1. ფეთქებადი ნივთიერებების გაშრობა, დაქუცმაცება, გაცრა, გარსაცმში მოთავსება და გალხობა უნდა განხორციელდეს ფეთქებადი მასალების საწყობების ტერიტორიაზე ან მის გარეთ განლაგებულ სპეციალურ ნაგებობებში. ამ ოპერაციების ჩატარება დასაშვებია, აგრეთვე ფეთქებადი ნივთიერებების მომზადებისათვის განკუთვნილ შენობებში ან გადახურულ მოედნებზე. ფეთქებადი მასალების მოსამზადებელ შენობებში, სადაც ეს ოპერაციები ტარდება, დაუშვებელია ერთდროულად ინახებოდეს 3 ტონაზე მეტი ფეთქებადი ნივთიერება.
2. ფეთქებადი ნივთიერებების ღია ცის ქვეშ გაშრობა, დაქუცმაცება, გაცრა და გარსაცმში მოთავსება ნებადართულია მხოლოდ მშრალ ამინდში.
3. 1,5 პროცენტამდე დატენიანებული ამონიუმის-გვარჯილიანი ფეთქებადი ნივთიერებების ვაზნების გაშრობა დასაშვებია მხოლოდ ქარხნულ გარსაცმში. 1,5 პროცენტზე მეტად დატენიანებული ვაზნები გაშრობის წინ უნდა დაიშალოს. ფეთქებადი ნივთიერებების გაშრობისას ჰაერის ტემპერატურა გასაშრობ შენობებში არ უნდა აღემატებოდეს 500C-ს, კვამლიანი დენთებისა – 400C-ს.
4. შენობებში ფეთქებადი ნივთიერებების გაშრობისათვის განკუთვნილი მაგიდები (თაროები) გასათბობი (ქურა, რადიატორი და სხვა) საშუალებებიდან დაცილებული უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრით.
5. ფეთქებადი ნივთიერებების გასაშრობად შეიძლება გამოყენებულ იქნეს საჰაერო საშრობები (კარადები, კამერები), რომლებშიც თბოგადამტანის (ჰაერის) ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს ტროტილით სენსიბილიზებული ფეთქებადი ნივთიერებებისთვის 600C-ს, ხოლო ნიტროეთერებით სენსიბილიზებული ფეთქებადი ნივთიერებებისათვის –300C-ს. კალორიფერი ჰაერსაბერით განლაგებული უნდა იყოს იზოლირებულ ნაგებობაში, სათავსში და მინაშენში.
6. აკრძალულია ჰექსოგენისა და ნიტროეთერების შემცველი ფეთქებადი ნივთიერებების მექანიკური წესით დაქუცმაცება.
7. ფეთქებადი ნივთიერებების გალხობა წარმოებს ქარხნულ ტარაში, ზედაპირული საწყობის სათავსში, რომელიც უნდა თბებოდეს არა უმეტეს 300ჩ-ისა ან ფეთქებადი მასალების მიწისქვეშა საწყობში. გადნობის კონტროლისათვის აუცილებელია ყოველი გასადნობი პარტიის მიღებისა და გაცემის თარიღის დაფიქსირება.
თავი IX. აფეთქების ხერხებ
მუხლი 28. მოთხოვნები ფეთქებადი ნივთიერებების შრობის, დაქუცმაცების, გაცრის, გარსაცმში მოთავსებისა და გალხობის მიმართ
თავი VIII — ფეთქებადი ნივთიერებების შრობა, დაქუცმაცება, გაცრა, გარსაცმში მოთავსება და გალხობა
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 1,5 პროცენტამდე
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 22. ზოგადი მოთხოვნები ფეთქებადი მასალების მიღების, გაცემისა და აღრიცხვის მიმართ
- მუხლი 23. მიღებისა და გაცემის აღრიცხვა
- მუხლი 24. გაცემისა და დაბრუნების აღრიცხვა
- მუხლი 25. განწეს-ზედნადები
- მუხლი 26. განწეს-საგზური
- მუხლი 27. მოთხოვნები ფეთქებადი მასალების განადგურებისას
- მუხლი 29. აფეთქება ელექტროდეტონატორების გამოყენებით
- მუხლი 30. ელექტროცეცხლოვანი და ცეცხლოვანი აფეთქება
- მუხლი 31. სადეტონაციო ზონრით აფეთქება
- მუხლი 32. სარტყამი ვაზნების დამზადება
- მუხლი 33. ამნთები და საკონტროლო მილაკების დამზადება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 28, №95, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.000.479 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8668/muxli-28/