2. სპეციალიზებულ ვაგონებში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჩაიტვირთება მხოლოდ განივად. ამ შემთხვევაში, პირუტყვის დატვირთვამდე, ვაგონის გრძივი კედლის არამოსასხნელ დაფებზე ცხოველთა დასაბმელი სჭვალებით მაგრდება ლითონის რგოლები ან კავები ისე, რომ ერთ რგოლზე შესაძლებელი იყოს 1-2 ცხოველის დაბმა. ვაგონის ტორსულ კედლებთან დაიგება ორი დაფისგან შემდგარი თაროები, რომელიც ეწყობა ვაგონის გარდიგარდმო არამოსასხნელ დაფებზე, ვაგონის ტორსულ კედლებთან მიჯრით. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დატვირთვის შემდეგ ვაგონის კარის ღიობებში აყენებენ ცხაურს.
3. მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გრძივად განლაგებისას, ვაგონები მოეწყობა ისევე, როგორც ცხენის გადაზიდვის დროს, ოღონდ დაფების ნაცვლად კარის ღიობებში აყენებენ ცხაურს – გისოსებს.
4. ცხვარი, თხა, ხბო, ღორი და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოზარდეული ვაგონში ჩაიტვირთება დაუბმელად