„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3347
სარეგისტრაციო კოდი
360.060.000.05.001.004.099
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 39, 19/07/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 1.07.2003, მუხ. 126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული სახელმწიფო ტყის ფონდის აღრიცხვის, მონიტორინგის და ტყეთმოწყობის ფარგლებში საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სატყეო სააგენტოს (შემდგომში – სატყეო სააგენტო) და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცული ტერიტორიების სააგენტოს (შემდგომში – დაცული ტერიტორიების სააგენტო) მიერ მიწოდებულ მონაცემებს;“.

2. 27-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 27. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები

გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვაზე სახელმწიფო კონტროლს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვის ინსპექცია, სატყეო სააგენტო, დაცული ტერიტორიების სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროები.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 6 ივლისი.

№3347–რს