1. მსვლელობის გზაზე (ტრანსპორტში) არ დაიშვება ეშელონში ვაგონების დაცალკევება.
2. თუ მსვლელობის გზაზე გამოვლინდა ტვირთის გადანაცვლება, სამაგრის დარღვევა ან ვაგონის, მათ შორის ფეთქებადნივთიერებიანი ვაგონის სხვა კომერციული ან ტექნიკური გაუმართაობა, მაშინ მის აღმოსაფხვრელად ან გაუმართავი ვაგონის გამართულით შესაცვლელად ეშელონი (ტრანსპორტი) უნდა შეჩერდეს. უწესივრობის ხასიათის, სამუშაოს პირობებისა და მოცულობის გათვალისწინებით ტექნიკური მომსახურება შეიძლება განხორციელდეს ვაგონის მოხსნით და სპეციალურ ლიანდაგზე გადაყენებით ან შემადგენლობიდან მოუხსნელად.
3. ეშელონის (ტრანსპორტის) შეჩერების თაობაზე სადგურის მორიგემ უნდა შეატყობინოს რკინიგზის ტერიტორიული სამმართველოს მორიგეს, მან კი – საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების უფლებამოსილ წარმომადგენლებს.
რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ · რედაქცია 08.09.2003
მუხლი 136
თავი 26 — ტექნიკური მომსახურება. გაუმართაობის აღმოფხვრა მსვლელობის გზაზე და ვაგონის რემონტი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003. გამოქვეყნება: სსმ, 104, 18/09/2003.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „რკინიგზით საფრთხისშემცველი ტვირთის გადაზიდვის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 136, №52, 08.09.2003, სარეგისტრაციო კოდი 310.140.000.11.115.006.065 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.09.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56398/muxli-136/