვთ შესრულებული სს ,,თ----------ის’’ წინაშე ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-287-ე, 268-ე, 301-ე, 361-ე, მე-400, 405-ე 417-420-ე, 867-ე, 873-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.

 

მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. იგივე შედეგი დგება სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობის შემთხვევაშიც.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დავალიანების ძირითადი თანხის ნაწილობრივ დაკისრების - 64 110 ლარის ოდენობით მოთხოვნის ნაწილში ,ამდენად, სასამართლომ მიიჩნევს, რომ სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ მისი ცნობის გამო და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის ნაწილი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

საკრედიტო ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა საბანკო კრედიტის სახით. მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ''თ----------ის'' მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაცემული იქნა კრედიტი. მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულები შესრულებული არ არის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის გრაფიკი მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.

 

დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხა მოპასუხე შპს ”მ---.-მა” სრულად მიიღო. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სარჩელი ასევე სრულად უნდა დაკმაყოფილდეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის პროცენტის თაობაზე მოთხოვნის ნაწილშიც, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრიათ სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მსესხებლის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია. ამასთან, წლიური 13% სარგებელი არ არის მაღალი და არ უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირსგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადგენილი წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, ამდენად არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს. ამასთან, სასამართლოს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არ მიჩანია, როგორც შეუსაბამოდ მაღალი და არ უნდა შემცირდეს .

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

ამავე კოდექსის 287-ე მუხლის შესაბამისად, თუ მოთხოვნა უზრუნველყოფილია რამდენიმე უძრავ ნივთზე არსებული იპოთეკით (საერთო იპოთეკა), საერთო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად გამოიყენება ყოველი ნივთი. კრედიტორს შეუძლია, სურვილისამებრ, მოთხოვნა ნებისმიერი ნივთით დაიკმაყოფილოს, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან.

 

ამავე კოდექსის 301-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

დადგენილია, რომ კრედიტორის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ე-–------ მ-------ის, ვ----- მ-------ის, რ---- მ-------ის და ს----–- მ-------ას სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული უძრავი ქონება, შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა და სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე გარდაბანი სოფ. ყარაჯალარი, საკადასტრო კოდი №81.06.06.289.

 

ამასთან, აღსრულება უნდა განხორციელდეს შპს ,,მ----ის“ ნებისმიერი შემოსავლისა და ქონების რეალიზაციის, მათ შორის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის ხარჯზე, თუ დავალიანების დაფარვა სრულად ვერ მოხდება ზემოაღნიშნული ქონების რეალიზაციის შედეგად. აღნიშნულს ითვალისწინებს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.4-9.6 პუნქტები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო, კერძოდ ძირი თანხის 64 110 ლარის ნაწილში, ამასთან მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხე შპს ,,მ---.-ს" მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 2167,31 ლარის ანაზღაურება, ხოლო 1923,03 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე სს ,,თ----------ს’’.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

9. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი

 

მოსარჩელე ითხოვდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას, რადგან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებს ამ საკითხს.

 

სასამართლო გაეცნო შუამდგომლობას და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 პუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ მისი ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა, ხოლო ”ზ” ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას.

ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს სს ,,თ----------ის’’ სარჩელი მოპასუხეების შპს ,,მ---.-ის“, ვ----- მ-------ის, რ---- მ-------ის, ს----–- მ-------ას და ე-–------ მ-------ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციის თაობაზე.

 

2. მოპასუხე - შპს ,,მ---.-ს“ სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს N3904840-8831434 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 114,822.54 ლარის გადახდა, საიდანაც კრედიტის ძირი თანხაა - 97,828.84 ლარი, დარიცხული პროცენტი - 7,210.82 ლარი, პირგასამტეხლო - 9,782.88 ლარი.

 

3. მოპასუხე - შპს ,,მ----ს“ სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს N3904840-8831434 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე - 97,828.84 ლარზე დასარიცხი საპროცენტო სარგებელი წლიური 13%, 2018 წლის 11 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვის განმავლობაში, რაც ყოველთვირად შეადგენს 1,059.81 ლარს, ხოლო ჯამურად 12,717.74 ლარს.

 

4. მოპასუხე - შპს ,,მ----ს“ სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს N3904840-8831434 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, სესხის ძირ თანხაზე 97,828.84 ლარზე დარიცხული 0,1%, ყოველდღიურად 2018 წლის 11 ოქტომბრიდან ვალდებულების სრულ შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 90 დღის განმავლობაში, რაც ყოველდღიურად შეადგენს 97.83 ლარს, ხოლო ჯამურად 8,804.59 ლარს.

 

5. ვალდებულებისა და გაწეული ხარჯების სრულად დაფარვის მიზნით იძულებით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული 1,300.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთი მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობასთან ერთად, მდებარე: გარდაბნის რაიონი, სოფ. ყარაჯალარი ს/კ 81.06.06.289.

 

6. მოპასუხე შპს ,,მ---.-ს" მოსარჩელე სს ,,თ----------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 2167,31 ლარის ანაზღაურება;

 

7. მოსარჩელე სს ,,თ----------ს’’ უკან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 01 ნოემბერს (საგადასახადო დავალება №1) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 4090,34 ლარიდან 1923,03 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ბანკი/ხაზინა: ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, სახაზინო კოდი: 300063150, ბანკის კოდი: TRESGE22.

 

8. აღსრულება განხორციელდეს შპს ,,მ----ის“ ნებისმიერი შემოსავლისა და ქონების რეალიზაციის, მათ შორის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის ხარჯზე.

 

9. მოსარჩელე სს ,,თ----------ს’’ გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებაზე ეთქვას უარი.

 

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქაიძის ქ. N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. N6) მეშვეობით.

 

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

12. განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით საჩივრდება კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის განჩინების ასლის გადაცემიდან 12 დღის ვადაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი