1. სადგურის, შინაგან საქმეთა ან უშიშროების შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებიდან სათანადო მოთხოვნის მიღებისთანავე ტვირთგამგზავნი (ტვირთ-მიმღები) ვალდებულია მიავლინოს თავისი სპეციალისტი ფეთქებადი ნივთიერების დატვირთვა-გადმოტვირთვის, გადატვირთვისა და დამაგრების სამუშაოს სახელმძღვანელოდ.
2. გარნიზონის უფროსი ვალდებულია სარკინიგზო უბნისა და სადგურის უფლებამოსილი პირის განაცხადის საფუძველზე ფეთქებადი ნივთიერების ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოს ჩასატარებლად გამოყოს სპეციალისტი, საჭიროებისას კი უახლოესი სამხედრო ნაწილის პირადი შემადგენლობა და უზრუნველყოს მათი შრომის ანაზღაურება.