განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №270100119002892394 (1/23-19)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2019 წელი ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი სასამართლო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში
მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ
სალომე ქობალიას მდივნობით
პროკურორ - მა----------ს
ბრალდებულების - ავ--------–----------ას, გო----------ას, კა------------–-ას აგრეთვე,ადვოკატ - მა--------------სა და გვ--–--–--–-ას
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მა----------ს შუამდგომლობა
1.ბრალდებულ ავ--------–----------ას მიმართ,დაბადების თარიღი: 03-------0 წელი,პირადი ნომერი: 51--------1,საქართველოს მოქალაქე,დასაოჯახებელი,მისამართი: წა-–-------------------------------------------–---–--------1,2.ბრალდებულ გო----------ას მიმართ,დაბადების თარიღი: 29-------0 წელი,პირადი ნომერი: 51--------8,საქართველოს მოქალაქე,დაოჯახებული,მისამართი: წა-–-------------------------------------------–---–-----0,3.ბრალდებულ კა------------–-ას მიმართ,დაბადების თარიღი: 08-------3 წელი,პირადი ნომერი: 51--------7,საქართველოს მოქალაქე,დაოჯახებული,მისამართი: წა-–-----------------------------------------------------6,სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1)დადგენილია, რომ ავ--------–----------ამ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
ავ--------–----------ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
201--–-–---------------–--–----------------------–--------------2-ში მდებარე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კუთვნილი შენობიდან ძალაყინის, რკინის საჭრელი ხერხის და სხვა ხელსაწყოების გამოყენებით ავ--------–----------ა, გო----------ასთან და კა------------–-ასთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ცდლილობდა ფარულად დაეუფლებოდა ბეტონის კონსტრუქციის დაშლით მასში მოთავსებულ რკინის ხრახნილებს (ე.წ არმატურას), რითაც დაზარალებულს მიადგა 102, 75 ლარის ზიანი.
2)დადგენილია, რომ კა------------–-ამ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
კა------------–-ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
201--–-–---------------–--–----------------------–--------------2-ში მდებარე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კუთვნილი შენობიდან ძალაყინის, რკინის საჭრელი ხერხის და სხვა ხელსაწყოების გამოყენებით კა------------–-ა გო----------ასთან და ავ--------–----------ასთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ცდლილობდა ფარულად დაეუფლებოდა ბეტონის კონსტრუქციის დაშლით მასში მოთავსებულ რკინის ხრახნილებს (ე.წ არმატურას), რითაც დაზარალებულს მიადგა 102, 75 ლარის ზიანი.
3)დადგენილია, რომ გო----------ამ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.
გო----------ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
201--–-–---------------–--–----------------------–--------------2-ში მდებარე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს კუთვნილი შენობიდან ძალაყინის, რკინის საჭრელი ხერხის და სხვა ხელსაწყოების გამოყენებით გო----------ა, კა------------–-ასთან და ავ--------–----------ასთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ცდლილობდა ფარულად დაეუფლებოდა ბეტონის კონსტრუქციის დაშლით მასში მოთავსებულ რკინის ხრახნილებს (ე.წ არმატურას), რითაც დაზარალებულს მიადგა 102, 75 ლარის ზიანი.
2019 წლის 13 მარტს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ მა----------ს, ბრალდებულებს ავ--------–----------ას, გო----------ას, კა------------–-ას, ადვოკატ მა--------------ს და გვ--–--–--–-ას შორის.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებულები აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედებათ ბრალი, სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებენ, მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.
ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ისინი მიაწვდიან სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ მათ აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.
ბრალდებულები ავ--------–----------ა, გო----------ა და კა------------–-ა ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.
ბრალდებულებს და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.
ბრალდებულები და მათი ადვოკატები სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტათ ბრალდებულებს, რომ მათ მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
პროკურორი შუამდგომლობს ბრალდებულების მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს:
ბრალდებული ავ--------–----------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის საზედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით.
ბრალდებული გო----------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის საზედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
ბრალდებული კა------------–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის საზედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით (დაზუსტებული ბრალი, იხ. 13.03.2019 წლის სხდომის ოქმი).
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ხის ძელაკი, რკინის ხრახნი და მავთული, რკინის ორი ცალი ძელი, ორი ცალი ხის კიბე, კა------------–-ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი ხის ძელაკი გადაეცეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. გო----------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული რკინის საჭრელი ხერხი და ხისტარიანი ურო, ავ--------–----------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული რკინის ძელი. ე.წ „ლომი“ განადგურდეს. „ მერსედესის“ მარკის ავტომანქანა VX 769 XV დაუბრუნდეს ავ--------–----------ას.
ავ--------–----------ას, გო----------ას და კა------------–-ას ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:
1.ბრალდებულ კა------------–-ას გამოკითხვის ოქმი; 2. ბრალდებულ გო----------ას გამოკითხვის ოქმი; 3. ბრალდებულ ავ--------–----------ას გამოკითხვის ოქმი: 4. მოწმე ირ---–--–------ას გამოკითხვის ოქმი; 5. მოწმე ალ-----------ას გამოკითხვის ოქმი: 6. მოწმე ვა-------------ას გამოკითხვის ოქმი: 7. მოწმე ლა–------–---–---–ის გამოკითხვის ოქმი; 8. შემთხვევის ადგილისდათვალიერების ოქმი, ამოღებული ავტომანქანა და ნივთები; 9. ბრალდებულების პირადი ჩრეკის ოქმი და ამოღებული ნივთები; 10. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა.
სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:
გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ავ--------–----------ამ, გო----------ამ და კა------------–-ამ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მათ უნდა დაედოთ მსჯავრი.
ავ--------–----------ას, გო----------ას და კა------------–-ას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მათი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
იმავე კოდექსის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.
საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:
საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).
ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო 81-ე, 209-ე, 210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მა----------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ მა----------ს, ბრალდებულებს ავ--------–----------ას, გო----------ას და კა------------–-ას ასევე, მათი ინტერესების დამცველ ადვოკატ მა--------------ს და გვ--–--–--–-ას შორის;
ბრალდებული ავ--------–----------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის საზედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით;
ბრალდებული გო----------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის საზედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით;
ბრალდებული კა------------–-ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის საზედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ხის ძელაკი, რკინის ხრახნი და მავთული, რკინის ორი ცალი ძელი, ორი ცალი ხის კიბე, კა------------–-ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ორი ცალი ხის ძელაკი გადაეცეს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს. გო----------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული რკინის საჭრელი ხერხი და ხისტარიანი ურო, ავ--------–----------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული რკინის ძელი. ე.წ „ლომი“ განადგურდეს. „ მერსედესის“ მარკის ავტომანქანა VX 769 XV დაუბრუნდეს ავ--------–----------ას.
ავ--------–----------ას სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების პერიოდი - 2019 წლის 10 მარტიდან 2019 წლის 13 მარტის ჩათვლით;
გო----------ას სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების პერიოდი - 2019 წლის 10 მარტიდან 2019 წლის 13 მარტის ჩათვლით;
კა------------–-ას სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს დაკავების პერიოდი - 2019 წლის 10 მარტიდან 2019 წლის 13 მარტის ჩათვლით;
ავ--------–----------ას მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულებითი ღონისძიება - დაკავება გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
გო----------ას მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულებითი ღონისძიება - დაკავება გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
კა------------–-ას მიმართ გამოყენებული საპროცესო იძულებითი ღონისძიება - დაკავება გაუქმდეს და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, ავ--------–----------ას, გო----------ას და კა------------–-ას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულების ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;
განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილვევლმა მოსამართლემ უგულებელყო საქართველოს სსსკ-ის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;
განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
მოსამართლე მანუჩარ ცაცუა