1. თუ მსხვილ სარკინიგზო კვანძს აქვს შემოვლითი გზა, მაშინ სატრანზიტო მატარებელი, რომლის შემადგენლობაშიც ჩართულია ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონი, გაიშვება ამ გზით. ამგვარი კვანძების ჩამონათვალს ადგენს რკინიგზა.
2. ფეთქებადი ნივთიერების გადაზიდვისას მომხდარი ავარიის სალიკვიდაციოდ მისაღები ზომები და მოქმედების პირობები განისაზღვრება სარკინიგზო ტრანსპორტში უსაფრთხოებისა და საფრთხეშემცველი ტვირთის გადაზიდვისას მომხდარი ავარიის ლიკვიდაციის წესებით.