„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2114
სარეგისტრაციო კოდი
380.000.000.05.001.003.746
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 36, 20/11/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №16, 26.06.96, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სამშენებლო მასალებისათვის – 30 წლამდე;

დ) სხვა არამადნეული წიაღისეულისათვის – 30 წლამდე;“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 321 მუხლი:

    მუხლი 321. საქართველოს კონტინენტურ შელფზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით რეგულირებულ ურთიერთობათა სტაბილურობა

1. სახელმწიფო უზრუნველყოფს საქართველოს კონტინენტურ შელფზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის მფლობელი პირის უფლებების დაცვას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები, თუ ისინი გააუარესებს საინვესტიციო პირობებს ან/და უარყოფით გავლენას მოახდენს ლიცენზიის მფლობელი პირის ლიცენზიით განსაზღვრულ უფლებებსა და ინტერესებზე, არ შეეხება საქართველოს კონტინენტურ შელფზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტი გავრცელდება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გამოცემულ ნორმატიულ აქტებზედაც, თუ ეს აქტები შეზღუდავს ლიცენზიის მფლობელი პირის მიერ ლიცენზიის შესაბამისად შეძენილ და განხორციელებულ ქონებრივ უფლებებს.

3. სახელმწიფო ორგანოებსა და თანამდებობის პირებს უფლება არა აქვთ, ლიცენზიის მფლობელს შეუქმნან რაიმე წინააღმდეგობა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით მინიჭებული უფლებების რეალიზაციის დროს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი არღვევს საქართველოს კანონმდებლობას ან ლიცენზიის პირობებს.

4. ეს მუხლი არ ვრცელდება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ ურთიერთობებზე.“.

    მუხლი 2 .ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი       

მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 20 ნოემბერი.

№2114–IIს