განაჩენი

სისხლის სამართლის 21.04.2018
საქმის ნომერი
020100118002409222
დავის ტიპი
177 2 ბ , 177 2 ა
თარიღი
21.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020100118002409222 (1/190-18)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 აპრილი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ

ანა კვირტიას მდივნობით

 

პროკურორ - ალ-----------ს,ბრალდებულ - გი-----------------სა და

ადვოკატ - მთ---------------ს

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზ---------------------–--------------------------–---------------------ის - ალ-----------ს შუამდგომლობა

 

ბრალდებულ: გი-----------------ს მიმართ,დაბადებული: 21.04.1--- წელს,საქართველოს მოქალაქე,პირადი №------------

საშუალო განათლების მქონე,დაოჯახებული,რეგისტრირებული: ქ------–-----------------------–--–----------

ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ზ----------------------------–------------–---------------------------

 

სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ'' ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

დადგენილია, რომ გი-----------------მ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

201--–-–------------–--------–----------------ათზე გი-----------------მ უკანონოდ შეაღწია ფანჯრის გაღების გზით ქ------------–ი, სპ--------------------------–- მდებარე ნ-----------–---- კუთვნილ სასადილოში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ნ-----------–---- კუთვნილ ერთ ც--–------–------ ღირებულ ტოშიბას ფირმის და ერთ ცალ 3----–------ ღირებულ ,,ე---------'' ფირმის ნოუთბუქს და ფულად თანხას 1---–----------------თ, რის შედეგადაც დაზარაებულს მიაყენა 9----–----- მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2----–-–------------–---აფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პრო-------------------–--------------------ს ალ-----------ს, ბრალდებულ გი-----------------ს და ადვოკატ მთ---------------ს შორის.

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებული აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედება ბრალი, სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებს, მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.

 

ბრალდებული აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი იმფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.

 

ბრალდებული გი----------------- ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.

 

ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.

 

ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

პროკურორი ალ----------- შუამდგომლობს ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს:

 

ბრალდებული გი----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ'' ქვეპუნქტით და ძირითადი სასაჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0--–-–----------- რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვლოს პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით;

 

გი-----------------ს საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრ--------------------------ით;

 

ნივთიერი მტკიცებულება - 2-–--–--------------- ბ------------------------------ დაუბრუნდეს დაზარალებულ - ნ-----------–----, ხოლო ამოღებული ხელის კვ-–--------------------–--------------------

 

გი----------------- და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მთ--------------- ეთანხმებიან ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.

 

გი-----------------ს ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

1.ბრალდებულ გი----------------ძის გამოთხვის ოქმი;

2.ნ-----------–---- გამოკითხვის ოქმი;

3.ა-–------------------ გამოკითხვის ოქმი;

4.დათვალირების ოქმი;

5.ამოღების ოქმი;

6.დაკავების ოქმი;

7.ამოღებული ნივთიერი მკიცებულებები;

8.ნივთის ამოცნობის ოქმები;

9.საგამოძიებო ექსპერტიმენტის ოქმი.

 

სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:

 

გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ გი-----------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ'' ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

გი-----------------ს მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

ბრალდებულის მიმართ მიზანშეწონილია სსს კოდექსის 44-ე მუხლის საფუძველზე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრება.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:

 

საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).

 

ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).

 

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო 81-ე, 209-ე, 210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

პროკურორ ალ-----------ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება პროკურორ ალ-----------ს, ბრალდებულ გი-----------------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ მთ---------------ს შორის;

 

ბრალდებული გი----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და ,,ბ'' ქვეპუნქტით და ძირითადი სასაჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 0--–-–----------- რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვლოს პირობით, 0--–-–----------–----–----------

 

გი-----------------ს საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად დაეკისროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრ--------------------------ით;

 

ნივთიერი მტკიცებულება - 2-–--–--------------- ბ------------------------------ დაუბრუნდეს დაზარალებულ - ნ-----------–----, ხოლო ამოღებული ხელის კვ-–--------------------–--------------------

 

გი-----------------ს სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან;

 

გი-----------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში, დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილვევლმა მოსამართლემ უგულებელყო XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა