„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 20. ლიცენზიის ფორმა
ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის ფორმის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 201 მუხლი:
„მუხლი 201. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასური
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეები და საფასური დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
3. 23-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების პროექტის, წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების ტექნოლოგიური სქემისა და წიაღისეულის შესწავლის სამუშაოთა გეგმის შედგენის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
თბილისი, 13 მაისი 2025 წ. N548-IIმს-XIმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 13.05.2025.
- როდის იქნა მიღებული „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 13.05.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №548-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 380000000.05.001.102633.
- რამდენი მუხლისგან შედგება „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 13.05.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №548-IIმს-XIმპ, 13.05.2025, სარეგისტრაციო კოდი 380000000.05.001.102633 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.05.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6492759/