2. თუ ვაგონი დაზიანდა ტვირთგამგზავნის ან გამყოლის მიზეზით, დგება ვუ-25 მ ფორმის ვაგონის დაზიანებისა და საერთო ფორმის აქტები. თუ გამყოლი არ ეთანხმება ვაგონის დაზიანების შესახებ აქტის შინაარსს იგი აქტს ხელს აწერს თავისი შენიშვნით და აღნიშნავს უთანხმოების მიზეზს. ვაგონის დაზიანების აქტის პირველი ეგზემპლარი დაერთვის გადაზიდვის დოკუმენტებს, დანიშნულების სადგურში ტვირთმიმღებისათვის გადასაცემად, ან დამატებით გასაგზავნ საგზაო უწყისს, თუ დაზიანებული ვაგონი ჯგუფური გზავნილის შემადგენლობაში მიდიოდა. დამატებით საგზაო უწყისში, ტვირთის დასახელების ქვეშ ან ზედნადების მეორე მხარეზე არსებულ მე-5 გრაფაში „რკინიგზის აღნიშვნები“ მიეთითება ვაგონის დაზიანების აქტის ნომერი, მისი შედგენის თარიღი და მიზეზი. ვაგონის დაზიანების აქტის მეორე ეგზემპლარი დაერთვის ვაგონის დაზიანების ანგარიშს, რომელსაც რკინიგზა ასანაზღაურებლად წარუდგენს ტვირთმიმღებს. ვაგონის დაზიანების აქტის მესამე ეგზემპლარი რჩება სადგურში, სადაც მოიხსნა ვაგონი. აქტების საჭირო რაოდენობა განსაზღვრულია ტვირთის გადაზიდვისას აქტების შედგენის წესით.
3. თუ ვაგონთა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც აღმოჩნდა ტექნიკურად უწესივრო ვაგონი, მიდიოდა რამდენიმე გამყოლის თანხლებით, ერთი გამყოლი რჩება ამ ვაგონთან, ხოლო, თუ ვაგონთა ჯგუფი მიდიოდა ერთი გამყოლის თანხლებით, მაშინ დააკავებენ ვაგონთა მთელ ჯგუფს, სანამ არ აღმოიფხვრება მის შემადგენლობაში არსებული ვაგონის ტექნიკური უწესივრობა. თუ ვაგონის ტექნიკური უწესივრობის აღმოსაფხვრელად ტვირთი მეორე ვაგონშია გადატანილი, ამის შესახებ კეთდება აღნიშვნა გადაზიდვის დოკუმენტებში ან დამატებით საგზაო უწყისში