1. ძეგლის კლასიფიკაცია სახეობებად ხდება მისი ტიპოლოგიის, ისტორიული, კულტურული, მხატვრული, ესთეტიკური, მემორიალური, სულიერი, მეცნიერული და სხვა ღირებულებების მიხედვით.
2. ძეგლის სახეობებია:
ა) არქეოლოგიური;
ბ) არქიტექტურის;
გ) საინჟინრო;
დ) ქალაქთმშენებლობის (ურბანული);
ე) საბაღე-საპარკო ხელოვნებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის;
ვ) პალეოგრაფიული;
ზ) მონუმენტური სახვითი ხელოვნების;
თ) მემორიალური;
ი) ეთნოგრაფიული;
კ) სახვითი ხელოვნების;
ლ) დოკუმენტური;
მ) მეცნიერების, ტექნიკის ან მრეწველობის განვითარებასთან დაკავშირებული.
3. ძეგლის სახეობა განისაზღვრება შესაბამის დარგში შემუშავებული მეცნიერული კრიტერიუმები