1. განწეს-ზედნადები (დანართი №6) განკუთვნილია ფეთქებადი მასალების ერთი შესანახი ადგილიდან მეორეში გადასატანად.
2. განწეს-ზედნადები გამოიწერება საწარმოს ბუღალტერიის მიერ, რომლის გამგებლობაშია ფეთქებადი მასალების გამცემი საწყობი. განწეს-ზედნადები გამოიწერება 4 ეგზემპლარად. მას ხელს აწერენ საწარმოს ხელმძღვანელი და მთავარი ან უფროსი ბუღალტერი. განწეს-ზედნადები რეგისტრირდება ბუღალტერიის სპეციალურ წიგნში რიგითი ნომრის, გაცემის თარიღისა და მიმღების დასახელების ჩვენებით.
3. განწეს-ზედნადებს ბუღალტერია აძლევს მიმღებს, რომელმაც იგი უნდა წარადგინოს საწყობში ფეთქებადი მასალების მიღებაზე მინდობილობასთან ერთად.
4. საწყობის გამგე, რომელიც გასცემს ფეთქებად მასალებს, განწეს-ზედნადების ერთ ეგზემპლარს ინახავს საწყობში, ერთს აძლევს მიმღებს, როგორც თანმხლებ დოკუმენტს, ორს – მიმღების მინდობილობასთან ერთად გადასცემს ბუღალტერიას, რომელთაგან ერთი რჩება ბუღალტერიაში საწყობიდან ფეთქებადი მასალების ჩამოწერისათვის, მეორე კი ანგარიშთან და ავიზოსთან ერთად ეგზავნება მიმღებს.
5. ერთი და იმავე საწარმოს კუთვნილი ერთი საწყობიდან მეორეში გადატანის დროს განწეს-ზედნადები იწერება სამ ეგზემპლარად. ორი ეგზემპლარი რჩება საწყობში, ერთი გადაეცემა მიმღებს, როგორც თანმხლები დოკუმენტი. გამცემი და მიმღები ვალდებული არიან მოაწერონ ხელი განწეს-ზედნადებში ფეთქებადი მასალების გაცემასა და მიღებაზე
მუხლი 25. განწეს-ზედნადები
თავი VI — ფეთქებადი მასალების მიღება, გაცემა, აღრიცხვა, განადგურება
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 148. 1. განწესის (საგუშაგოს, ტრანსპორტის) უფროსისთვის ან თანმხლები სპეციალისტისთვის ტვირთის დასაცავად ჩაბარებამდე ტვირთგამგზავნმა უნდა წაშალოს ფეთქებადნივთიერებიან ვაგონებზე ცარცით გაკეთებული სატრანსპორტო
- მუხლი 8. განწესით სამუშაოთა ორგანიზების წესი
- მუხლი 25. საბრძოლო მორიგეობაში (განწესში) მყოფ სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებს, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ეძლევათ დ
- მუხლი 12. ზედნადები
- მუხლი 147. 1. განწესის (საგუშაგოს) დაცვით გადასაზიდი ფეთქებადი ნივთიერების ჩატვირთვის შემდეგ ტვირთგამგზავნი ვალდებულია ჩააბაროს განწესის (საგუშაგოს) პასუხისმგებელ პირს თავისი პლომბით დაპლომბილი ვაგონი სიის მიხედ
- მუხლი 39. რიგგარეშედ განაწესში სამი განწესით დანიშვნა
მეზობელი მუხლები
- მუხლი 19. ზოგადი მოთხოვნები გადატანისა და მიტანისას
- მუხლი 20. გადაზიდვა ავტოტრანსპორტით, საჭაპანო ტრანსპორტითა და საპალნეებით
- მუხლი 21. ფეთქებადი მასალების მიტანა სამუშაო ადგილზე
- მუხლი 22. ზოგადი მოთხოვნები ფეთქებადი მასალების მიღების, გაცემისა და აღრიცხვის მიმართ
- მუხლი 23. მიღებისა და გაცემის აღრიცხვა
- მუხლი 24. გაცემისა და დაბრუნების აღრიცხვა
- მუხლი 26. განწეს-საგზური
- მუხლი 27. მოთხოვნები ფეთქებადი მასალების განადგურებისას
- მუხლი 28. მოთხოვნები ფეთქებადი ნივთიერებების შრობის, დაქუცმაცების, გაცრის, გარსაცმში მოთავსებისა და გალხობის მიმართ
- მუხლი 29. აფეთქება ელექტროდეტონატორების გამოყენებით
- მუხლი 30. ელექტროცეცხლოვანი და ცეცხლოვანი აფეთქება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების“, ,,სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების დანაკლისის ტექნიკური გამოკვლევისა და აღრიცხვის ინსტრუქციის“, ,,ფეთქებადი მასალების სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და რეგისტრაციის ინსტრუქციის“ დამტკიცების თაობაზე““, მუხლი 25, №95, 16.05.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.10.003.000.479 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.05.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8668/muxli-25/