1. ცხოველთა გადასაზიდად გამოიყოფა სუფთა ვაგონები, ხოლო საჯიშე ცხოველების გადასაზიდად – წყლით გარეცხილი და დეზინფიცირებული ვაგონები. ვაგონების ვარგისობა ცხოველთა გადასაზიდად დგინდება ტვირთგამგზავნის მიერ, უფლებამოსილ ვეტერინარულ ექიმთან ერთად.
2. შესაბამისი დამუშავების გარეშე ცხოველთა გადასაზიდად იკრძალება იმ ვაგონის მიწოდება, რომლითაც ადრე შხამქიმიკატები ან მინერალური სასუქი გადაიზიდა.