2. თუ გამყოლმა მგზავრებისგან მის მიერ შესანახად მიღებული სამგზავრო დოკუმენტები დაკარგა, დაუყოვნებლივ, როგორც კი ეს აღმოჩნდება, ადგენენ აქტს, რომელსაც ხელს აწერენ მგზავრები, ვაგონის გამყოლი, მატარებლის უფროსი (მექანიკოს-ბრიგადირი) და ადასტურებენ სადგურის შტემპელით. ამ აქტის საფუძველზე უახლოესი სადგური, სადაც მატარებელი არანაკლებ 10 წუთს ჩერდება, გასცემს ახალ სამგზავრო დოკუმენტებს მგზავრის სვლის ბოლო სადგურამდე და ამ დოკუმენტების უკანა მხარეზე აღნიშნავს: “დაკარგულის ნაცვლად”.

3. მგზავრთა შემდგომ გადაყვანას მატარებლის უფროსი (მექანიკოს-ბრიგადირი) ან ვაგონის გამყოლი საბილეთო სალაროებში აფორმებს მგზავრის მონაწილეობის მიუღებლად.

4. იმ შემთხვევაში, თუ დაკარგული სამგზავრო დოკუმენტი იყო ნამდვილი ორივე მიმართულებით მგზავრობისთვის, მგზავრს აძლევენ აქტის ერთ ეგზემპლარს, რომლის საფუძველზე უკან სვლის სადგური მისცემს მას სამგზავრო დოკუმენტს მგზავრობის საფასურის გადაუხდევინებლა