1. თითოეულ ციკლში შპურები იმუხტება და ფეთქდება მხოლოდ: სანგრევის განიავების, მეთანშემცველობის დადგენის, მონგრეული ნახშირის აწმენდის, სანგრევსა და მის მიმდებარე გვირაბში არანაკლებ 20 მეტრის მანძილზე ატმოსფეროს აფეთქების საშიშროების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების შემდეგ. სანგ-რევის წინწაწევა ციკლში 2 მეტრს არ უნდა აღემატებოდეს.
2. ნახშირის ან შერეულ სანგრევებში აფეთქების წინ აუცილებელია ნახშირის მტვრის მორწყვა ან ინერტული მასალებით მოფიქალება. ეს სამუშაო ტარდება როგორც უშუალოდ სანგრევთან, ისე მიმდებარე გვირაბებში, სანგრევიდან 20 მეტრის მანძილზე. სანგრევის ორჯერადი აფეთქებისას მომდევნო შპურების აფეთქების წინ საჭიროა ხელახალი მორწყვა ან მოფიქალება.
3. შპურისებრი მუხტების აფეთქებით სამთო გვირაბების გაყვანისას სანგრევთან ატმოსფეროს აფეთქებისგან დაცვის ღონისძიებები ტარდება ტექზედამხედველობასთან შეთანხმებული ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების საფუძველზე.
4. ნახშირის, ფუჭი ქანების მასივების, ჭაბურღილისებრი მუხტების აფეთქებით ტორპედირებისათვის საჭირო სამუშაოები ხორციელდება ტექზედამხედველობასთან შეთანხმებული ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელო დოკუმენტების შესაბამისად.
თავი XX. ნახშირის, ქანისა და გაზის უეცარი გამოტყორცნის მხრივ საშიში შახტებ
მუხლი 71. მუხტების აფეთქება
თავი XI — უსაფრთხო მანძილი საამფეთქებლო სამუშაოს წარმოებისა და ფეთქებადი მასალების შენახვისას
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 32. სარტყამი ვაზნების დამზადება
- მუხლი 33. ამნთები და საკონტროლო მილაკების დამზადება
- მუხლი 34. უსაფრთხო მანძილის ნორმა ხალხისათვის
- მუხლი 35. ხალხისათვის უსაფრთხო მანძილების (ზონების)
- მუხლი 36. უსაფრთხო მანძილები შენობა-ნაგებობებისათვის, მექანიზმებისათვის
- მუხლი 37. უსაფრთხო მანძილი შემინვისათვის
- მუხლი 72. ზოგადი დამატებითი მოთხოვნები ნახშირის, ქანისა და გაზის უეცარი გამოტყორცნის მხრივ საშიში შახტებისათვის
- მუხლი 73. სახიფათო ზონა
- მუხლი 74. ფენების გახსნა და სანგრევები
- მუხლი 75. დამატებითი მოთხოვნები სამთო დარტყმების მხრივ საშიში ფენებისათვის (ქანებისათვის)
- მუხლი 76. დამატებითი მოთხოვნები ნავთობის შახტებისათვის
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 71, №95, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.000.479 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8668/muxli-71/