2. პენიტენციურ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირთა ქცევის რეგულარული შემოწმების, აგრეთვე წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისაგან ან სასჯელისაგან მათი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს სახალხო დამცველი/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი:
ა) მოწმის გარეშე, პირადად ან თარჯიმნის მეშვეობით ხვდება და ესაუბრება დაკავებულებს, პატიმრობაში მყოფთ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებსა და მსჯავრდებულებს, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ აღნიშნულ პირთა უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ბ) ამოწმებს პენიტენციურ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში მოთავსებულ პირთა იქ ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
3. საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებთან და მსჯავრდებულებთან, აგრეთვე
ფსიქიატრიულ
დაწესებულებებში
,მოხუცთა
თავშესაფრებ
სა და
ბავშვთა
სახლებში
მოთავსებულ პირებთან
კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია.
საქართველოს 2009 წლის 16 ივლისის ორგანული კანონი №1462 - სსმ I, №20, 28.07.2009წ., მუხ.90
საქართველოს 2010 წლის 9 მარტის ორგანული კანონი №2711 - სსმ I, №12, 24.03.2010 წ., მუხ.42
საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის ორგანული კანონი №5264 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.
საქართველოს 2015 წლის 1
მაისის
ორგანული კანონი
№3560
- ვებგვერდი, 18.05.2015წ.
[მუხლი 19
1. საქართველოს სახალხო დამცველი/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი ამოწმებს პენიტენციურ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში, ასევე არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობას; პირადად ხვდება და ესაუბრება დაკავებულებს, პატიმრობაში მყოფთ და მსჯავრდებულებს; ამოწმებს აღნიშნულ დაწესებულებებში მათი ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
2. პენიტენციურ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში, ასევე არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში მოთავსებული პირების ქცევის რეგულარული შემოწმების, აგრეთვე წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობისგან ან სასჯელისგან მათი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს სახალხო დამცველი/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი:
ა) მოწმის გარეშე, პირადად ან თარჯიმნის მეშვეობით ხვდება და ესაუბრება დაკავებულებს, პატიმრობაში მყოფთ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებსა და მსჯავრდებულებს, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში, აგრეთვე არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში მოთავსებულ პირებს, ასევე იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ აღნიშნულ პირთა უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
ბ) ამოწმებს პენიტენციურ დაწესებულებებში, დაკავებისა და თავისუფლების შეზღუდვის სხვა ადგილებში, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში, ასევე არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში მოთავსებული პირების იქ ყოფნის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.
3. საქართველოს სახალხო დამცველის/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის შეხვედრა დაკავებულებთან, პატიმრობაში მყოფ ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდულ პირებსა და მსჯავრდებულებთან, აგრეთვე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში, ასევე არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში მოთავსებულ პირებთან კონფიდენციალურია. რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია.
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 ივლისიდან)]
საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის
ორგანული კანონი
№1265
- ვებგვერდი, 25.12.2025