არქეოლოგიურ ობიექტზე შეიძლება ჩატარდეს მხოლოდ ამ კანონით განსაზღვრული არქეოლოგიური ან ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები. არქეოლოგიური სამუშაოების სახეებია:
ა) საველე არქეოლოგიური სამუშაოები – არქეოლოგიური ობიექტის ძიება, დაზვერვითი თხრილების მოწყობა, გათხრა, ფიქსაცია, პირველადი საიდენტიფიკაციო ექსპერტიზა და კონსერვაცია;
ბ) ლაბორატორიული არქეოლოგიური სამუშაოები – არქეოლოგიური მონაპოვრის მეცნიერული აღწერა, რესტავრაცია, კონსერვაცია, ფოტო და გრაფიკული ფიქსაცია, მულტიდისციპლინური კვლევა, ისტორიული ინტერპრეტაცია და გამოსაცემად მომზადებ