თავი V — კულტურული მემკვიდრეობის აღრიცხვა, კლასიფიკაცია, მისთვის სტატუსის მინიჭება და მოხსნა
1. კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ობიექტების აღრიცხვისა და იდენტიფიკაციის მიზნით იქმნება ძეგლების სახელმწიფო რეესტრი, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სია, სააღრიცხვო ბარათი და ძეგლის პასპორტი. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღრიცხვისა და იდენტიფიკაციის მიზნით იქმნება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სია და სახელმწიფო რეესტრი.
2. ძეგლების სახელმწიფო რეესტრსა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიას აწარმოებს სამინისტრო.
3. სააღრიცხვო ბარათი არის ძეგლის ან კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი ზოგადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი.
4. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის ძეგლების სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდეგ სამინისტრო უფლებამოსილია შეადგინოს ძეგლის პასპორტი. ძეგლის პასპორტი არის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ძეგლთან დაკავშირებულ სამეცნიერო-კვლევით ინფორმაციას.
5. ახალი ცნობების მოკვლევის ან გარემოებათა ცვლილების შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაცია განახლდება.
6. სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმები და მათი შევსების წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, № 34, 04.12.2008წ., მუხ.212
საქართველოს 2010 წლის 26ოქტომბრის კანონი №3740 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.3
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (08.05.2007).
წინა რედაქცია (22.05.2007 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 16. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სახელმწიფო აღრიცხვა და სააღრიცხვო დოკუმენტაცია 1. კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ობიექტების აღრიცხვისა და იდენტიფიკაციის მიზნით იქმნება ძეგლების სახელმწიფო რეესტრი, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სია, სააღრიცხვო ბარათი და ძეგლის პასპორტი. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღრიცხვისა და იდენტიფიკაციის მიზნით იქმნება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სია და სახელმწიფო რეესტრი. 2. ძეგლების სახელმწიფო რეესტრსა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიას აწარმოებს სამინისტრო. 3. სააღრიცხვო ბარათი არის ობიექტისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების ან ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანის შესახებ მინისტრის სამართლებრი ვი აქტის დანართი, ძეგლის ან კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი ზოგადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი. 4. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის ძეგლების სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდეგ სამინისტრო უფლებამოსილია შეადგინოს ძეგლის პასპორტი. ძეგლის პასპორტი არის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ძეგლთან დაკავშირებულ სამეცნიერო-კვლევით ინფორმაციას. 5. ახალი ცნობების მოკვლევის ან გარემოებათა ცვლილების შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაცია განახლდება. 6. სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმები და მათი შევსების წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, № 34, 04.12.2008წ., მუხ.212 საქართველოს 2010 წლის 26ოქტომბრის კანონი №3740 - სსმ I, №62, 05.11.2010 წ., მუხ.3