1. მცირე ზომის ცხოველები გადაიზიდება რამდენიმე იარუსად განლაგებულ გალიებსა და ყუთებში. ვაგონის გვერდის კედლიდან, გალიასა და სახურავს შორის, მანძილი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 0,2 მეტრს.
2. გალიები და ყუთები თავსდება ვაგონის გრძივ კედელთან ისე, რომ დარჩეს გასავლელი ადგილი ცხოველთა მოვლისა და ვენტილაციისთვის.
3. გალიებსა და ყუთებს უნდა ჰქონდეთ მთლიანი, წყალგაუმტარი ძირი და ისინი საიმედოდ უნდა დამაგრდეს დატვირთვის შემდეგ.