„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2148
სარეგისტრაციო კოდი
380.000.000.05.001.002.012
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 51, 06/12/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„წიაღის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

                მუხლი 1. „წიაღის შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №16, 26.09.96, გვ. 11) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-10 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წიაღით მოსარგებლეს უფლება აქვს:

ა) ისარგებლოს წიაღისეულით ლიცენზიის შესაბამისად მისთვის გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში;

ბ) გამოყოფილი მიწის მინაკუთვნის ფარგლებში ლიცენზიით განსაზღვრული მიზნებისათვის აწარმოოს მეურნეობა მისთვის სასურველი ფორმით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას;

გ) გამოიყენოს თავისი შრომის შედეგები (მათ შორის მოპოვებული წიაღისეული) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ისარგებლოს წიაღით ისეთი სამეურნეო და საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის, რომელიც დაკავშირებული არ არის წიაღისეულის მოპოვებასთან;

დ) ისარგებლოს მოპოვებული წიაღისეულის და მასთან დაკავშირებული გადამამუშავებელი წარმოების ნარჩენებით, თუ ასეთი რამ შეზღუდული არ არის ლიცენზიით;

ე) მისთვის ლიცენზიით გამოყოფილი სამთო მინაკუთვნის ფარგლებში საკუთარი სახსრებით შეისწავლოს წიაღი დამატებითი ლიცენზიის გარეშე;

ვ) მიმართოს სამინისტროს ლიცენზიით განსაზღვრული პირობების შესაცვლელად, თუკი წარმოიქმნა არსებითად განსხვავებული მდგომარეობა.”.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2005 წლის 25 ნოემბერი.

№2148-IIს

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.11.2005.
როდის იქნა მიღებული „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.11.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2148. სარეგისტრაციო კოდი — 380.000.000.05.001.002.012.
სად არის „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.11.2005 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №2148, 25.11.2005, სარეგისტრაციო კოდი 380.000.000.05.001.002.012 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.11.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/27610/