გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განაჩენი
საქართველოს სახელით
საქმე №989აპ-21 24 მარტი, 2022 წელი
ჩ-ე ვ., 989აპ-21 ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – გიორგი გაგნიძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2020 წლის 14 ივლისის განაჩენით ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და მიესაჯათ:
მ. პ-ს, - ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (1-ლი, მე-2 და მე-3 ეპიზოდებისათვის) – 4-4 წლით, სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მე-4 ეპიზოდისათვის) – 5 წლით, სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (1-ლი და მე-2 ეპიზოდებისათვის) – 2-2 წლით, ხოლო სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მ. პ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;
ვ. ჩ-ეს, – - ნასამართლობის არმქონეს, – საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელი და ვ. ჩ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
გ. ო-ეს, - ნასამართლევს, – საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (1-ლი და მე-2 ეპიზოდებისათვის) – 5-5 წლით, ხოლო 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „გ“ ქვეპუნქტებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მე-2 ეპიზოდისათვის) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი და ნაკლებად მკაცრი სასჯელები და გ. ო-ეს დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დაემატა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულებს სასჯელის მოხდა დაეწყოთ დაკავების დღიდან – 2019 წლის 19 ნოემბრიდან.
2. განაჩენით დადგენილადაა მიჩნეული, რომ მ. პ-მა ჩაიდინა: ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება (4 ეპიზოდი); წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონების მესაკუთრის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები; ვ. ჩ-ემ – ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება; წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონების მესაკუთრის დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები; გ. ო-ემ – ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება (2 ეპიზოდი); წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონების მესაკუთრის ქონებრივი დაზიანება მოტყუებით, თუ არ არის სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.
3. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
4. მ. პ-ის ეპიზოდი:
შპს „ე-ეს“ (ს/ნ -) დირექტორმა მ. პ-მა, მასთან დაკავშირებულმა პირმა და შპს „-ის“ (ს/ნ -) დირექტორმა დ. კ-ემ 2019 წლის 31 მარტიდან იმავე წლის 12 მაისის ჩათვლით პერიოდში გამოყენების მიზნით დაამზადეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები შემდეგი ნომრებით – №---, №------, №------, №------, №--და შესაბამისი სასაქონლო ზედნადებები, რომლებშიც შეიტანეს ფიქციური ოპერაციის ამსახველი ინფორმაცია, რომ, თითქოს, შპს „ე-ე“ შპს „-ის“ მოემსახურა სამშენებლო ტექნიკით, შეუსრულა სამშენებლო სამუშაოები, ასევე – მიაწოდა მეორადი აკუმულატორის ჯართი და ფეროსილიკომანგანუმი. ზემოხსენებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე დ. კ-ის კომპანიამ – შპს „-იმ“ მიიღო ჯამურად – 61 627,73 ლარის დღგ-ს უკანონო ჩათვლა, საიდანაც ნაწილი – 7 983,76 ლარი მ. პ-მა, მასთან დაკავშირებულმა პირმა და დ. კ-ემ, წინასწარი შეთანხმებისამებრ, 2019 წლის 13 მაისს გამოიყენეს 3 ერთეული ავტომანქანის განსაბაჟებლად და შედეგად, მიუღებელი შემოსავლის სახით, სახელმწიფოს მიადგა 7 983,76 ლარის ზიანი.
შპს „ე-ეს“ (ს/ნ ----) დირექტორმა მ. პ-მა, მასთან დაკავშირებულმა პირმა და შპს „ო---ის“ (ს/ნ ------) დირექტორმა გ. ო-ემ 2019 წლის 18 მაისს გამოყენების მიზნით დაამზადეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები შემდეგი ნომრებით – №-----------, №--------, რომლებშიც შეიტანეს ფიქციური ოპერაციის ამსახველი ინფორმაცია, რომ, თითქოს, შპს „ე-ემ“ შპს „ო-ის“ შეუსრულა სამშენებლო სამუშაოები. ზემოხსენებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე გ. ო-ის კომპანიამ – შპს „ო---იმ“ მიიღო ჯამურად 29 440,67 ლარის დღგ-ს უკანონო ჩათვლა, საიდანაც ნაწილი – 4 003 ლარი მ. პ-მა, მასთან დაკავშირებულმა პირმა და გ. ო-ემ, წინასწარი შეთანხმებისამებრ, 2019 წლის 26 მაისს გამოიყენეს იმპორტირებული, 23 880 კგ ნავთობის ბიტუმის (60/70) განსაბაჟებლად, ხოლო 4 857 ლარი კი – მიმდინარე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში. შედეგად, მიუღებელი შემოსავლის სახით სახელმწიფოს მიადგა 8 860 ლარის ზიანი.
შპს „ე-ეს“ (ს/ნ -----) დირექტორმა მ. პ-მა, მასთან დაკავშირებულმა პირმა, გ. ო-ემ და შპს „ქ-ის“ (ს/ნ ------) დირექტორმა ა. გ-ამ 2019 წლის 19 მაისს გამოყენების მიზნით დაამზადეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა №-------, რომელშიც შეიტანეს ფიქციური ოპერაციის ამსახველი ინფორმაცია, რომ, თითქოს, შპს „ე--ემ“ შპს „ქ--ს“ გაუწია სარემონტო და სამშენებლო მომსახურება. ზემოხსენებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტის საფუძველზე ა. გ-ას კომპანია შპს „ქ---მა“ მიიღო 30 508,47 ლარის დღგ-ს უკანონო ჩათვლა.
შპს „ე-ეს“ (ს/ნ -----) დირექტორმა მ. პ-მა, მასთან დაკავშირებულმა პირმა და შპს „-ის“ (ს/ნ -------) ფაქტობრივმა მფლობელმა და მმართველმა ვ. ჩ-ემ 2019 წლის 20 მაისს გამოყენების მიზნით დაამზადეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა №--------, რომელშიც შეიტანეს ფიქციური ოპერაციის ამსახველი ინფორმაცია, რომ, თითქოს, შპს „ე-–--ემ“ შპს „-----ს“ შეუსრულა სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები. ზემოხსენებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტის საფუძველზე ვ. ჩ-ის კომპანია შპს „-----მა“ მიიღო 100 677,97 ლარის დღგ-ს უკანონო ჩათვლა, რაც მ. პ-მა, მასთან დაკავშირებულმა პირმა და ვ. ჩ-ემ, წინასწარი შეთანხმებისამებრ, 2019 წლის 22 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით პერიოდში სრულად გამოიყენეს იმპორტირებული, 130 000 კგ დიზელის საწვავის განსაბაჟებლად. შედეგად, მიუღებელი შემოსავლის სახით, სახელმწიფოს მიადგა 100 677,97 ლარის ზიანი.
5. გ. ო-ის ეპიზოდი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 18 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა (2 ეპიზოდი) და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებულმა გ. ო-ემ კვლავ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, კერძოდ:
შპს „ე-ეს“ (ს/ნ -----) დირექტორმა მ. პ-მა, მასთან დაკავშირებულმა პირმა და შპს „ო---ის“ (ს/ნ -------) დირექტორმა გ. ო-ემ 2019 წლის 18 მაისს გამოყენების მიზნით დაამზადეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურები შემდეგი ნომრებით – №---------, №------, რომლებშიც შეიტანეს ფიქციური ოპერაციის ამსახველი ინფორმაცია, რომ, თითქოს, შპს „ე-ემ“ შპს „ო-ის“ შეუსრულა სამშენებლო სამუშაოები. ზემოხსენებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტების საფუძველზე გ. ო-ის კომპანიამ – შპს „ო-იმ“ მიიღო ჯამურად 29 440,67 ლარის დღგ-ს უკანონო ჩათვლა, საიდანაც ნაწილი – 4 003 ლარი მ. პ-მა, მასთან დაკავშირებულმა პირმა და გ. ო-ემ, წინასწარი შეთანხმებისამებრ, 2019 წლის 26 მაისს გამოიყენეს იმპორტირებული, 23 880 კგ ნავთობის ბიტუმის (60/70) განსაბაჟებლად, ხოლო 4 857 ლარი კი – მიმდინარე დღგ-სა და საშემოსავლო გადასახადში. შედეგად, მიუღებელი შემოსავლის სახით, სახელმწიფოს მიადგა 8 860 ლარის ზიანი.
შპს „ე-ეს“ (ს/ნ -------) დირექტორმა მ. პ-მა, მასთან დაკავშირებულმა პირმა, გ. ო-ემ და შპს „ქ--ის“ (ს/ნ -) დირექტორმა ა. გ-ამ 2019 წლის 19 მაისს გამოყენების მიზნით დაამზადეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა №---, რომელშიც შეიტანეს ფიქციური ოპერაციის ამსახველი ინფორმაცია, რომ, თითქოს, შპს „ე-ემ“ შპს „ქ-ს“ გაუწია სარემონტო და სამშენებლო მომსახურება. ზემოხსენებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტის საფუძველზე ა. გ-ას კომპანია შპს „ქ-მა“ მიიღო 30 508,47 ლარის დღგ-ს უკანონო ჩათვლა.
6. ვ. ჩ-ის ეპიზოდი:
შპს „ე-ეს“ (ს/ნ -----) დირექტორმა მ. პ-მა, მასთან დაკავშირებულმა პირმა და შპს „-ის“ (ს/ნ -------) ფაქტობრივმა მფლობელმა და მმართველმა ვ. ჩ-ემ 2019 წლის 20 მაისს გამოყენების მიზნით დაამზადეს ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურა №--------, რომელშიც შეიტანეს ფიქციური ოპერაციის ამსახველი ინფორმაცია, რომ, თითქოს, შპს „ე-ემ“ შპს „--ს“ შეუსრულა სარემონტო და სამშენებლო სამუშაოები. ზემოხსენებული ყალბი საგადასახადო დოკუმენტის საფუძველზე ვ. ჩ-ის კომპანია შპს „--მა“ მიიღო 100 677,97 ლარის დღგ-ს უკანონო ჩათვლა, რაც მ. პ-მა, მასთან დაკავშირებულმა პირმა და ვ. ჩ-ემ, წინასწარი შეთანხმებისამებრ, 2019 წლის 22 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით პერიოდში სრულად გამოიყენეს იმპორტირებული, 130 000 კგ დიზელის საწვავის განსაბაჟებლად. შედეგად, მიუღებელი შემოსავლის სახით, სახელმწიფოს მიადგა 100 677,97 ლარის ზიანი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2020 წლის 4 ნოემბრის განაჩენით დაკმაყოფილდა უფროსი პროკურორის – გ. გაგნიძის შუამდგომლობა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე და დამტკიცდა პროკურორ გიორგი გაგნიძესა და მსჯავრდებულ გ. ო-ეს შორის 2020 წლის 28 ოქტომბერს დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, გ. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) – 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით – 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მე-2 ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა დანარჩენი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე დაემატა წინა – თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 სექტემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა და გ. ო-ეს განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე და 67-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 6 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 19 ნოემბრიდან 2020 წლის 4 ნოემბრის ჩათვლით.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განაჩენით დაკმაყოფილდა უფროსი პროკურორის – გიორგი გაგნიძის შუამდგომლობა და დამტკიცდა პროკურორსა და მსჯავრდებულებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 14 ივლისის განაჩენში შევიდა შემდეგი ცვლილება:
მ. პ. ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (1-ლი, მე-2 და მე-3 ეპიზოდებისათვის) – 4-4 წლით, სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მე-4 ეპიზოდისათვის) – 5 წლით, სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით (1-ლი და მე-2 ეპიზოდებისათვის) – 2-2 წლით, ხოლო სსკ-ის 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და მ. პ-ს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 5 წლის გამოსაცდელი ვადით;
ვ. ჩ-ეს საქართველოს სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 185-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით – 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თანაბარი სასჯელი და ვ. ჩ-ეს დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 4 წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულებს – მ. პ-სა და ვ. ჩ-ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალათ პატიმრობაში ყოფნის დრო – 2019 წლის 19 ნოემბრიდან 2021 წლის 9 ივლისის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
9. 2021 წლის 15 ნოემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით მომართა საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსმა პროკურორმა გიორგი გაგნიძემ და ითხოვა საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის განაჩენის გაუქმება და საქმის პროკურორისათვის დაბრუნება, ვინაიდან მსჯავრდებულებმა – მ. პ-მა და ვ. ჩ-ემ დაარღვიეს საპროცესო შეთანხმების პირობა, კერძოდ: მ. პ-სა და ვ. ჩ-ეს საპროცესო შეთანხმების პირობად განესაზღვრათ, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთანავე უნდა აენაზღაურებინათ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ნაწილი - 35 000 ლარი (რაც მათ შეასრულეს), ხოლო დარჩენილი თანხა – 65 678 ლარი – უნდა აენაზღაურებინათ 2021 წლის 1 ნოემბრამდე. მსჯავრდებულებმა დაარღვიეს საპროცესო შეთანხმების პირობა და დღემდე არ აუნაზღაურებიათ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ნაწილი, რასაც თავადაც ადასტურებენ.
10. მსჯავრდებული ვ. ჩ. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. შ. წერილობითი პოზიციით ითხოვენ, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივარი და ვ. ჩ-ეს განესაზღვროს გონივრული ვადა დარჩენილი თანხის ასანაზღაურებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ უფროსი პროკურორის – გიორგი გაგნიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის განაჩენით დადგენილია, რომ დამტკიცდა უფროს პროკურორ გიორგი გაგნიძესა და მსჯავრდებულებს – მ. პ-სა და ვ. ჩ-ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ამასთან, საპროცესო შეთანხმების დადებისას განისაზღვრა კონკრეტული პირობა კონკრეტული ვადით, კერძოდ: მ. პ-ი და ვ. ჩ-ე სოლიდარულად იღებდნენ ვალდებულებას, საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთანავე აენაზღაურებინათ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ნაწილი – 35 000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა – 65 678 ლარი – უნდა აენაზღაურებინათ 2021 წლის 1 ნოემბრამდე.
3. მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მ. პ-მა და ვ. ჩ-ემ საპროცესო შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში (2021 წლის 1 ნოემბრამდე) სრულად არ აანაზღაურეს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი.
4. წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, პროკურორისთვის მსჯავრდებულთა მიერ საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა 2021 წლის 15 ნოემბერს და სწორედ ამ თარიღიდან აითვლება სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა. ვინაიდან პროკურორმა საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას მომართა 2021 წლის 15 ნოემბერსვე, საჩივარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოტანილია საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადის დაცვით.
5. საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-4-მე-5 ნაწილების თანახმად, პირობის დარღვევა წარმოადგენს საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმებისა და საქმის პროკურორისათვის დაბრუნების საფუძველს.
6. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულებმა – მ. პ-მა და ვ. ჩ-ემ არ შეასრულეს საპროცესო შეთანხმების პირობა და შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში (2021 წლის 1 ნოემბრამდე) არ აანაზღაურეს სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი, საპროცესო შეთანხმებითვე განსაზღვრული მოცულობით. სასამართლო ითვალისწინებს, რომ საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას მსჯავრდებულებს განემარტათ, რომ ვალდებულნი იყვნენ, სრულად შეესრულებინათ საპროცესო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები, ხოლო ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილი იქნებოდა, მიემართა სასამართლოსთვის განაჩენის გაუქმების თაობაზე, რასაც მსჯავრდებულები დაეთანხმნენ.
7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს სასამართლოს მიერ დამტკიცებული საპროცესო შეთანხმების პირობებში საკუთარი ინიციატივით ცვლილების შეტანას, მათ შორის – დარჩენილი თანხის გადასახდელად ახალი ვადის განსაზღვრის ნაწილში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, გაიზიაროს დაცვის მხარის არგუმენტები.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – გიორგი გაგნიძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, როდესაც უკვე გამოტანილი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რის შესახებაც ეცნობოს პროკურორს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 301-ე, 307-ე მუხლებით, 209-215-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის – გიორგი გაგნიძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 9 ივლისის განაჩენი მ. პ-ისა და ვ. ჩ-ის მიმართ და საქმე დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რის შესახებაც ეცნობოს პროკურორს;
3. განაჩენი საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე