1. ნამტყუნები საშპურე მუხტების ლიკვიდაცია უნდა შესრულდეს მათგან არანაკლებ 30 სმ მანძილზე პარალელურად გაბურღულ დამხმარე შპურებში მოთავსებული მუხტის აფეთქებით. დამხმარე შპურების რაოდენობა, მათი განლაგების ადგილები და მიმართულება უნდა განსაზღვროს ტექნიკურმა ზედამხედველმა. ასეთი შპურების მიმართულების დასადგენად ნებადართულია ნამტყუნები შპურის პირიდან 20 სმ სიგრძეზე საცობის ამოღება.
2. გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ უსაფრთხო შახტებში ამფეთქებელს უფლება აქვს ნამტყუნები შპურიდან გამოსული ელექტროდეტონატორის სადენებთან ხელსაწყოს ჩართვით, უსაფრთხო ადგილიდან შეამოწმოს ელექტროდეტონატორის ხიდის გამტარობა და მისი გამართულობის შემთხვევაში ააფეთქოს ნამტყუნები მუხტი დადგენილი წესით. გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ შახტებში მტყუნებების ლიკვიდაციის ასეთი მეთოდის გამოყენება დასაშვებია, თუ ნამტყუნები მუხტი არ არის გაშიშვლებული, არ არის შემცირებული მისი უმცირესი წინაღობის ხაზი და დაცულია რეგლამენტის სხვა მოთხოვნები.
3. სანგრევებში, რომლებშიც გამოიყენება ჰიდრომონიტორები, მტყუნებების ლიკვიდაცია წყლის ჭავლის გამოყენებით ნებადართულია მხოლოდ ამფეთქებლისა და ტექნიკური ზედამხედველის ხელმძღვანელობით. მტყუნების ლიკვიდაციის მომენტში სანგრევში ხალხი არ უნდა იყოს. ჰიდრომონიტორი უნდა ჩაირთოს დისტანციურად. ამასთან მიღებული უნდა იყოს ზომები ჩამორეცხილი დამრტყმელი ვაზნიდან ელექტროდეტონატორის ამოსაღებად.
4. ლითონების ან ლითონის კონსტრუქციების დამსხვრევისას ნამტყუნები შპურისებრი მუხტის ლიკვიდაციისათვის შპურიდან ამოღებულ უნდა იქნეს საცობი, შიგ მოთავსდეს ახალი დამრტყმელი ვაზნა და აფეთქდეს ჩვეულებრივა