გაანგარიშება
1. საჭაბურღილე გაფხვიერების მუხტების აფეთქების შედეგად გატყორცნილი ქანის ნამსხვრევებისაგან ხალხის დაცვის უსაფრთხო მანძილი გამოითვლება ფორმულით
,(1)
სადაც შ არის ფეთქებადი ნივთიერებით ჭაბურღილის შევსების კოეფიციენტი; საც. _ საცობით ჭაბურღილის შევსების კოეფიციენტი; f _ ქანის სიმაგრის კოეფიციენტი პროფ. მ. პროტოდიაკონოვის სკალის მიხედვით; d _ ჭაბურღილის დიამეტრი, მ; a _ ჭაბურღილებს ან ჭაბურღილების რიგებს შორის მანძილი, მ.
2. ჭაბურღილის შევსების კოეფიციენტი არის ჭაბურღილში მოთავსებული მუხტის სიგრძის lმ(მ) შეფარდება ჭაბურღილის სიღრმესთან L(მ)
.
3. საცობით ჭაბურღილის შევსების კოეფიციენტი არის საცობის სიგრძის lსაც.(მ) შეფარდება ჭაბურღილის შეუვსებელი ზედა ნაწილის სიგრძესთან lშეუვს.(მ)
.
4. ქანის სიმაგრის კოეფიციენტი იანგარიშება ფორმულით
,სადაც კუმშ. არის ქანის სიმტკიცის ზღვარი ერთღერძა კუმშვაზე.
5. ცვალებადი a, შ, საც. პარამეტრების მქონე ერთნაირი დიამეტრის საჭაბურღილე მუხტების სერიის აფეთქებისას უსაფრთხო მანძილების (1) ფორმულით განსაზღვრისას აღებული უნდა იქნეს a და საც. კოეფიციენტების უმცირესი, ხოლო შ-ის უდიდესი მნიშვნელობები.
6. თუ ასაფეთქებელი უბანი შედგება სხვადასხვა სიმაგრის ქანებისაგან, rგატ.-ის
გამოთვლისას ფორმულაში უნდა ჩაისვას f-ის მაქსიმალური მნიშვნელობა. პარალელურად დაახლოებული საჭაბურღილე მუხტების აფეთქებისას ფორმულა (1)-ში d-ს მაგივრად ჩაისმება dე ეკვივალენტური დიამეტრი
,სადაც Nჭაბ. არის პარალელურად დაახლოებული ჭაბურღილების რიცხვი.
7. დაფერდებულ ზედაპირზე აფეთქებების წარმოებისას ან თუ ასაფეთქებელ უბანსა და საშიშ ზონას შორის ნიშნულების სხვაობა 30 მეტრზე მეტია, გატყორცნის სიდიდე rგატ. ზედაპირის დახრის მიმართულებით იზრდება ზევიდან ქვევით. ამ შემთხვევაში ქანების ცალკეული ნატეხების გატყორცნის უსაფრთხო მანძილი გამოითვლება ფორმულით
,(2)
სადაც Rგატ. არის ზედაპირის დაქანების მიმართულებით ან ასაფეთქებელი უბნის ნიშნულიდან 30 მეტრით დაბლა განლაგებულ საშიშ ზონამდე ქანების ნატეხების გატყორცნის უსაფრთხო მანძილი; Kრელ. _ კოეფიციენტი, რომელიც დამოკიდებულია რელიეფის თავისებურებაზე და გამოითვლება ფორმულით
,(3)
სადაც არის ზედაპირის დახრის კუთხე, გრად.
8. თუ დახრის კუთხე უცნობია და ცნობილია ასაფეთქებელ უბანსა და საშიშ ზონებს შორის ნიშნულთა სხვაობა, მაშინ მე-2 ფორმულაში Kრელ. კოეფიციენტი იანგარიშება ფორმულით
,(4)
სადაც H არის ასაფეთქებელ უბანსა და საშიშ ზონებს შორის ნიშნულთა სხვაობა, მ.
9. უსაფრთხო მანძილების ფორმულით გამოთვლილი სიდიდე უნდა დამრგვალდეს უდიდესისაკენ 50 მეტრის ჯერად მნიშვნელობამდე. ამავე დროს, საბოლოოდ მიღებული მნიშვნელობა არ უნდა იყოს მე-3 ცხრილში მოცემულ მინიმალურ სიდიდეებზე ნაკლები.
10. ცალკეული ნატეხების გატყორცნის უსაფრთხო მანძილი ქანების ამოყრაზე და ჩამოქცევაზე აფეთქებების დროს უმცირესი წინაღობის ხაზის (W) და აფეთქების მოქმედების მაჩვენებლის (n) გათვალისწინებით, მოცემულია მე-4 ცხრილში.
11. ჰაერის დარტყმითი ტალღის ადამიანებისათვის უსაფრთხო მანძილი გარე მუხტის აფეთქებისას იანგარიშება ფორმულით
,(5)
სადაც Q არის ასაფეთქებელი მუხტის მასა, კგ.
ცხრილი 4
უმცირესი წინაღობის ხაზი
W, მ
უსაფრთხო ზონის რადიუსი (მ) აფეთქების მოქმედების მაჩვენებლის (n)
სხვადასხვა მნიშვნელობის დროს
1,0
1,5
2,0
2,5÷3,0
1,5
2
4
6
10
12
15
20
25
30
200
200
300
300
500
500
600
700
800
800
300
400
500
600
700
700
800
800
1000
1000
350
500
700
800
900
900
1000
1200
1500
1700
400
600
800
1000
1000
1200
1200
1500
1800
2000
12. ფორმულა (5) გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მუშაობის პირობებით აუცილებელია მომსახურე პერსო-ნალის მაქსიმალურად მიახლოება სამუშაო ადგილთან. დანარჩენ შემთხვევებში გამოთვლილი მანძილი უნდა გადიდდეს 2-3-ჯერ. ბლინდაჟების არსებობისას მანძილი შეიძლება შემცირდეს 1,5-ჯერ.
13. როდესაც ასაფეთქებელი მუხტების მასა 200 ტონას აღემატება, გასათვალისწინებელია გაზსაშიშროება და საჭიროა rგ უსაფრთხო მანძილების დადგენა, რომლის იქითაც შხამიანი გაზების შემცველობა (ნახშირორჟანგის პირობით მოცულობაზე გაანგარიშებით) არ უნდა აღემატებოდეს ზღვრულ დასაშვებ კონცენტრაციას.
14. გამოყრის მუხტების აფეთქებისას შხამიანი გაზების მოქმედების უსაფრთხო მანძილი rგ (მ), უქარო ამინდში ქარის მიმართულების პერპენდიკულარულად ან საწინააღმდეგოდ გამოითვლება ფორმულით
(6)
სადაც Q არის მუხტის ჯამური მასა, ტ.
15. გამოყრის მუხტების აფეთქებისას შხამიანი გაზების მოქმედების უსაფრთხო მანძილი ქარის გავრცელების მიმართულებით გამოითვლება ფორმულით
(7)
სადაც Vქ არის ქარის სიჩქარე აფეთქების მომენტისათვის, მ/წმ.
16. მასობრივი აფეთქებების წარმოებისას კარიერზე უნდა განლაგდეს შხამიანი გაზების კონცენტრაციის მაკონტროლებელი პოსტები. პოსტების რაოდენობას განსაზღვრავს კარიერის ხელმძღვანელი. საფეხურებზე პოსტებს აყენებენ აფეთქებიდან არა უადრეს 15 წთ-ისა.
17. მომსახურე პერსონალი კარიერზე დაიშვება შხამიანი გაზების კონცენტრაციის შემცირების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, მაგრამ აფეთქებიდან არა უადრეს 30 წუთისა.
18. უსაფრთხო მანძილად აიღება სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით დადგენილი მანძილებიდან უდიდესი