1. ნამტყუნები საჭაბურღილე მუხტების ლიკვიდაცია უნდა განხორციელდეს:
ა) ნამტყუნები მუხტის აფეთქებით, თუ მტყუნება გამოწვეული იყო გარე ქსელის დაზიანებით. თუ დადგინდა, რომ ნამტყუნები ჭაბურღილის აფეთქება გამოიწვევს სამთო მასის ნატეხების საშიშ გამოტყორცნას ან ჰაერის დარტყმითი ტალღის მავნე ზემოქმედებას, მისი აფეთქება აკრძალულია;
ბ) ნამტყუნები ჭაბურღილის ადგილიდან მონგრეული ქანების მოშორებით და მისგან აუფეთქებელი მუხტის ხელით ამოღებით;
გ) ამონიუმისგვარჯილიანი ფეთქებადი ნივთიერებების სადეტონაციო ზონრით აფეთქებისას, თუ მათ შემადგენლობაში არ შედის დენთები, ჰეგსოგენი და ნიტროეთერები, ნამტყუნები ჭაბურღილის ადგილიდან მონგრეული ქანები შეიძლება აიწმინდოს ექსკავატორის საშუალებით იმ პირობით, რომ მისი ჩამჩა არ შეეხება ფეთქებადი ნივთიერებების მასას;
დ) თუ ქანების აწმენდა შეუძლებელია, ჭაბურღილი უნდა გაიხსნას საშპურე მუხტების აფეთქებით. შპურები უნდა გაიბურღოს ნამტყუნები ჭაბურღილის კედლიდან არაუახლოეს 1 მეტრისა. ამ შემთხვევაში შპურების რაოდენობა და მიმართულება, სიღრმე და მუხტის მასა უნდა დადგინდეს პროექტით ან საწარმოს საამფეთქებლო სამუშაოების ხელმძღვანელის მიერ;
ე) ნამტყუნები ჭაბურღილის კედლიდან არანაკლებ 3 მეტრი მანძილის დაშორებით, პარალელურად გაბურღილი ჭაბურღილის აფეთქებით;
ვ) ჭაბურღილიდან მუხტის გამორეცხვით, როდესაც შეთავსებადობის D ჯგუფის ფეთქებადი ნივთიერებების (გარდა კვამლიანი დენთებისა) აფეთქება წარმოებს სადეტონაციო ზონრით;
ზ) საწარმოს ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული პროექტის მიხედვით, თუ ჩამოთვლილი ხერხებით მტყუნების ლიკვიდაცია შეუძლებელია.
2. გასაგანიერებელი (საამფეთქებლო) აპარატის მტყუნების შემთხვევაში მისი ამოღების შემდეგ სადენები უნდა ჩაიხსნას საამფეთქებლო მაგისტრალიდან და მათი ბოლოები მოკლედ შეირთოს.
3. ჭაბურღილიდან ამოღებული გასაგანიერებელი (საამფეთქებლო) აპარატი უნდა გასინჯოს ამფეთქებელმა. ამ დროს აუცილებელია აპარატიდან ინიციატორის ამოღება და მისი მავთულების მოკლედ შერთვა.
4. სეისმოდაზვერვით ჭაბურღილებში (შპურებში) ნამტყუნები მუხტების ლიკვიდაციისათვის მუხტი ამოღებულ უნდა იქნეს ჭაბურღილიდან. მტყუნების მიზეზის დადგენისა და აღმოფხვრის შემდეგ იგი უნდა ჩაეშვას ჭაბურღილში საჭირო სიღრმეზე. თუ ნამტყუნები მუხტის ამოღება შეუძლებელია, იგი უნდა აფეთქდეს დამატებითი მუხტის საშუალებით. სხვა შემთხვევებში ლიკვიდაცია უნდა განხორციელდეს სპეციალური პროექტის მიხედვით.
5. სახელოებში ნამტყუნები მუხტების ლიკვიდაცია უნდა განხორციელდეს დამხმარე სახელოში მუხტის აფეთქებით, რომელიც გაყვანილი უნდა იქნეს ნამტყუნები მუხტიდან არანაკლებ მისი სიგრძის ⅓ მანძილზ