„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №16, 26.06.96, გვ. 11) მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სალიცენზიო მოსაკრებელი არის ერთჯერადი გადასახადი. იგი შედგება წიაღით სარგებლობის ლიცენზიის გაცემაზე კონკურსისა და აუქციონის მომზადებისათვის საჭირო საორგანიზაციო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ხარჯებისაგან (საკონკურსო ან სააუქციონო მოსაკრებელი) და წიაღით სარგებლობის უფლების მოსაკრებლისაგან. კონკურსისა და აუქციონის თითოეული მონაწილე საკონკურსო ან სააუქციონო მოსაკრებელს იხდის ცალ-ცალკე. ამ თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი სამინისტროს წარედგინება კონკურსის ან აუქციონის ჩატარებამდე ათი დღით ადრე. წიაღით სარგებლობის უფლების მოსაკრებელს იხდის მხოლოდ კონკურსში ან აუქციონზე გამარჯვებული მონაწილე. სალიცენზიო მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2004 წლის 29 დეკემბერი.
№859-რს