1. მასობრივი აფეთქებების პროექტში ცალკე მუხლად უნდა იყოს მოცემული უსაფრთხოების ღონისძიებები (მათ შორის, იმ გვირაბების განიავება, სადაც მოსალოდნელია აფეთქების მავნე გაზების მოხვედრა) და საშიშ ზონებში ხალხის შეყვანის წესი.
2. შახტში (მაღაროში) აფეთქების წინ ვენტილაციაზე ზედამხედველმა, სამთო მაშველთან ერთად უნდა შეამოწმოს განიავების საიმედოობა მიღებული სქემის მიხედვით.
3. სამთო მაშველის და შახტის (მაღაროს) ხელმძღვანელებმა, ერთად უნდა შეადგინონ ელექტრომოწყობილობის, წყალამოსაღვრელი, სავენტილაციო დანადგარებისა და სხვა ობიექტების აფეთქების შემდეგ სამთო მაშველის ძალებით მომსახურების გეგმა.
4. შახტის (მაღაროს) მთავარი ვენტილატორის შენობაში მიწის ზედაპირზე მასობრივი აფეთქების შემდეგ, განიავების პერიოდში იდგმება სამთო მაშველის პოსტი. პოსტის უნდა განახორციელოს ვენტილატორის შეწოვაზე მუშაობისას დიფუზორში აფეთქების მომწამლავი პროდუქტების შემცველობის კონტროლი და ვენტილატორის მომსახურება შენობაში გაზის გაჟონვის შემთხვევაში. ვენტილატორის დაწნეხაზე მუშაობისას კონტროლი უნდა განხორციელდეს ამომავალ ჭავლზე.
5. შახტში (მაღაროში) მასობრივი აფეთქების შემდეგ სამთო მაშველის ჩაშვება ნებადართულია 1 საათის შემდეგ, ხოლო აფეთქების ადგილთან ახლომდებარე გვირაბებში - 2 საათის შემდეგ. მასობრივი აფეთქებებით ჭერისულების ან მთელანების მონგრევისას სამთო მაშველი შახტში (მაღაროში) უნდა ჩავიდეს აფეთქებიდან 2 საათის შემდეგ, ხოლო აფეთქების ადგილთან ახლომდებარე გვირაბებში - 4 საათის შემდეგ.
6. შახტის (მაღაროს) მუშაკები მიწისქვეშა გვირაბებში (გარდა აფეთქების რაიონებისა) დაიშვებიან სამთო მაშველის ნებართვით, გვირაბების მდგომარეობის შემოწმებისა და შახტის (მაღაროს) ატმოსფეროს სრული განიავების შემდეგ, მაგრამ სულ ცოტა, 8 საათის შემდე