„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1033-Iს
სარეგისტრაციო კოდი
360060000.05.001.017055
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/09/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 1.07.2003, მუხ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს „წითელ ნუსხას“ დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.“.

2. მე-15 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმი საქართველოს „წითელი ნუსხის“ პროექტს, რომელსაც ერთვის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესაბამისი საპრობლემო სამეცნიერო საბჭოსა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დასკვნები, შესათანხმებლად უგზავნის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, რომელიც პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას ან დასაბუთებული შენიშვნებით უბრუნებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმს.“.

მუხლი 2

1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს „საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ“ დადგენილების მიღება.

2. საქართველოს მთავრობის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის მიღებამდე იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული წესის მიხედვით გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი სამართლებრივი აქტი.

 მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული საქართველოს პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

6 სექტემბერი 2013 წ.

N1033-Iს

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.09.2013.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.09.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1033-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 360060000.05.001.017055.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.09.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №1033-Iს, 06.09.2013, სარეგისტრაციო კოდი 360060000.05.001.017055 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.09.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2016352/