1. ელექტროცეცხლოვანი აფეთქების დროს დაცული უნდა იყოს 35-ე მუხლის მოთხოვნები.
2. ამნთებ და საკონტროლო მილაკებზე ცეცხლის მოკიდება ნებადართულია მხოლოდ მღვივარი პატრუქებით, სადეტონაციო ზონრით ან სპეციალური სამარჯვებით. მილაკის ასანთით მოკიდება დასაშვებია მხოლოდ ერთეული მუხტების აფეთქებისას.
3. ცეცხლოვანი აფეთქებისას ცეცხლგამტარი ზონრის სიგრძე გამოითვლება ისე, რომ ამფეთქებელმა მოასწროს უსაფრთხო ადგილზე ან თავშესაფარში გასვლა. თითოეული ამნთები მილაკის სიგრძე 1 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს. ცეცხლგამტარი ზონარი შპურიდან უნდა გამოდიოდეს არანაკლებ 25 სმ-ით.
4. მიწის ზედაპირზე ხუთ ან მეტ მილაკზე ცეცხლის მოკიდების დროის კონტროლისათვის გამოიენება ქაღალდისგარსაცმიანი კაფსულ-დეტონატორისაგან დამზადებული საკონტროლო მილაკი.
5. ცეცხლი პირველად ეკიდება საკონტროლო მილაკს, შემდეგ იწყება მუხტების ზონრების მოკიდება. საკონტროლო მილაკის ზონრის სიგრძე 60 სმ-ით ნაკლები უნდა იყოს მუხტების ზონრებთან შედარებით, მაგრამ არანაკლებ 40 სმ-ისა. მიწისქვეშა პირობებში ამ მიზნისათვის შეიძლება ცეცხლგამტარი ზონრის საკონტროლო ნაჭრის გამოყენება.
6. ამნთებ მილაკებზე ცეცხლის მოკიდების შემდეგ ან საკონტროლო მილაკის კაფსულ-დეტონატორის აფეთქების შემდეგ, მოსაკიდებელი ცეცხლგამტარი ზონრის ჩაქრობისთანავე ყველა ამფეთქებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ გავიდეს უსაფრთხო მანძილზე ან თავშესაფარში.
7. მიწის ზედაპირზე აფეთქებისას საკონტროლო მილაკი 5 მეტრით მაინც უნდა იყოს დაშორებული პირველად მოსაკიდებელი ამნთები მილაკისაგან და არ უნდა იყოს განლაგებული ამფეთქებლების უკან დაბრუნების გზაზე.
8. დენთიანი მუხტების აფეთქებისას ამნთები მილაკის ცეცხლგამტარი ზონარი არ უნდა ეხებოდეს ფეთქებად ნივთიერებას.
9. ცეცხლგამტარი ზონრის გადაბმა აკრძალულია. ამნთები მილაკების დუბლირების დროს მათი მოკიდება ერთდროულად უნდა მოხდეს.
10. ამფეთქებელმა უნდა დაითვალოს აფეთქებული მუხტების რაოდენობა. თუ ეს შეუძლებელია ან რომელიმე მუხტი არ აფეთქდა, ამფეთქებელი თავშესაფრიდან უნდა გამოვიდეს ბოლო აფეთქებიდან არანაკლებ 15 წთ-ის შემდეგ. თუ მტყუნება არ დაფიქსირდა, ამფეთქებელს თავშესაფრიდან გამოსვლის უფლება აქვს ბოლო მუხტის აფეთქებიდან 5 წთ-ის შემდეგ