1. ყინულიან ან წყალქვეშა აფეთქებებისას ნამტყუნები მუხტის ამოღება დასაშვებია ბოლო აფეთქებიდან 15 წუთის შემდეგ. ნამტყუნები მუხტის ლიკვიდაციისათვის მას უნდა მიებას ახალი მუხტი, რომლის მასა ნამტყუნები მუხტის მასის არანაკლებ 25 პროცენტია. ნამტყუნები მუხტის განმუხტვა აკრძალულია.
2. ცეცხლმოდებული მასივების აფეთქებისას, თუ ტემპერატურა 800 C-ს აღემატება, ნამტყუნებ მუხტთან მისვლა უნდა მოხდეს მუხტების ინიცირებიდან მხოლოდ 1 საათის შემდეგ (თუ ამ პერიოდში არ შეიმჩნევა ამონიუმის გვარჯილის დაშლა), ხოლო 800 C-ზე ნაკლები ტემპერატურის შემთხვევაში - 15 წუთის შემდეგ.
3. კუნძების ამოძირკვისათვის საჭირო აფეთქებების შემთხვევაში ნამტყუნები მუხტის ლიკვიდაცია უნდა განხორციელდეს მისგან საცობის მოშორებით, ახალი მუხტის დადებით და აფეთქებით.
კარი IV
დამატებითი მოთხოვნები საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას მიწისქვეშა გვირაბებში