1. მაღაროს განიავება ისე უნდა განხორციელდეს, რომ მოქმედ გვირაბებში ჰაერის შედგენილობა, სიჩქარე და ტემპერატურა შეესაბამებოდეს რეგლამენტის და სტანდარტის მოთხოვნებს. გვირაბებში მიწოდებული ჰაერის რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს საპროექტო მონაცემებს.
2. დამოუკიდებელი განიავების მქონე მაღაროების ერთი სავენტილაციო სისტემით განიავება ნებადართულია მხოლოდ სპეციალიზებული ორგანიზაციის მიერ შესრულებული პროექტით. ამ შემთხვევაში მაღაროების სავენტილაციო მომსახურება უნდა აწარმოოს ვენტილაციისა და უსაფრთხოების უბანმა სათანადოდ შედგენილი ერთიანი ავარიის ლიკვიდაციის გეგმით. გვირაბებში, რომლებიც აერთიანებს დამოუკიდებელი განიავების მქონე მაღაროებს და არ არის გაერთიანებული ერთიან სავენტილაციო სისტემად, საჭიროა მოეწყოს ყრუ ცეცხლგამძლე გამმიჯნავი ზღუდარები. ზღუდარების დაყენების ადგილი და კონსტრუქცია უნდა დადგინდეს პროექტით.
3. დროებით გაჩერებული საექსპლუატაციო უბნები და გამოუყენებელი გვირაბები მუდმივად უნდა ნიავდებოდეს. გვირაბები და უბნები, რომელთა ექსპლუატაცია დამთავრებულია ან დროებით შეჩერებულია და გამოუყენებელია, იზოლირებული უნდა იქნეს ზღუდარებით იზოლირებული გვირაბების ზღუდარების გახსნა და მაღაროს მავნე აირებისგან გაწმენდა უნდა მოხდეს სამთომაშველი სამსახურის მიერ, მაღაროს ტექნიკური ხელმძღვანელის დამტკიცებული და სამთომაშველ სამსახურთან შეთანხმებული ღონისძიებების შესაბამისა