2. ვაგონების სია დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება ტვირთგამგზავნს განწესის (საგუშაგოს) პასუხისმგებელი პირის ან ტრანსპორტის უფროსის ხელმოწერით, ხოლო დანარჩენი ორი ეგზემპლარი გადაეცემა განწესის (საგუშაგოს) პასუხისმგებელ პირს ან ტრანსპორტის უფროსს.
3. თუ თანხლები ან სხვა დოკუმენტი განწესის (საგუშაგოს) პასუხისმგებელი პირის ან ტრანსპორტის უფროსის მეშვეობით ტვირთმიმღებს პაკეტით ეგზავნება, მაშინ სიის ერთი ეგზემპლარი თავსდება ამ პაკეტში.
4. თუ ვაგონი იგზავნება ერთი დანიშნულების სადგურისკენ, მაგრამ სხვადასხვა ტვირთმიმღების მისამართით, თითოეული ტვირთმიმღების ვაგონის მიმართ ვაგონების სია დგება ცალ-ცალკე