2. ტვირთგამგზავნის თხოვნით და მისი ხარჯით გამყოლს შეიძლება გამოეყოს ცალკე ვაგონი.
3. ცხოველთა გადაზიდვისას გამყოლი ვალდებულია, დაარწყულოს ცხოველები სულ ცოტა დღეში ერთხელ – ზაფხულის პერიოდში და ერთხელ ან ორჯერ – გარდამავალ და ზამთრის პერიოდში.
4. იმ სადგურთა ნუსხას, სადაც წარმოებს ცხოველების დარწყულება, შეიმუშავებს რკინიგზა. ასეთი სადგური აღჭურვილი უნდა იყოს ცხოველთა დასარწყულებლად აუცილებელი ინვენტარით (წყლის სვეტი, შლანგი და სხვა მოწყობილობა), რომელიც განლაგებულია სადგურის შესაბამის სარკინიგზო ბაქანზე, ხოლო, მისი არარსებობის შემთხვევაში, სადგური ვალდებულია, უზრუნველყოს წყლის მიწოდება უშუალოდ პირუტყვის ვაგონთან.
5. ცხოველთა ბოლო დარწყულების შემდეგ სადგური ვალდებულია, ცხოველებით დატვირთული ვაგონების გასვლა შეატყობინოს დარწყულების შემდეგ სადგურს. სადგური ვალდებულია, ცხოველთა დარწყულების ან გამყოლის მიერ დარწყულებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშნოს გამყოლის საგზაო ჟურნალში.
6. ცხოველებით დატვირთული ვაგონების მსვლელობის გაუთვალისწინებელი შეფერხებისას სვლის გზაზე, სადგური, მისი სპეციალიზაციის მიუხედავად, ვალდებულია, მიიღოს ყველა საჭირო ზომა ცხოველების დროულად დასარწყულებლად