1. თუ ტვირთის გადატვირთვა შეუძლებელია, ხოლო გაუმართავი ვაგონის რემონტმა შეიძლება გამოიწვიოს ეშელონის ან ვაგონთა ჯგუფის ხანგრძლივი შეჩერება, მაშინ სარკინიგზო უბნისა და სადგურის უფლებამოსილი პირის, აგრეთვე ეშელონის უფროსის თანხმობით ეს ვაგონი მოიხსნება ეშელონიდან და რემონტის შემდეგ უახლოესი მატარებლით იგზავნება დანიშნულების ადგილისკენ.
2. მოხსნილი ვაგონის დასაცავად ეშელონის უფროსი პირადი შემადგენლობიდან ნიშნავს პასუხისმგებელ პირს, რკინიგზა კი სათანადოდ აღჭურავს მათ და უსასყიდლოდ უზრუნველყოფს გასათავსებელი ვაგონით.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 141
თავი 26 — ტექნიკური მომსახურება. გაუმართაობის აღმოფხვრა მსვლელობის გზაზე და ვაგონის რემონტი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 141, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-141/