1. გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ საშიშ შახტებში მუხტების აფეთქება დაცობის გარეშე აკრძალულია.

2. დაცობის გარეშე მუხტების აფეთქების შესაძლებლობა ღია, აგრეთვე გაზისა და მტვრის აფეთქების მხრივ უსაფრთხო შახტებში, ეკოლოგიურად მავნე შედეგების გათვალისწინების საფუძველზე უნდა დაადგინოს საწარმოს ხელმძღვანელმა  და მიუთითოს ტექნიკურ დოკუმენტაციაში (პროექტებში, პასპორტებში).

3. გარე მუხტების აფეთქებისას მუხტები ისე უნდა განლაგდეს, რომ ერთის აფეთქებამ არ გამოიწვიოს მეზობელი მუხტის დარღვევა. თუ ეს შეუძლებელია, ყველა მუხტი უნდა აფეთქდეს ერთდროულად, ელექტროდეტონატორების ან სადეტონაციო ზონრის საშუალებით. გარე მუხტებისა და სადეტონაციო ზონრის დაცობა ხრეშით ან ქანების ნატეხებით აკრძალულია.

4. რამდენიმე ჭაბურღილის ერთდროულად აფეთქება უნდა მოხდეს მხოლოდ ელექტრული საშუალებით. თუ ჭაბურღილის სიღრმე 15 მეტრს აღემატება, აუცილებელია ქსელის დუბლირება.

5. დამცავი სამარჯვებით გადაფარებულ მუხტთა ჯგუფის აფეთქების აუცილებლობის შემთხვევაში მუხტები უნდა აფეთქდეს ერთდროულად.

6. ღია სამთო სამუშაოებზე ჭექა-ქუხილის დროს ან ზევიდან ქვევით გვირაბების გაყვანისას ელექტრული აფეთქების მეთოდების გამოყენება აკრძალულია. თუ ელექტროსაამფეთქებლო ქსელი დამონტაჟებული იყო ჭექა-ქუხილის დაწყებამდე და აფეთქება ვერ მოესწრო, საუბნე სადენები უნდა ჩაიხსნას მაგისტრალური სადენებისაგან, მავთულების ბოლოებს გაუკეთდეს იზოლაცია და ხალხი გაყვანილ იქნეს უსაფრთხო მანძილებზე ან თავშესაფრებში.

7. აკრძალულია საამფეთქებლო სამუშაოების წარმოება არასაკმარისი განათებისას.

8. შპურისებრი და გარე მუხტებით არაგაბარიტული ლოდების ნაყარებზე დამსხვრევისას დამუხტვა და საამფეთქებლო ქსელის მონტაჟი უნდა შესრულდეს მხოლოდ ზევიდან ქვევით.

9. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ფეთქებადი მასალები ჩარჩენილი “ჭიქებში”, მათი ჩაბურღვა აკრძალულია.

10. შპურების ან ჭაბურღილების აფეთქებით გაგანიერების შემდეგ დამუხტვა უნდა მოხდეს ბოლო აფეთქებიდან, სულ ცოტა,  30 წუთის შემდეგ.

11. კამერული მუხტების აფეთქება უნდა მოხდეს მხოლოდ სადეტონაციო ზონრის ან ელექტროდეტონატორების საშუალებით. ყოველ სამუხტე კამერაში უნდა მოთავსდეს ორი სარტყამი ვაზნა. საამფეთქებლო ან ელექტროსაამფეთქებლო ქსელი დუბლირებული უნდა იყოს ისეთივე მეთოდით, როგორც ძირითადი აფეთქებების დროს. კამერულ მუხტებში სარტყამი ვაზნები მოთავსებული უნდა იყოს მაგარ გარსაცმებში (ყუთებში ან კოლოფებში).

12. გვირაბებში, რომლებშიც განსაზღვრულია კამერული მუხტების აფეთქება, ელექტროგაყვანილობა უნდა მოიხსნას.

13. საამფეთქებლო სამუშაოთა დამთავრების შემდეგ ხალხის დაბრუნება სამუშაო ადგილებზე ტექნიკური ზედამხედველის ნებართვის გარეშე, აკრძალულია. ტექნიკური ზედამხედველი, ნებართვის მიცემამდე ამფეთქებელთან ერთად უნდა დარწმუნდეს, რომ აფეთქების ადგილებზე მუშაობა უსაფრთხოა.

თავი XII. მექანიზებული დამუხტ